ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

,საპნის ოპერა” სახელად ,,პოლ პოგბა” დასრულდა

პოლ პოგბას საგა დასრულდა..


ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება დასრულდა..

და კიდევ ბევრი რამ დასრულდა იუვენტუსის სკეპტიკუად განწყობილი გულშემატკივრებისათვის.

არადა ახლა იწყება, რაც იწყება! დარწმუნებული ვარ, გინახავთ Sopcast-ით იუვენტუსის თამაშები, ასევე HD ხარისხში, მაგრამ გინახავთ თავად ,,HD” იუვენტუსი? ის უკვე ყველგანაა, პრემიერა გაიმართება 20 აგვისტოს 22:45 საათზე.

სერიალი მოგვითხრობს 2016-2017 წლებზე, ბებერი ქალბატონის ცვლილებზე და მის ახალ თანამშრომლებზე. სერიალის სტარტზევე იხსნება ,,კვანძი” როდესაც ბებერი ქალბატონი სახელად იუვენტუსი მიდის რომის ბაზარში და ყიდულობს ბოსნიური წარმოების ,,პიანიჩს” შემდეგ კატალონიაში ერთ-ერთი ჯელტმენიდან საჩუქრად იღებს ბრაზილიურ სამკაულს დანი ალვეშს, შემდეგ კი კატალონიიდან მიუნხენი-ზაგრების რეისით ეშვება ნეაპოლის აეროპორტში, თან აქვს ბენატია-პიაცა, რომლებიც შესაბამისაც მიუნხენსა და ზაგრებში შოპინგისას შეიძინა, მაგრამ ბენატიას მოჰყვა საგარანტიო ფურცელი, რომელიც ერთ წლიან გარნტიას იძლევა, თუ იუვენტუსმა იგი კარგად იხმარა, ანუ გამოდგომის შემთხვევაში, 18მილიონს გადარიცხავს მიუნხენის ბანკ ,,ბაიერნში”. არც ნეაპოლის ვიზიტს ჩაუვლია შოპინგის გარეშე.

აქ ქალბატონი მისთვის უჩვეულო ხასიათს ავლენს და ძალიან დიდ თანხას იხდის არგენტინელ შეფპოვარში, რომელმაც ნეაპოლიტანურ პიცერიაში 104 წუთში 71 პიცა გამოაცხო. ტურინში დაბრუნებული იუვენტუსი შედის მის ოთახში, ხედავს მის შენაძენებს, ალაგებს თავიანთ ადგილებზე და კმაყოფილებით აღვსილი თაროდან იღებს ბრილიანტს რომელიც 4 წლის წინ იპოვა და თან წამოიღო, რადგან სჯეროდა რომ წლები გავიდოდა და მას ფასი დაედებოდა, ხოდა აი ფასიც ასეთი უნდა 110 მილიონი და ქალბატონი თანახმაა გაყიდოს იგი, რათა შემოსული თანხა ბელგიულ შოკოლადსა და გერმანულ სარდელში დააბანდოს და ეს ორი დიდი სადისტრიბუციო კომპანიის ბელგიული ვიტსელი და გერმანული დრაქსლერი მის-შავთეთრ მაღაზიაში დადოს. მისი ანგარიში მართლაც ივსება 110 მილიონად, ხოლო გამოუვა თუ არა მას, ბელგიული შოკოლადისა და გერმანული სარდელის ბიზნესი ამას შემდეგ სერიებში იხილავთ.

მთავარ როლებში: ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, კლაუდიო მარკიზიო და პაულო დიბალა.

მონაწილეობენ: ბარძალი, კიელინი, ბენატია, რუგანი, ლიხშტაინერი, ევრა, ალექს სანდრო, ასამოა, სტურარო, ხედირა, ლემინა, ჰერნანეში, პერეირა, მარონე, პიაჩა, მანძუკიჩი, ძაძა.

სპეციალური მოწვევით: დანი ალვეში, მირალემ პიანიჩი და გონსალო იგუაინი.

რეჟისორი: გიორგი ქასრასშვილი

პროდიუსერი: ანდრეა ანიელი

კოსტიუმ დიზაინერი: მაროტა ელ პატარიჩი

დამდგმელი ოპერატორი: მასიმილიანო ალეგრი

სცენარის ავტორი: გიორგი ქასრაშვილი

მედია მხარდამჭერი
: ForzaJuve.Ge

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მაქსი
მაქსი
3 years ago
Reply to  Dutch

32% დაბეგვრა არანაირად არააა არც ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.

იგროკის ყიდვა ნიშნავს გუნდს უხდი ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურს და ამ ტიპის ტრანზაქციებზე არ ვცელდება დაბეგვრა.
დაიბეგრება იუვენტუსი წლის ბოლოს, როცა პარტნიორები დივიდენდების სახით გაინაწილებენ მოგებას.
ტაკ შტო ეს ვარიანტი არაა მიზეზი 78 მილიონის მიღების. თუ ეს ინფორმაცია სწორია, ფაქტია პოგბამ და რაიოლამ ყველა დააბოლეს (ან რაიოლამ ჯერ პოგბა მერე სხვები)

მაქსი
მაქსი
3 years ago
Reply to  Dutch

შენ ფეხბურთი გესმის ვატყობ, მაგრამ დაბეგვრასა და სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევი ფაქტია ;)
თუ ეს ინფორმაცია სწორია, დამიჯერე რაიოლამ ყველა დააბოლა, იუვე კიდე ფულს დახამდა.

მაქსი
მაქსი
3 years ago

დიდი მნიშვნელობა აქვს შემოსული თანხა (მაგ 100 მილიონი რაც მიიღო იუვემ) დაიბეგრება შემოსვლისთანავე თუ დაგებრვრა მოხდება ბოლოს – მოგების :)) მოგება ითვლება მთლაინ თანხას მინუს ხარჯები. შეიძლება ხარჯები მეტი იყოს და შესაბამისად არც დაიბეგრება ;) ეს მოკელდ დაგებვრის არსი.
შენ იძახი მგონი დღგ-ეზე ეგ სულ სხვა რამეა ;)

იმედია ჭორია და იუვეს ბოსობა არ გაასულელეს, მეტი სხვა ახსნა არ არსებობს.
ისე იგუანში ნაპოლი რომ იღებს სუფთა 45+45 მილიონს და მაშინ რა გამოდის იტალიელებს შორის არ ხდება დაბეგვრა > :))) :chuvak:

მაქსი
მაქსი
3 years ago

მოკლედ იმაზე ვჭობთ რაც მეორეხარისხოვანია ფეხბურთში :) თუმცა არც ის ივარგებს ვიძახოთ პოგბაში 100 მილიონი ავიღეთო (თუ ეს ინფო ჭორი არ აღმოჩნდება) და შეფობას ვაქოთ

Claudius Galenus
Claudius Galenus
3 years ago

სერიალის იდეის ავტორი-მინო რაიოლა)

იტალიანო
იტალიანო
3 years ago
Reply to  Dutch

საიდან ეს ინფორმაცია 78 მილონი დარჩაო :D 110 მილიონი დარჩა პოგბას ტრანფერიდან იუვეს, ოღონდ ხელმძღვანელობა გალანძღონ და რას აღარ მოიფიქრებენ :D

მაქსი
მაქსი
3 years ago

რავიცი მეგონა იტალიურ გაზეთებიდან თარგმნიდით და დღეს ყველა იტალიური მედია ამაზე წერს :blin:
Juve, net profit €78m
And Raiola earns €35m

ანონიმური
ანონიმური
3 years ago

sul ro aravim viyidot am gunds dzalian bevri sheudzlia

ანონიმური
ანონიმური
3 years ago

კიდე კაი ჰენ მაინც რო გჯერა რო ამ იუვეს რაც ახლაა ყველაფრის მოგება ჰეუძლია და ვისაც არ ჯერა არა იუჰავს იუვე კარგ ჰედეგს რო დადებს მერე იმედია მაინც დაიჯერებენ იუვე ამ სასტავითაც უძლიერისია

ანონიმური
ანონიმური
3 years ago

matichi isco iyos araa problema :forza:

თოკო
თოკო
3 years ago

78 კიარა 18 აიგო და დანარჩენი რაიოლამ :D 105 მილიონით შეივსება მინიმუმ ჯუვე შეიძლება მეტითაც

ანონიმური
ანონიმური
3 years ago

საინტერსესო იქნება მართლა სერიალის გადეღება მაგარი ხარ

იუვე
იუვე
3 years ago

და რეჟისორი?

მაქსი
მაქსი
3 years ago

110 მილიონი არანაირად :/ 78 მილიონი აიღო იუვენტუსმა. მაშინ როცა ტრანსფერის ღირებულება 110 მილიონია დანარჩენი რაიოლამ (25მილინზე მეტი) და პოგბამ გაიყვეს :blin:

bneli
bneli
3 years ago

78 miilooni girvanqa sterlingi aigo dzma daaxloebit mag pasi gamoddis evrostan mimartebashi 110 :forza: Me ase vici

მაქსი
მაქსი
3 years ago
Reply to  bneli

78 მილიონი ევრო მიიღო იუვენტუსმა 110 დან. დანარჩენი 32 მილიონი პოგბამ და რაიოლამ გაიყვეს… ახლა დაიდო ოფიციალურად ეს ინფორმაცია. პლიუს რაიოლა 5 წლის მანძილზე პოგბას ხელფასიდანაც მიიღებს პროცენტებს :blin:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

22
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<