ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი მილანთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

მაურისიო სარი

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე იუვენტუსი სტუმრად მილანს დაუპირისპირდება.

ტრადიციულად მატჩის წინ ჟურნალისტებს გუნდის თავკაცი მაურისიო სარი შეხვდა:

“რთული მატჩი გველოდება და თან არ დაგვავიწყდეს რომ შეხვედრებს ერთი მეორეს მიყოლებით ვატარებთ.

მილანმა წლევანდელ სეზონში უკვე შეგვიქმნა პრობლემები.. როსონერი ბრწყინვალე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

მთავარია ლიდერობამ ცუდი სამუშაო არ გაგვიწიოს. ყველაფერი შეიძლება ერთ წუთში შეიცვალოს და აქედან გამომდინარე კონცენტრირება არ უნდა დაიკარგოს.

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს თუ ვის ვხვდებით.. მოტივაცია და მომზადების პრინციპი იდენტურია. 

როტაცია? სიმართლე ითქვას არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია.. თუმცა, ცხადია დანიელე რუგანი და გონსალო იგუაინი სასტარტოს კანდიდატები არიან.

საერთოდაც, ერთი შეხედვით ისე ჩანს თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე შეგირდებს ვეჩხუბები.. არადა რეალურად ასეთი რამ მხოლოდ იგუაინთან მაქვს.

ეს არის მოთამაშე, რომელთანაც მოთხოვნის ტონით საუბარი იღებს იმ შედეგს, რასაც ვხედავთ. დღეისათვის პიპიტა მუხლჩაუხრელად ვარჯიშობს და ფორმას იუმჯობესებს.

ჯორჯო კიელინიმ და ალექს სანდრომ პირველი ვარჯიში უკვე გამართს.. შესაძლოა მოეჩვენოს ვინმეს რომ დიდი არჩევანი გვაქვს, მაგრამ ამ წუთისთვის ეს ასე არ არის.”

3 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<