ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

ფედერიკო ბერნარდესკი

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე, ტურინში იტალიის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს იუვენტუსი და უდინეზე დაუპირისპირდებიან.

ტრადიციულად გთავაზობთ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას, რომელიც იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა..

კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს.. 

მაურისიო სარი დიდი ალბათობით ისევ 4-3-1-2 სათამაშო სქემას დაეყრდნობა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილოს უნდა ველოდოთ, ცენტრში დანიელე რუგანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება, რომელიც ლეონარდო ბონუჩის შეუწყვილდება. დაცვის მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო უალტერნატივოა, რადგან მატია დე შილიოც ტრავმირებულია.

ნახევარდაცვაში მთელ რიგ სიახლეებს უნდა ველოდოთ. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სარიმ განაცხადა, რომ ფედერიკო ბერნარდესკი მზად არის მეცალას პოზიციაზე მოისინჯოს..

შესაბამისად, მასთან ერთად ცენტრში როდრიგო ბენტანკურს და ადრიენ რაბიოს უნდა ველოდოთ. 

ტრეკუარტისტას როლში დიდი ალბათობით დუგლას კოშტა იქნება, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარება გონსალო იგუაინს და კრიშტიანო რონალდუს.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<