ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სანდი ოლისე:”რონალდუ დიდია, მაგრამ..”

იუვენტუსის ექს შუახაზელი ნიგერიელი სანდი ოლისე კრიშტიანო რონალდუს წასვლაზე, იუვენტუსის გადაწყვეტილებაზე და მაქს ალეგრის დადებით მხარებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს:

“კრიშტიანოს სიდიადეზე საუბარი შორს წაგვიყვანს. პორტუგალიელი ისედაც ყველამ კარგად იცის რასაც წარმოადგენს! მისი გუნდში ყოლა ნიშნავს ბევრს გატანილ გოლს და უპირატესობას მეტოქეზე სხვადასხვა ასპექტში.

თუმცა, არ მოვერიდები და გეტყვით, რომ პორტუგალიელი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინც რჩება ინდივიდუალურად მოთამაშე ფეხბურთელად.. 

მერწმუნეთ იუვენტუსი შემთხვევით გადაწყვეტილებებს არ ღებულობს.. მათ მუდამ აქვთ გეგმა და იგი მკაფიოდ გაწერილია.. შესაძლოა ახლა ადამიანები რიგ პროცესებს ვერ ხვდებოდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი ნათელი გახდება.

მათ ახლა მაქს ალეგრი ყავთ, რომელიც ჩემთვის ტაქტიკური კუთხით უბადლოა.. ნამდვილი მონსტრია ამ საქმეში! ის რაც მან ბორუსიასთან 1/8 ფინალში გააკეთა, როდესაც სქემა რამოდენიმეჯერ შეცვალა ცვლილებებით ამას ნათლად ადასტურებს.

ყველას არ შეუძლია პოლ პოგბა შეცვალოს და მის ნაცვლად ანდრეა ბარძალი გამოიყვანოს.. ან მცველის ნაცვლად მინდორზე ფლანგელი ვინგერი შეიყვანოს, რომელიც უმალ გამოიწვევს შემტევი დიაპაზონის კარდინალურ ცვლილებას. 

უმტკივნეულოდ ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ ფეხბურთელების შენდამი რწმენა გააჩნიათ.. ფეხბურთელებმა ეს არაერთხელ გვაჩვენეს.. ეს კი მწვრთნელის ფასეულობას მიუთითებს.

წლევანდელი ჩემპიონატი ურთულესი იქნება.. ვგულისხმობ, რომ ეს ყველასთვის ასეთი გახდება.. ახლა აღარ არის გამოკვეთილი კლუბი, როგორიც წლების მანძილზე იუვენტუსი იყო. ასე რომ წინ დრამატული გათამაშება გველის.

ჩემპიონთა ლიგაზე არაფერი მითქვამს, მაგრამ აქ სათქმელიც რა არის? იტალიის ნაკრებისგან ვინმე ელოდა ევროპის ჩემპიონობას? სპორტის ეს სახეობა იმიტომ გვიყვარს, რომ შედეგის თვალსაზრისით უნიკალურია.. რა როდის შეტრიალდება ვერ გაიგებ.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x