ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი სიახლე, სამ ფორვარდზე და არაფერი სანუგეშო..

ლუის სუარესი

დღევანდელ დღეს სატრანსფერო თვალსაზრისით პოზიტიურს ვერ დავარქმევთ..

სამი კონკრეტული სიახლე გამოქვეყნდა, რომელიც ბიანკონერის სამიზნეებს უკავშირდებათ და უმჯობესია ლუის სუარესით დავიწყოთ.

გართულებული პროცესების ფონზე, რომელიც ბიოროკრატიული საკითხებიდან მოდიოდა, ახლა კიდევ უფრო ბურუსით მოცულს დაემსგავსა.

კერძოდ, Mundo Deportivo -ს მტკიცებით (კატალონიური გამომცემლობა) რონალდ კუმანი ფრიად გაოცებული დარჩა ლუის სუარესის საქმისადმი მიდგომით და აზრის შეცვლას აპირებს.

ჰოლანდიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში მის გუნდში დატოვებას და ფსონის ურუგვაელზე გაკეთებას გეგმავს.

ჯერჯერობით სხვა წყაროები ამ ცნობებს არ ადასტურებენ, თუმცა ფაქტია ბიანკონერის უჭირს სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერის დახურვა, რადგან.. დიახ, სულელური მიზეზებიდან გამომდინარე რომელიც თითქოს პასპორტს და მსგავს კონტექსტში არსებულ საკითხებს უკავშირდება.

პარალელურად ედინ ჯეკოს ტრანსფერი რომამ ფაქტიურად დაბლოკა.. ნიკოლო ძანიოლოს ტრავმის გათვალისწინებით, დედაქალაქელებმა უარი განაცხადეს ბოსნიელთან დამშვიდობებაზე..

სხვათაშორის Gazzetta -ს ასეთი სახის ინფორმაცია ცოტა უცნაურია, რადგან პოზიციურად ისინი ერთ როლში არ მოქმედებენ, მაგრამ შესაძლოა მწვრთნელმა არ ისურვა ორი წამყვანი ფიგურის ერთდროულად დაკარგვა და აქედან გამომდინარე ხელმძღვანელობას მისი დატოვება თხოვა.

და ბოლოს მოიზე კინი.. აქ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება.. დაახლოებით სამი საკმაოდ წონადი იტალიური წყარო ირწმუნება, რომ იუვენტუსი იტალიელს სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს არენდით დაიმატებს და თან გამოსყიდვის უფლების გარეშე..

ანუ ეს იქნება ერთგვარი “ფორმაში ჩაყენება” და უკან პრემიერ ლიგაში გაგზავნა..

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ სამი სიახლიდან ერთი აღმოჩნდება რეალური, რომელიც ბოსნიელს ეხება..

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<