ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როგორ გახედნა იუვენტუსმა “ოპელი”

წამი ისტორიაში.

როგორ გახედნა იუვენტუსმა “ოპელი”

შავი ზოლი იუვენტუსის ცოტათი გახანგრძლივდა, მაგრამ ადრე თუ გვიან შავი იცვლება თეთრით. იუვეს ამჟამინდელ შემადგენლობას არ აწყენდა შეხსენება ჩვენი დიდი ისტორიისა, ისტორია დიდი გუნდისა, იმისათვის, რომ იგრძნონ თუ რა კლუბში თამაშობენ. მაგალითისათვის მოვიყვანოთ მატჩი, რომელზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი…

…1996/1997 წლების სეზონი, იუვენტუსი იწყებს სეზონს ევროპის ჩემპიონის რანგში და რა თქმა უნდა სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად. გუნდი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. აღიარებულ ჩემპიონებს: ჯანლუკა ვიალის, ფაბრიციო რავანელის, პაულო სოუზას, ჯანკარლო მაროკის, პიეტრო ვერხოვოდის და მასიმო კარერას შეუერთდნენ ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები: ზინედინ ზიდანი, კრისტიან ვიერი, პაოლო მონტერო, ნიკოლა ამორუზო, მარკო იულიანო, ალან ბოქსიჩი და მანუელ დიმაში.

ახალწვეულებს დაჭირდათ დრო, რომ კოლექტივს შერწყმოდნენ, შეთამაშებულიყვნენ და ეჩვენებინათ საჩემპიონო თამაში. სერია ა-ს დაწყებიდან 5 ტურის შემდეგ იუვე იყოფდა 2-5 ადგილს ბოლონიასთან, რომასთან და პარმასთან. მეექვსე ტურში ბიანკონერებმა დამაჯერებლად დაამარცხეს ინტერი და გადავიდნენ პირველ ადგილზე სატურნირო ცხრილში, ხოლო მე-11 ტურიდან დაწყებული „ბებერი სენიორა“ აღარავის უთმობს პირველ ადგილს სეზონის ფინიშის ჩათვლით. ნელ ნელა გუნდი იკრეფდა ძალას. საკონტინენტთაშორისო თასზე  დაამარცხეს „რივერ პლეიტი“ (1:0), ხოლო იანვარში უეფას სუპერთასზე პსჟ (6:1 პარიზში და 3:1 სიცილიაში). თუმცა იტალიის თასზე იუვენტუსი მივიდა ¼ ფინალში და დამარცხდა ტურინში ინტერთან 0:3 (მილანში ითამაშეს შემდეგ  1:1).

იტალიის თასზე მილანიც ამ ეტაპამდე მივიდა, როსონიერებმა დათმეს შეხვედრა, იმ სეზონის ტრიუმფატორთან ვიჩენცასთან (1:1 და 0:0). სხვა ფრონტებზე მილანელებს კიდევ უფრო ცუდი სიტუაცია ქონდათ. ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფიდან ვერ გავიდა, ხოლო სერია ა-ში ცხრილის შუაში იმყოფებოდა. 11 ტურის შემდეგ მილანის სათავეში ოსკარ ტაბარესი შეცვალა ლეგენდარულმა არიგო საკიმ, მაგრამ მოსალოდნელი ეფექტი არ მოუტანია.

მილანთან მატჩის წინ, იუვეს არ ქონდა მარცხი სერია ა-ში 10 მატჩი ზედიზედ (5- 5-0, ბურთები 13:3), მაგრამ ყველა წინასამატჩო განლაგება გადადის მეორე პლანზე, როდესაც მოედანზე გამოდიან იტალიის ჩემპიონი მილანი და ევროპის ჩემპიონი იუვენტუსი.

ორივე მწვრთნელს ქონდა პრობლემა შემადგენლობაში. საკი ვერ ათამაშებდა კოსტაკურტას, ალბერტინის და ვეას, ხოლო ლიპი მონტეროს, დეშამს (დისკვალიფიკაციის გამო) და დელ პიეროს (ტრავმა).

მოედნის ცენტრში მსაჯი ამ შეხვედრისა პრატოდან, სტეფანო ბრასკი გუნდის კაპიტანებთან – ანჯელო პერუცისთან და ფრანკო ბარეზისთან ათამაშებს ბურთს და კარს. თამაშს იწყებს მილანი.

მატჩის დასაწყისი გაურკვეველ ბრძოლაში მიდის, ორივე კარის მიმართულებით ნახევარმომენტების შექმნით. მასპინძელთა კართან აქტიურია სავიჩევიჩი, სიმონე და დიუგარი. იუვენტუსში კი შეიძლება გამოიყოს ზიდანი, ბოქსიჩი და ვიერი. ამ უკანასკნელის დარტყმა და შტანგის მიერ ასხლეტილი ბურთი იყო ყველაზე სახიფათო მომენტი მატჩის დებიუტში.

მე-19-ე წუთი. იუვეს პოზიციური შეტევა, ტაკინარდი ცენტრიდან პასს უკეთებს ვიერის, ის იღებს ბურთს კარისაკენ ზურგით და აწვდის მარჯვენა ფლანგზე მყოფ პორინის, სერჯიო იღებს ბურთს და ათამაშებს მას დი ლივიოსთან, შემდეგ კი საჯარიმოში უკეთებს პასს ვიერის, კრისტიანი ატყუებს ბარეზის და არტყავს, ხარიხა…  როსი ეუფლება ბურთს და იუგოვიჩი 11 მეტრიანი ნიშნულიდან აგდებს ბურთს პრაქტიკულად მილანის კარის ცხრიანში – 1:0.

თამაშის სურათი არ იცვლება. მილანის შეტევა – დესაი მარჯვენა ფლანგიდან უკეთებს პასს დიუგარის, რომელიც უგებს ბრძოლას ჰაერში ფერარას და პორინი საჯარიმოს ხაზიდან, პარაშუტისებურად არტყავს კარში, ბურთი ჩაუვლის ხარიხას, კარის მიმართულებით და პერუცის გადააქვს იგი კუთხურზე.

26-ე წუთი. კიდევ ერთი შეტევა როსონიერებისა – სავიჩევიჩი მოედნის ცენტრიდან აქვდის ბურთს მარცხენა ფლანგზე ბლომკვისტს, შვედი აქვდის საჯარიმო მოედანში სიმონეს, მარკო ძვრება ფერარასა და დეშამს შორის და 7 მეტრიდან ბომბავს იუვეს კარს – პერუცი მოწოდების სიმაღლეზეა.

ჯარიმა ბობანის შესრულებით. ბურთი კარიდან 20 მეტრითაა დაშორებული. ხორვატის მიერ დარტყმული თავზე ევლება ცოცხალ კედელ, მაგრამ ბურთმა გადაირა ხარიხის ოდნავ ზემოთ. პერუცი აკონტროლებდა სიტუაციას.

30-ე წუთი. იუგოვიჩი მარცხენა ფლანგიდზე, კარიდან 25 მეტრის დაშორებით არტყავს. დარტყმა ტავის თავზე მიიღო მილანის მცველმა, მაგრამ ვურთი გაგორდა საჯარიმო ხაზის გასწვრივ. პირველმა ბურთთან მიირბინა ბოქსიჩმა, რომლის წინახ იყო იყო მხოლოდ როსი და კარები, მაგრამ პაოლო მალდინი უბლოკავს მას ფეხებს და არ არტყმევინებს – 100 პროცენტიანი პენალტი. ამჟამად ასეთი დარღვევისათვის როსონიერის მწვრთნელი მიიღებდა პირდაპირ წითელ ბარათს უკანასკნელი იმედის ფოლისთვის. 97-ში კი მალდინის არ მიუღია გაფრთხილებაც კი. დელ პიეროს არ ყოფნაში პენალტს არტყავს ზინედინ ზიდანი. ფრანგი არტყავს ძლიერად თავისგან მარცხენა კუთხეში,დელ პიეროს არყოფნაში პენალტს არტყავს ზიდანი. ფრანგის ძლიერი და თავისგან მარცხენა კუთხეში დარტყმულის მიმართულებს იცნობს როსი და ცოტაც და გადაარჩენდა გუნდს, მაგრამ ბურთი როსის ხელთათმანებიდან შედის კარში – 2:0.

პირველი ტაიმის დასასრული შეტევებში მიილია, მასპინძლებმა უფრო სახიფათო მომენტების შექმნა შეძლეს ვიდრე სტუმრებმა. 20 მეტრიდანა რტყავს ბობანი და ბურთმა ჩაუარა ძელს. რამოდენიმე წუთის შემდეგ სიმონესა და სავიჩევიჩის ბრძოლა იუვეს მცველთან და დაახლოებით 6 მეტრიდან დარტყმული , თანაც ზუსტი, მიიღო თავის თავზე კაპიტანმა იუვესი. პირველი ტაიმი დასრულდა საჯარიმო დარტყმით, რომელიც ბობანმა შეასრულა იგივე წერტილიდან და იგივე ეფექტით რაც ტაიმის შუაში – კარს მაღლა. საერთო ჯამში იყო თანაბარი თამაში, და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ იუვეს ორ ბურთიანი უპირატესობით ანგარიშში.

49-ე წუთი. სერჯიო პორინიმ მოიპოვა ბურთი ფლანგზე, აართვა რა იგი მალდინის და მისცა პასი ზიდანს. ფრანგი გრძელი პასით აწვდის ბურთს ვიერის,  კრისტიანი მკერდით აწვდის ბურთს ამორუზოს, რომელიც შემოვიდა ბოქსიჩის ნაცვლად. ნიკოლამ შემოხვია თავის აგრშემო სამი მცველი მილანისა და გააკეთა გადაცემა თავისუფალ ზონაში იუგოვიჩის მისამართით. ვლადიმერი შევიდა საჯარიმო მოედანში და 12 მეტრიდან დაარტყა ზუსტად ქვედა კუთხეში ვერხოვოდისა და როსის შუა – 3:0.

მასპინძლებმა უპასუხეს სახიფათო შეტევით. სავიჩევიჩმა მისცა პასი დესაის, ამ უკანასკნელმა დიაგონალური გადაცემით იპოვა სიმონე, მარკომ თავით გადაუგდო ბურთი ბობანს, მაგრამ ხორვატის მიერ 7 მეტრიდან დარტყმული არ გამოვიდა სახიფათო და პერუციმ ის აიღო ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

შეტევაში კვლავ მილანი, ბობანი ფლანგზე ატყუებს პორინის და კიდებს ბურთს მეკარის კუთხეში, სადაც რობერტო ბაჯო თავით არტყავს კარში – პერუცის გადააქვს ბურთი კუთხურზე.

71-ე წუთი. ვიერი, ისევე როგორც 49-ე წუთზე ამორუზო, აწვდის ბურთს თავისუფალ ზონაში მყოფ იუგოვიჩს, სერბი შედის საჯარიმოში, მაგრამ მას ავიწროვებენ როსონიერთა მცველები და იძულებულს ხდიან გამოვიდეს საჯარიმოდან. ვლადიმერი აძლევს უკან პასს თავისუფალ ტაკინარდის, ალესიო ტექნიკურად, ზიდანის სტილში კიდებს ბურთს საჯარიმოში, სადაც ვიერი და ამორუზო თავისუფლად გამოდიან თამაშგარის მახედან და რჩებიან მარტონი როსისთან. კრისტიანი იღებს ბურთს, გასცდა მეკარეს და შეაგდო ბურთი კარში – 4:0.

73-ე წუთი. ფერარა იწყებს მორიგ შეტევას თავისი საჯარიმოდან, პასი ტაკინარდის. ალესიო მარჯვენა ფლანგზე აწვდის დი ლივიოს, ანჯელო ბურთთან ერთად გაბრბის 40 მეტრს და აწვდის ბურთს საწინააღმდეგო ფლანგზე თავისუფალ იუგოვიჩს. სერბი,საჯარიმოში შეუსვლელად არტყავს პირდაპირ კარის ცენტრში რაიციგერის გვერდით, მაგრამ როსი იგერიებს ბურთს და ამჯერადაც უხერხულად, პირდაპირ კარის წინ, ხოლო ნიკოლა ამორუზო კი მრგვალ საგანს აძლევს კარისკენ მიმართულებას, მილანის მეკარის მიმართულების საწინააღმდეგოდ – 5:0.

76-ე წუთი. მალდინი თავისი ნახევრიდან აძლევს პასს მოედნის ცენტრში მყოფ ბობანს, ზვონიმირი გასცდა ზიდანს და დიმაშს, კიდებს ბურთს საჯარიმოში, ხოლო დიუგარი, რომელიც ჯობნის პესოტოს, ძლიერად არტყავს კარში – პერუცის გადააქვს ბურთი კუთხურზე. რობერტო ბაჯოს ჩაწოდებული კუთხურიდან, მიდის საჯარიმოს წინ და მას ტრანსფორმირებას უკეთებს გოლში მარკო სიმონე – 5:1. გოლის ავტორს არც კი უხარია მოწინააღმდეგის კარის აღება.

მე-80-ე წუთი. ნიკოლა ამორუზო ორი მილანელის პრესინგის შედეგად აწვდის ბურთს უკან იუგოვიჩს, სერბი გრძელი, 40 მეტრიანი პასით პოულობს როსონიერთა საჯარიმო მოედანში მყოფ ვიერის. კრისტიანი ატყუებს მილანელთა კაპიტანს და საჯარიმო მოედნის ხაზიდან გზავნის ბურთს როსის კარში – 6:1 !!!

მატჩის უკანასკნელი 5-7 წუთი უბრალოდ ასრულებენ მატჩს და ინახავენ ძალებს მომდევნო მატჩებისათვის. იუვენტუსის ეს გამარჯვება დღესდღეობითაც რჩება მილანის ყველაზე დიდ საშინაო მარცხად სერია ა-ში.

მატჩის სტატისტიკა:

იტალიის ჩემპიონატი. სერია «А». სეზონი 1996/1997.

26-ე ტური. 6 აპრილი 1997 წელი. კვირა. 20:30 იტალიის დროით.

მილანი. სტადიონი: სან სირო (ჯუზეპე მეაცა).

81 170 მაყურებელი (45 355 სეზონური აბონიმენტი – 35 815 დანარჩენი ერთჯერადი ბილეთები).

საერთო ჯამში, ამ მატჩისათვის ბილეთების გაყიდვით შეგროვდა: 3 489 133 832 ლირა.

არბიტრი: სტეფანო ბრასკი (პრატო).

მსაჯის ასისტენტები: ჯენარო მაცეი და მარკო ივალდი.

«მილანი» – «იუვენტუსი» 1:6 (0:2)

«მილანი» (1-4-4-2):

№ 1 სებასტიანო როსი (იტალია)

№ 14 მიხაილ რაიციგერი (ჰოლანდია),

№ 29 პიეტრო ვერხოვოდი (იტალია),

№ 6 ფრანკო ბარეზი (კაპიტანი) (იტალია),

№ 3 პაოლო მალდინი (იტალია)

№ 10 დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია),

№ 8 მარსელ დესაი (საფრანგეთი)

(№ 21 მაურო ტასოტი (იტალია), 84),

№ 20 ზვონიმირ ბობანი (ხორვატია),

№ 34 იესპერ ბლომკვისტი (შვედეთი)

(№ 18 რობერტო ბაჯო (იტალია), 60)

№ 19 კრისტოფ დიუგარი (საფრანგეთი),

№ 23 მარკო სიმონე (იტალია).

მწვრთნელი: არიკო საკი (იტალია).

«იუვენტუსი» (1-4-3-1-2):

№ 1 ანჯელო პერუცი (კაპიტანი) (იტალია)

№ 5 სერჯიო პორინი (იტალია)

(№ 22 ჯანლუკა პესოტო (იტალია), 74),

№ 2 ჩირო ფერარა (იტალია),

№ 13 მარკ იულიანო (იტალია),

№ 6 დიმაშ ტეიშეირა (პორტუგალია),

№ 7 ანჯელო დი ლივიო (იტალია),

№ 20 ალესიო ტაკინარდი (იტალია),

№ 18 ვლადიმერ იუგოვიჩი (იუგოსლავია),

№ 21 ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

(№ 19 ატილიო ლომბარდო (იტალია), 75)

№ 9 ალენ ბოქსიჩი (ხორვატია)

(№ 16 ნიკოლა ამორუზო (იტალია), 39),

№ 15 კრისტიან ვიერი (იტალია).

მწვრთნელი: მარჩელო ლიპი (იტალია).

გამოუყენებელი შეცვლები:

«მილანი »: ანჯელო პაგოტო (მეკარე, იტალია), ფრანჩესკო კოკო (მცველი, იტალია), მიოდრაგ ვუკოტიჩი (მცველი, იუგოსლავია), სტეფანო ერანიო (ნახევარმცველი, იტალია).

«იუვენტუსი»: მიქელანჯელო რამპულა (მეკარე, იტალია), რუდი ნიკოლეტო (მცველი, იტალია), ივანო ტროტა (ნახევარმცველი, იტალია), მასიმილიანო ვიერი (თავდამსხმელი, ავსტრალია).

გოლები:

(0:1) ვლადიმერ იუგოვიჩი (19), საგოლე პასი – მოწინააღმდეგის რიკოშეტი (როსი),

(0:2) ზინედინ ზიდანი (31, პენალტი), პენალტი გამოიმუშავა ალენ ბოქსიჩმა,

(0:3) ვლადიმერ იუგოვიჩი (49), საგოლე პასი – ნიკოლა ამორუზო,

(0:4) კრისტიან ვიერი (71), საგოლე პასი – ალესიო ტაკინარდი,

(0:5) ნიკოლა ამორუზო (73), მოწინააღმდეგის რიკოშეტი (როსი),

(1:5) მარკო სიმონე (76), საგოლე პასი – რობერტო ბაჯო,

(1:6) კრისტიან ვიერი (80), საგოლე პასი – ვლადიმერ იუგოვიჩი.

გაფრთხილებები: ბობანი – დი ლივიო.

კუთხურები: «მილანი» – 7; «იუვე» – 3,

კარშ დარტყმები: «მილანი» – 9; «იუვე» – 9,

კარს მიღმა დარტყმები: «მილანი» – 5; «იუვე» – 4,

ჯარიმები: «მილანი» – 12; «იუვე» – 15,

ოფსაიდები: «მილანი» – 3; «იუვე» – 9,

დოპინგ-ტესტი ჩაუტარდათ: «მილანი» – მალდინი, რაიციგერი; «იუვე» – ბოქსიჩი, იუგოვიჩი.

კომპენსირებული დრო: 1ტაიმი – 3 წუთი, 2-ე ტაიმი – 2 წუთი.

ფეხბურთელთა შეფასებები  La Gazzetta dello Sport-ის:

«მილანი»: სებასტიანო როსი – 5.0, მიხაილ რაიციგერი – 4.0, პიეტრო ვერხოვოდი –  5.0, ფრანკო ბარეზი – 5.0, პაოლო მალდინი – 5.0, დეიან სტანკოვიჩი – 5.0, მარსელ დესაი – 5,0, მაურო ტასოტი – შ/გ, ზვონიმირ ბობანი – 5.0, იესპერ ბლომკვისტი – 4.0, რობერტო ბაჯო – შ/გ, კრისტოფ დიუგარი – 5.0, მარკო სიმონე – 5.0.

«იუვენტუსი»: ანჯელო პერუცი – 8.0, სერჯიო პორინი – 6.0, ჯანლუკა პესოტო – შ/გ, ჩირო ფერარა – 7.0, მარკ იულიანო – 7.0, დიმაშ ტეიშეირა – 6.0, ანჯერლო დი ლივიო – 7.0, ალესიო ტაკინარდი – 7.0, ვლადიმირ იუგოვიჩი – 8.0, ზინედინ ზიდანი – 6.0, ატილიო ლომბარდო – შ/გ, ალენ ბოქსიჩი – 6.0, ნიკოლა ამორუზო – 6.0, კრისტიან ვიერი – 7.0.

იუვენტუსის ფეხბურთელები (მატჩის მონაწილეები) სერია ა-ში:

მეკარეები:

ანჯელო პერუცი – 208 მატჩი /გაუშვა 192 გოლი,

მიქელანჯელო რამპულა – 49/-38,

მცველები:

სერჯიო პორინი – 87/ 1 გოლი,

მარკ იულიანო – 187/7,

დიმაშ ტეიშეირა – 39/0,

ჯანლუკა პესოტო – 243/2,

რუდი ნიკოლეტო – 0/0,

ნახევარმცველები:

ანჯელო დი ლივიო – 187/3,

ალესიო ტაკინარდი – 261/9,

ვლადიმერ იუგოვიჩი – 56/8,

ზინედინ ზიდანი – 151/24,

ატილიო ლომბარდო – 35/2,

ივანო ტროტა – 1/0,

თავდამსხმელი:

კრისტიან ვიერი – 23/8,

ალენ ბოქსიჩი – 22/3,

ნიკოლა ამორუზო – 62/9,

მასიმილიანო ვიერი – 0/0.

გუნდების შემადგენლობაში იყო ორ-ორი ფეხბურთელი, რომელთაც ნათამაშები ქონდათ ორივე გუნდში – მილანში იყვნენ პიეტრო ვერხოვოდი და რობერტო ბაჯო, იუვენტუსში კი – კრისტიან ვიერი და სერჯიო პორინი (ირიცხებოდა მილანში, მაგრამ სერია ა-ში არცერთი მატჩი არ უთამაშია).

მეორე სეზონი ზედიზედ იუვენტუსი იგებს სტუმრად მატჩს ანგარიშით 6:1 ამასთან ორივე შემთხვევაში დამარცხებულია არც თუ სუსტი გუნდები – «მილანი» და «პსჟ». საინტერესოა, რომ ორივე გუნდის სპონსორი იმ სეზონებში იყო ავტოკონცერნი „ოპელი“. სურათის შევვსებისათვის კარგი იქნებოდა მიუნჰენში ბავარიასთან მოგება 6:1.

იმედია, ასეთი ნათელი გვერდები, უდიდესი ტურინული კლუბის ისტორიაში კიდევ მრავლად ჩაიწერება და კარგი იქნება თუ ეს ამ სეზონშივე მოხდება.

Forza, Juve !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

ზუსტად 3 დღეში 6 სთში და 22 წუთში კიდევ ერ5თხელ ჩაიწერს იუვე ბრწყინვალე გამარჯვებას და ოპელს ისე გახედნის რომ ძერსკი ბარბარა ვერ უშველიტ მაგათ

11 years ago
Reply to 

ოპელია კიდე მილანის სპონსორი? არა მგონია :)

11 years ago
Reply to 

ფლაი ემირატს გავხედნით მაშინ :lool:

Arancia Meccanica
11 years ago

ეხლა სერია A-ში ვარსკვლავებით გადატენილი გუნდი აღარ არსებობს.. იყო კალჩოპოლიმდე.. მაგრამ მილანი გარკვეულწილად ამ მხრივ დაკომპლექტებულია..

11 years ago

იუვენტუსი გამონაკლისების გარდა ძირითადად იტალიელებით იყო ხოლმე დაკომპლექტებული და თან ვარსკვლავებსაც იშვიათად ყიდულობდა… იუვეში ვარსკვლავდებოდნენ ხოლმე… ზიდანი იუვენტუსამდე ბევრი არაფერი იყო ბოლო ბოლო 1 თუ 2 მილიონად იყიდეს და 40-ად გაყიდეს :))

11 years ago
Reply to 

3 მილიონად იყიდეს, 61 მილიონად გაყიდეს

11 years ago
Reply to 

3 ად იყიდეს და 75 ად გაყიდეს. გასათვალიწინებელია პერესის ფაქტორი:)

11 years ago
Reply to 

აგრეთვე გასათვალისწინებელია ვალუტა :))) ვინ რომელ ვალუტაში წერთ გააჩნია, ევროში დოლარში, თუ როგორც მაშინ იყო მოდაში ფუნტ სტერლინგში?

11 years ago

მიხაილ რაიციგერი (ჰოლანდია), ფრანკო ბარეზი (კაპიტანი) (იტალია),
პაოლო მალდინი (იტალია),დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია),მარსელ დესაი (საფრანგეთი),ვონიმირ ბობანი (ხორვატია),რობერტო ბაჯო (იტალია), 60), კრისტოფ დიუგარი (საფრანგეთი)

მილანს ყაავს ეხლა ესეთი ფეხბურთელები?

giorgi kodua
11 years ago

ნახეთ რასასტავია ჯუვეში? იუგივიჩი, ზიდანი, ბოქშიჩი, ვიერი… დღეს რომელია მაგათი დონის დღევანდელ იუვეში??? რითი დავამარცხოთ მილანი???

NEDVEDA11..
11 years ago
Reply to  giorgi kodua

ბუფონი,პირლო,დელ პიერო :c:

11 years ago
Reply to  giorgi kodua

აღარც მიალნშია ის სასტავი :)

giorgi kodua
11 years ago

მილანთან მაგარი გაგვიჭირდება… ელია, ესტიგარიბია, ჯიაკერინი, იმედებს ვერ ამართლებს… :blin:

NEDVEDA11..
11 years ago
Reply to  giorgi kodua

არალოგიკური კომენტარია ))
ჯაკერინის რო სულ თავი დავანებოთ, ელიას დებიუტი ქონდა და არც ისე ცუდი… კრასიჩზე ნაკლები არ გაუკეთებია რაც იყო მოედანზე ))
და მომავალში მეტს ველოდები.. კოჭებში ეტყობა რაც არის )
რაც შეეხება ესტიგარიბიას ჯერ საერთოდ არ უთამაშია :c:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

წინ იუვე :juvee: :juvee:

იმ შემადგენლობიდან დღეს მარტო დელ პიერო შემორჩა ფეხბურთს. ალექსამ უნდა ჩაუტაროს ბიჭებს “დიდი იუვენტუსის” ისტორიის გაკვეთილები :oldman:

:forza: :italy: :forza: :italy: :kenwvla: :yeah:

shot10
11 years ago

100%
ეგრევე მთავარში დააყენოს, თუ დაიღლება მერე შეცვალოს!
არ ენდობა რაგაც? (კონტე)

Gio Darja
11 years ago

shot10

დერბი დ’იტალია იუვენტუსი – ინტერია ))

shot10
11 years ago
Reply to  Gio Darja

მართლა? :blin:

11 years ago
Reply to  shot10

იუვენტუსი – მილანის დაპირისირებას სახელი არ აქ…

11 years ago
Reply to  Gio Darja

დერბი დიტალია არის იმ ორი გუნდის დაპირისპირება რომელსაც ყველაზე მეტი სკუდეტო აქვს მგოებული…. (ყოველშემთხვევაში დაერქვა მაგის გამო)… (ანუ თავიდან ინტერი იყო მეორე ადგილზე სკუდეტოებით)… მერე როდესაც მილანმა გადაასწრო ინტერს წესით დერბი დიტალია უნდა გამხდარიყო იუვე მილანი, მაგრამს ახელი დარჩა ისევ იუვე ინტერის…

ეხლა კი მე მგონი ინტერს და მილანს თანაბრად აქვს თუ ერთით გაასწრო ინტერმა ზუსტად არ მახსოვს…

მოკელდ სკუდეტოების მიხედვით არის რა

11 years ago
Reply to 

მილანი უსწრებს ერთი სკუდეტოთი.. თან ინტერს ჩვენი ერთი სკუდეტო აქვს დამატებული

shot10
11 years ago

თამაშის წინ ”მადაზე” მოგყავართ?
მაგ ”წითელ ეშმაკუნებს” “ცოტა” ხნით კიდევ დავტოვებთ ხუთ ქულაზე!

Derby d’Italia

JUVENTUS vs MILAN

3 : 1

vaxo turqadze
11 years ago

ახლა ვუყურებდი ამ და პ.ს.ჟ. -სთან თამაშის ვიდეოჩანაწერს,საიტზე გადმოვედი ისევ და სტატია დამხვდა :mrgreen: ,მაგრად ვისიამოვნეე …ისე პ.ს.ჟ-სთან პადოვანომ გაიბრწყინა და ეგ ბიჭი სად დაიკარგა მერე?არადა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ,მგონი ტრამვის გამო შეწყვიტა კარიერა ხო???

shot10
11 years ago

:forza: საინტერესო და ამომწურავი.

Nachke
11 years ago

დაჟე ზიდანმა ჩააგდო ეს თამაში :lool: კარგი სტატიაა, ვიღაც-ვიღაცეებმა წაიკითხონ კაი იქნება :buhee:

11 years ago

შევასწორე მაინც :)

11 years ago

აუ სურათში ერთი მალდინის ნაცვლად ბარეზი უნდა მიმეწერა :(

| Newsphere by AF themes.
29
0
Would love your thoughts, please comment.x