ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

ნახევარდაცვის ხაზი სერიოზულ გადახალისებას საჭიროებს.

ასეთია დღევანდელი იტალიური გამომცემლების სტატიების სათაურები..

თითოეული მათგანი იწყება სიახლით, რომ მირალემ პიანიჩი და ფედერიკო ბერნარდესკი გუნდს მალე დატოვებენ..

ასევე თუ ბიანკონერი შესაფერის წინადადებას მიიღებს დუგლას კოშტას, აარონ რემზის და ადრიენ რაბიოს თაობაზე, არც მათ დააკავებს ვინმე.

რას უნდა ველოდოთ სანაცვლოდ? პოლ პოგბა ყველასათვის ნომერ პირველი სამიზნეა, მაგრამ კონკურენციაც საკმაოდ დიდია და რამდენად შეძლებს იუვე უპირატესობის მოპოვებას რთული სათქმელია.

ალტერნატიულ ვარიანტებად ჩვეულ გვარებთან ერთად, ახლა უკვე აიაქსის შუახაზელი დონი ვან დენ ბეკი სახელდება..

ბიანკონერის მატეის დე ლიხტის გაფორმების შემდეგ, ამსტერდამელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და შესაძლოა მხარეებმა ეს კონტაქტი მორიგი ტრანსფერით უფრო მჭიდრო გახადონ.

აქვე, ინფორმაცია სანდრო ტონალისთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო ხანებში ფედერიკო კიეზასთან ერთად იტალიური ბაზრის მთავარ მოქმედ გმირად იქცა..

იუვე სიტუაციას დეტალურად აკვირდება და ინარჩუნებს კონტაქტს, როგორც ფეხბურთელთან ასევე მასიმო ჩელინოსთან.

აი ინტერი კი როგორც ჩანს საქმეზე უფრო მალე გადავა, რადგან მილანელები ლაუტარო მარტინესის გასხვისებას აპირებენ, რომელიც ბარსელონას სურს, ხოლო აღებული თანხით სწორედ ახალგაზრდა ნახევარმცველის და დრის მერტენსის გაფორმება წყურიათ..

ფედერიკო კიეზას სულ მალე იები ახალ კონტრაქტს შეთავაზებენ. სამ წლიანი ხელშეკრულება და სეზონში 3.5 – 4 მილიონი.. უარის შეთამთხვევაში როკო კომისო 70 მილიონამდე აღებას გეგმავს, რომელიც აუქციონის პრინციპით თუ იქნება მიღწეული..

იტალიელით ახლა იუვენტუსი, ინტერი, ჩელსი, ბაიერნი და პსჟ ინტერესდებიან.. თუმცა, ენრიკო კიეზას რომელიც შვილის წარმომადგენელია, კარიერის სერია ა-ში გაგრძელებაზეა ორიენტირებული.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<