ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საქართველო 1:0 ხორვატია (ფეხბურთელების კომენტარები)

ემოციების ზღვა, სიხარულისგან გაგიჟებული სახეები, მილოცვები – პაოლო ტალიავენტოს საფინალო სასტვენის ხმა და “ეროვნული” სტადიონი ვულკანს დაემსგავსა. საქართველომ ხორვატიას მოუგო და ახლა უკვე თამამად შეიძლება თქმა, ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს!
ასობით გულშემატკივარი გასახდელიდან გარეთ გამოსასვლელ დერეფანში ელოდებოდა “ჯვაროსნებს”, რომლებსაც ეტყობოდათ, მომხდარი ჯერ კიდევ ვერ ჰქონდათ გააზრებული.

ლევან კობიაშვილი: “პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგება მართლაც რომ საამაყოა და ასეთი ბედნიერი დღე, ალბათ, იშვიათად მქონია. რა ვთქვა, უკვე არ ვიცი… გოლის მომენტი არასოდეს დამავიწყდება. და არც ეს დღე დამავიწყდება.    ბედნიერი ადამიანი ვარ”.
დავით სირაძე: “ძალიან გახარებულები ვართ. დიდი როლი ითამაშა ჩვენმა მონდომებამ და ჯგუფის  ფავორიტს მოვუგეთ. ულაპარაკოდ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს კარიერაში”.
ოთარ მარცვალაძე: “ძლიერ მეტოქეს არ შევუშინდით, სწორად ვითამაშეთ და ვფიქრობ, არანორმალური მონდომების წყალობით მოვიგეთ. რაც შეეხება საგოლე პასს, ამ მომენტს ვერასოდეს დავივიწყებ. კარგად მივიღე ბურთი და დანარჩენი უკვე თავადაც ნახეთ”.
აკაკი ხუბუტია: “ჯერ ვერ გამოვსულვარ “შოკიდან”. ხორვატიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ბოლომდე კონცენტრაციით ვითამაშეთ და მთელი საქართველო გავახარეთ. ბედნიერები ვართ”.
ზურაბ ხიზანიშვილი: “ვულოცავ ყველა გულშემატკივარს და მთლიანად საქართველოს. როგორც ვითამაშეთ, ისე უნდა გვეთამაშა. ძნელია, როცა ლუკა მოდრიჩს, ნიკო კრანჩარსა და მათსავით ფეხბურთელების წინააღმდეგ ხარ, თამაში გახსნა. ნამდვილი ბრძოლა იყო, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გავიღეთ და შედეგიც მივიღეთ. ბედნიერები ვართ. რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. წინ კი ისრაელთან მატჩია და ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ”.

მოამზადა მსოფლიო სპორტის ჟურნალისტმა, ილია ნანობაშვილმა

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
tsotne tsertsvadze
11 years ago

აუ გოგუასა და თემურს შორის რაღაც მოხდა და გოგუა არ ქაიყვანა ისრაელში. ეს ნაღდად არ გვინდოდა ახლა.

zaza kitsmareishvili
11 years ago

მაგარი იყო ძაან……………….მაგარია ბიჭებოოოოოოო

11 years ago

გილოოვაავთ ყველას.ასეთი გახარებული მაყურებელი კარგა ხანია არ მინახავს იმედია გავალთ ევროპაზე :oops:

zuka kbiladze
11 years ago

gilocavT biWebo SemogevleeeT

gio gio
11 years ago

ეხლა მთავარია ისრაელთან მობილიზებულები გავიდნენ და აუცილებლად მოვიგებთ…….ურიებს სხვა გზა არა აქვთ უნდა შეგვიტიონ და ქეცბას ფორმაციის ნაკრები მეორე ნომრად რომ ძალიან ძლიერია ამაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა. ამიტომაც მგონია რომ არაა ისრაელის ნაკრები იმ კლასის გუნდი რომ საქართველოს მთელი 90 წუთი გაუძლოს და უშეცდომოთ გვეთამაშოს

vako-10
11 years ago

საღოლ ბიჭებო ეს იყო საოცარი დღე და იმედია ეს დღე იქნება ქართული სპორტის აღმასვლის დასაწყისი

ninia-juve
11 years ago

გილოცავთ ყველას… მართლა სიზმარში მგონია ჩემი თავი, აი თურმე როგორი განცდაა შენი ქვეყნის ნაკრები რომ იგებს… საოცრება იყო და ეს ემოცია ალბათ კიდევ დიდხანს გამყვება.. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ და კიდე ბევრჯერ გავეხარებინოთ ასეთი გამარჯვებებით ჩვენ ფეხბურთელებს…

mamuka iosava
11 years ago

საბერზნეთსაც რომ გაეტეხა ხომ იდალურად ვიქნებოდით ახლა

11 years ago

გოლ გოლ გოლლლლლლლლლ მაგარი იყო ბებიაჩემმა დაანგრია ყველაფერი

irakli sharvadze
11 years ago

ქეცბაია პირველია

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x