ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”კარგი იქნება თუ პიანიჩი დარჩება”

მაურისიო სარი

მაურისიო სარი მირალემ პიანიჩთან დაკავშირებით საუბრობს და ასევე გუშინდელ შეხვედრასაც არ ივიწყებს:

“პიანიჩი ჩვენთან აგვისტოს ბოლომდე რჩება და მე პირადად იმედი მაქვს, რომ ზაფხულის მერე ჩვენთან ერთად იქნება.

თუმცა, ეს ის საკითხია, რომელიც უფრო მოგვიანებით უნდა გადაწყდეს. 

ახლა გუნდი გამოცდას გადის, რომელიც ფიზიკურ კონდიციებს უკავშირდება.. წარმოუდგენელია ყოველ მესამე დღეს მინდორზე გამოხვიდე და მომენტალურად აჩვენო სუპერ ფეხბურთი.

ლეჩესთან გუნდმა სწორი მენტალიტეტი გამოავლინა და აუცილებელია ეს კურსი შენარჩუნდეს..

დუგლას კოშტამ ბრწყინვალედ იასპარეზა.. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა ყოველ წამს შეუძლია.. მთავარია, ბრაზილიელის რესურსი სწორად გადავანაწილოთ.

არ უნდა დავივიწყოთ დაცვის ხაზიც, რომელიც ფაქტიურად მეტოქის ნახევარზე მოქმედებდა და საკმაოდ საიმედოდ.

გონსალო იგუაინი? COVID-19 -ის გამო ყველას მოგვიწია რთული პერიოდის გავლა და არგენტინელიც მათ რიცხვში აღმოჩნდა პირადი პრობლემებიდან გამომდინარე.

თუმცა, პიპიტამ იპოვა საკუთარ თავში საჭირო რწმენა და ძალა.. უდაოდ დიდ დახმარებას გაგვიწევს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე.

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<