ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო სიახლეები

ფაბიო პარატიჩი

მანამ სანამ ტურინელები სპეციასთან მატჩისთვის ემზადებიან, სატრანსფერო ბაზარზე კონკრეტული სიახლე გამოჩნდა.

როგორც ირკვევა ბიანკონერის ჰექტორ ბელერინის გაფორმებაზე ხელი არ აუღია და მის დამატებას ზაფხულში ისევ ეცდება.

იუვენტუსი ესპანელი მცველის სანაცვლოდ, მზადყოფნას გამოთქვამს ადრიენ რაბიო ან დუგლას კოშტა დათმოს.

ბრაზილიელს ბაიერნი დიდი ალბათობით არ გამოისყიდის, რადგან სამხრეთ ამერიკელი მაინც და მაინც დიდი ნდობით არ სარგებლობს.

რაბიოს რაც შეეხება, ფრანგი პერიოდულად ნორმალურ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ანდრეა პირლოს გუნდში სხვა პროფილის მქონე შუახაზელების დამატება სურს, რაც ბუნებრივია რიგ მოთამაშეებთან დამშვიდობებას ნიშნავს.

როდრიგო დე პაული იმ მოთამაშეთა რიცხვში შედის, რომელთა ხილვა პირლოს ძალიან სურდა, თუმცა სხვადახვა მიზეზთა გამო ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

უდინეზეს არგენტინელი 10-იანის შესაძლებლობები ფრიულიზე რომ ამოიწურა ფაქტია და დიდი ალბათობით, სამხრეთ ამერიკელი ზაფხულში კარიერას სხვა კლუბში ან შესაძლოა სულაც სხვა ლიგაში გააგრძელებს.

მოთამაშით ტოპ კლუბებიდან ახლა უკვე მარტო იუვენტუსი არ ინტერესდება. პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა – ლივერპულმა უკვე გააკეთა პირველი ოფიციალური წინადადება, რომელიც 30 მილიონ ევროს ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე უცნობია რამდენად დათანხმდება ბოცოს ოჯახი აღნიშნულ წინადადებას, თუმცა პანდემიამ ციფრები რომ მკვეთრად შეამცირა ნათელია. იგივე დე პაულში უდინეზე შარშანდელ სეზონში 45 მილიონს ითხოვდა..

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 month ago

ჯერ გადაწყდეს პირლოს დატოვებენ თუ არა და მერე. რაბიო ძაან მაგარი იყო სარის დროს.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<