ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”რონალდუს ოქროს ბურთის მოპოვებაში უნდა დავეხმარო”

მაურისიო სარი

მაურისიო სარი კმაყოფილი დარჩა საკუთარი შეგირდების ასპარეზობით და ერთიან კონტექსტში საუბრის გარდა, ცალკეულ ფეხბურთელებსაც შეეხო:

“გასული შეხვედრებისგან განსხვავებით, უდინეზეს წინააღმდეგ ჩვენ გრძელ მონაკვეთებს მაღალ დონეზე ვატარებდით. 

კრიშტიანი რონალდუს როგორც მოგეხსენებათ, სინუსიტის პრობლემა შეექმნა.. თამაშის დღეს ტემპერატურის ცვალებადობაც დაფიქსირდა და ექიმების რჩევით, გადაწყდა რომ მისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა.

გონსალო იგუაინის გოლმა ბილეთის ფასი სრულად გამოისყიდა. ეს იყო სამი-ოთხი მაღალ სიჩქარეზე განხორციელებული გადაცემები.. დიახ, უდაოდ ლამაზი იყო!

ეს არ არის მაურისიო სარის გუნდი.. ეს არის პაულო დიბალას, გონსალო იგუაინის და ყველა იმ მნიშვნელოვანი წევრის, რომლებიც მოედანზე საოცრებებს ჩადიან! 

მე უბრალოდ გარკვეული კონტურების შეტანა მსურს, მაგრამ მთავარია უშუალოდ მოთამაშეების მახასიათებლებს ვცეთ პატივი.

მიყვარს სწრაფი გადაცემების შედეგად გატანილი გოლების ყურება.. მაგრამ ამ ყველაფრის შესრულება იმ შემთხვევაშია რეალური, თუ გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები გყავს.. იუვეს კი ამის პრობლემა ნამდვილად არა აქვს.

მოდით ვთქვათ, რომ ახლა ვიღებთ შედეგს თამაშით, რომელიც მომავალში მეტად ეფექტური უნდა გავხადოთ.

ძალიან მინდა კრიშტიანო რონალდუს მორიგი ოქროს ბურთის მოგებაში დავეხმარო. არ მსიამოვნებს, როდესაც მასსზე წინ ვინმეს ვხედავ.

მომავალში ამ პრიზისთვის დიბალაც იბრძოლებს. მას შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, საკუთარი გვარი მკაფიოდ ჩაწეროს.

ფედერიკო ბერნარდესკის ასპარეზობა მეცალას პოზიციაზე მომეწონა. თითქოს ყველაფერი კარგად ქონდა და ერთი შეხედვით მან სიამოვნებაც კი მიიღო ამ ამპლუაში ასპარეზობით. ფედეს ტექნიკური არსენალიც აქვს და ფიზიკური კონდიციების უპირატესობაც.. მისი იმედი ნამდვილად მაქვს.

ემრე ჯანი? სატრანსფერო სიახლეებით არ ვინტერესდები. მქონდა ერთი შეცვლა და მინდორზე მარკო პიაცას გამოყვანა გადავწყვიტე, რადგან ხორვატი ამას 100%-ით იმსახურებდა! ვალდებულები ვართ დაბრუნებაში დავეხმაროთ!”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
სვანჩიკა
B U F F O N
9 months ago

berna mgoni martlac mis poziciaze tamashobda ise etkoboda albat am ampluas moergeba kargad :))))))))))

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<