ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როლანდო მანდრაგორა საკუთარ მომავალზე

როლანდო მანდრაგორა

როლანდო მანდრაგორაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და იუვემაც ფეხბურთელი მალევე გაიფორმა.

თუმცა, შეძენიდან უმოკლეს პერიოდში, ნიჭიერმა შუახაზელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც დიდი პერიოდი გაუცდა.

დაბრუნებისას, იუვენტუსის განაცხადში ხვდებოდა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე თამაში ჩართვის საშუალება არ მიცემია.

კლუბმა თავდაპირველად არენდით გაუშვა, ხოლო შემდეგ უდინეზეში უკან დაბრუნების პრესპექტივით გაასხვისა.

თავად მანდრაგორა იმედით ხვდება იმ მომენტს, რომ კიდევ შეძლებს შავ-თეთრი მაისურის მორგებას:

“კარგად იცით, როგორ მომწონს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია.. დღევანდელ რეალობაში იგი ფაქტიურად გამთამაშებლის ფუნქციას ითავსებს. 

იუვენტუსში დღეისათვის ასეთი ორია – მირალემ პიანიჩი და როდრიგო ბენტანკური.. ორივე მათგანი უმაღლესი დონის შემსრულებელია.

რთული იქნებოდა, მაგრამ თუ შანსი მომეცემოდა მას აუცილებლად გამოვიყენებდი..

ნებისმიერ შემთხვევაში ჯერჯერობით უდინეზეს წევრი ვარ, მაგრამ როდესაც შენს გარშემო ასეთი გუნდების სახელები გესმის ემოცია ეტაპობრივად მატულობს.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<