ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტ ლევანდოვსკი – ბაჯო, დელ პიერო და სხვა ჯადოქრები

რობერო ბაჯო - ალესანდრო დელ პიერო

  • ორი იტალიური 10-იანი

  • ვარსკვლავები საფეხბურთო სამყაროში


რობერტო ლევანდოვსკი თურმე იტალიური ფეხბურთის მიმართ თბილი ემოციებით არის სავსე. პოლონელი ფორვარდი პატარაობაში რობერტო ბაჯოს ასპარეზობას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა:

რობერტო ბაჯოს თამაშის ხილვა მოუთმენლად ველოდი. 6 წლის ასაკში ცხენისკუდა ჩემთვის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ! წლების გასვლის შემდეგ ახალი კუმირი მყავდა, რომლის სახელი და გვარი ალესანდრო დელ პიეროა.

მიზეზი რომ გეკითხათ პასუხის გაცემა გამიჭირდებოდა, რადგან ასეთ ასაკში რთულია რაიმე დეტალი, მახასიათებელი ან თამაშის სტილი გამოყო.. განსხვავებული მდგომარეობა იყო ტიერი ანრის შემთხვევა, რომლის ხილვამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

ბევრი კამათი მიდის ვინ იყო უძლიერესი, რაც ჩემი აზრით დროის ფუჭი კარგვაა. ფეხბურთი საოცარი იმით არის, რომ განსხვავებულ ეპოქაში ჩვენს წინაშე ზღაპრული მოთამაშეები მოქმედებდნენ.

უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში აღფრთოვანებაში კრიშტიანო რონალდუს, ლეო მესის და რონალდინიოს მოვყავდით.. თუმცა, უფრო ადრე ბრაზილიელი რონალდო ბრწყინავდა.

ამიტომაც არის რთული რომელიმე მათგანის გამოყოფა. ისინი ხომ ყველანი მეგა ვარსკვლავები იყვნენ და არიან, რომელთა ცქერა დიდი სიამოვნებაა. 

საბედნიეროდ ყოველთვის მოიძებნებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც დაუვიწყარ მომენტებს გვაჩუქებენ. “

ჩემპიონები არიან ისინი ვინც რთულ საქმეებს იოლად ასრულებენ

5 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x