რუდოლფო უფრო რეალური ხდება
იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად “სან პაულოელი” რუდოლფო სულ უფრო უახლოვდება “იუვენტუსის” მაისურს. “ბებერი ქალბატონი” ცენტრალური მცველის ძიებაშია, ბრაზილიელი ფეხბურთელი კი ამ პოზიციისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კანდიდატია. როგორც აპენინებზე ამბობენ, გუშინ ღამით მაროტა სამხრეთამერიკულ კლუბთან მოლაპარაკებებს მართავდა, ტურინული მხარე ფეხბურთელში, რომელსაც 25 წელი თვის დასაწყისში შეუსრულდა, 8 მილიონ ევროს იხდის. რუდოლფო, რომლის ნამდვილი სახელი ლუის რუდოლფო დინი გაიოტოა, “სან პაულოში” გასულ სეზონში “ატლეტიკო პარანეანსიდან” გადაბარგდა. ცენტრალური მცველის კიდევ ერთ შესაძლო კანდიდატურად “ზენიტელი” ბრუნო ალვეში სახელდება, მის ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს რუსული მხარიდან ბონუჩისადმი ინტერესი ხდის.
ბარძალის რას ერჩით, ნამდვილად იმსახურებს ძირითადში თამაშს (უბრალოდ ისეთი პერპექტიული მცველი უნდა ვეძებოთ) ბონუჩი დატოვონ რუდოფო და სორენსენი და ეგ არის კონკურენციაც იქნება.
ბრუნო ალვეში ძალიან მაგარი მცველია მაგრამ რატომღაც ბონუჩის წასვლა არ მინდა, საშინელ ფორმაშია კი ვიცი თუმცა..რუდოლფო მოდი
ალვეში დაიტრიე მაროტა დარუდოლვი ზამენა დზან კარგი იქნება ზენიტიდან ტუ წამოიყვანენ მაგას
რუდოლფი საზამენო კაცი არაა