ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური: მორატა და იკარდი

ალვარო მორატა ახლოს არის ბარსელონაში გადასვლასთან, თუმცა ამ ყველაფერს მწვანე შუქი მაშინ მიეცემა, როდესაც იუვენტუსი ესპანელის სანაცვლოდ ფორვარდს იპოვის.

ასეთი ფორვარდი კი უკვე მოძიებული ყავს მაურო იკარდის სახით, რომელიც მაქს ალეგრის 2017 წლიდან მოწონს და გუნდში მოყვანას ლამობს.

ბიანკონერი მაქსიმალურად ცდილობს არგენტინელის თაობაზე შეთანხმების მიღწევას და თავად შემტევიც ბედნიერი იქნება, თუ კარიერის გადატვირთვას იუვენტუსში მოახდენს.

მაქს ალეგრიმ ოპერაციას თანხმობით უპასუხა და მზად არის სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ ესპანელს შეელიოს. მორატა თავის მხრივ ბედნიერი იქნება ბარსაში გადასვლით, მაგრამ თუ გარიგება ჩაიშლება არც ამით დარჩება უკმაყოფილო, რადგან ტურინთან განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს.

პსჟ-სთან ახლა გარიგების დეტალები გვარდება. საქმე ეხება არენდას – პერიოდის გასვლის შემდეგ კი იუვე ისარგებლებს გამოსყიდვის შესაძლებლობით. საუბარი მიმდინარეობს 18 თვეზე და 6 მილიონზე, რომელსაც ტურინელები იჯარის სანაცვლოდ გაიღებენ.

2.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
22 days ago

მე მჯერა იკარდის! აუ მორატა როგორ მენანება მაგრამ რაღაცნაირი ხასიათის ფეხბურთელია რა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x