ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი შესაძლო სცენარი ჩემპიონატთან მიმართებაში

Figc

კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად ეცდება ჩემპიონატის დასასრული 24 მაისიდან 31 მაისამდე გადიტანოს.

დღეს, ერთმანეთის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვადასხვა ლიგის წარმომადგენლები იმისთვის შეხვდნენ, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეედგინათ, რომელიც ძალაში 3 აპრილის შემდეგ შევა. 

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე იმდენი გადადებული მატჩი დაგროვდა, რომ ფიზიკურად მათი 24 მაისისთვის მოსწრება წარმოუდგენელი ხდება. აქედან გამომდინარე ვადები ცვლილებას საჭიროებს.

დღევანდელი სურათით ჩემპიონატს 63 ქულით იუვენტუსი ლიდერობს.. ლაციოს 62 ქულა აქვს, ხოლო ინტერს 54 ქულა.

23 მარტს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიამ არ მისცა ლეგა სერია ა-ს ჩემპიონატის გაგრძელების საშუალება, მაშინ გეგმაში სამი შესაძლო სცენარი გამოჩნდა.

  1. ჩემპიონატის გაუქმება. უეფას კი იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იმ კლუბების სიას გაუგზავნის, რომლებიც მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას.

  2. ჩემპიონატი დასრულდეს იმ სურათით, რა სიტუაციაც ახლა არის სატურნირო ცხრილში დაფიქსირებული.

  3. ჩატარდეს პლეი-ოფი სკუდეტოს მფლობელის და ასევე სერია ბ-ში დაქვეითებული კლუბების გამოსავლენად.

სხვათაშორის ასეთი რამ შორეულ 1963-64 წლებში უკვე განხორციელდა, როდესაც ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ბოლონია და ინტერი ეცილებოდნენ. მაშინ ორივე მათგანს 54-54 ქულა დაუგროვდათ.

მაშინდელმა ფედერაციამ გუნდები სუპერ მატჩში ნეიტრალურ მოედანზე ათამაშა. რომში გამართულ შეხვედრაში ბოლონიამ ნერიაძური 2-0 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Vaio
Di Vaio
1 year ago

da ro damtavrdes ubralod gadaidos eg varianti gamoricxulia?

seba
შურა ბალაგანოვი
1 year ago

რაო ჩვენმა პრეზიდენტმა? ატალანტა არ იმსახურებს ლიგაზე თამაშსო? კი არი ღირსი, გასპერინიმ გადაატაროს სახეზე თავისი მამაკაცური ღირსება.

bibobibo
bibobibo
1 year ago

თქვენ კიდე ვერ გაიგეთ რა განხრით თქვა ანიერიმ ეს ყველაფერი ძმაო?ატალანტა დიდი დიდი 2 სეზონი იყოს კიდე ამნაირი ძლიერი შემდეგ კი მიუბრუნდება იმ ძველ ადგილს სადაც იყო ა აგერ შენ და აგერ მე გამიხარდება თუ ეგრე იქნება დღეის ამას იქით ატალანტა მაგრამ არამგონია დღეს ატალანტა რომაზე ძლიერი კი არ არის უბრალოდ რომა დასუსტდა ძალიან იმიტომ რომ ყველა ახლები და ახალგაზრდები ყავთ შეთამაშება ჩირდებათ

bibobibo
bibobibo
1 year ago

ეს ატალანტა მოიგებდა თუ ის რომა ბარსას ქამბექი რომ გაუკეთა ?

seba
შურა ბალაგანოვი
1 year ago
Reply to  bibobibo

ატალანტას პრობლემა რატო უნდა იყოს რომას და მილანის სისუსტე? რახან მაგათ უფრო დიდი სახელი აქვთ, მაგიტომ არ უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე? კონკრეტულ მომენტში არი ძლიერი რომაზეც, მილანზეც და ბარეორ იტალიურ გუნდზე და თამაშით ამტკიცებს ამას. 2 წლის მერე დასუსტდება თუ სერია ბ-ში გავარდება, ამას ვნახავთ 2 წლის მერე და მომავალზე რატო უნდა ვიდარდოთ ახლა? წარსული დამსახურება კარგია, მაგრამ მოცემულ მომენტში რას აკეთებს, იმით უნდა შეფასდეს გუნდი. ინტერი რო ვაბშე ჯგუფში ჩარჩა ეგ არაა არაფერი და ატალანტას კაი თამაში გახდა პრობლემა?

ALLENATORE
ALLENATORE
1 year ago

Forza atalanta)) gunds yvelaze meti goli gaq gatanili top chenpionatebidan)) sitize liverpulze baiernze da barcaze))) meti goli miuxedavad imisa ro ufro meti turia chatarebuli inglisshi)))

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

6
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<