ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სებასტიან ჯიოვინკო:”ნაკრებში ერთ შემთხვევაში დამაბრუნებენ”

სებასტიან ჯიოვინკო

სებასტიან ჯიოვინკო – ფეხბურთელი, რომელიც კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით ნამდვილად ოპტიმისტურ შთაბეჭდილებას გვიტოვებდა..

ყველას კარგად გვახსოვს ჩელსისთან დაპირისპირება, სადაც მეორე ტაიმში ტანმორჩილმა ახალგაზრდა ბიჭმა ლონდონელებს პრობლემების ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს..

მისი გამოჩენა ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს მოასწავებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა სიტუაცია მისთვის არ უმჯობესდებოდა..

იყო ეს დამოკიდებული გუნდში არსებულ პრობლემებზე თუ თავად ფეხბურთელის პირად მოთხოვნებზე არავინ იცის, მაგრამ ფაქტია პარმას შემდეგ მან საერთოდ გადაწყვიტა დიდი ფეხბურთიდან MLS -ში გადასვლა..

არ მსურს ამერიკულ ლიგას ტალახი ვესროლო, მაგრამ თავადვე ხვდებით, რომ მისი პოტენციალის მოთამაშე 27 წლის ასაკში ასეთი ჩემპიონატისთვის ცოდოა..

“სიმართლე ითქვას სიტუაციას ასე არ ვუყურებდი, რადგან 27-33 წლები ფეხბურთელისთვის ფორმის პიკია.. იქ არაჩვეულებრივი პერიოდი გავატარე და სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით ყველანაირი სურვილი ამისრულდა!

ამერიკულ ჩემპიონატს საკუთარი ხელწერა აქვს და იგი არავის გავს.. ჩემი სტილის მოთამაშისთვის, ამდენი თავისუფალი სივრცე არის ბედნიერება.. მინდორზე რასაც გინდა იმას აკეთებ!

იუვენტუსში ყოფნისას ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კარლიტოს ტევესმა მოახდინა.. არგენტინელის ხასიათი და თამაში ჩემსას ძალიან გავს.. 

დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა კინგსლი კომანასაც.. 6 თვის მანძილზე ვარჯიშობდით ერთად და სასწაულებს ჩადიოდა.. სამწუხაროა, რომ ჯანმრთელობამ ხელი არ შეუწყო.

იუვენტუსში კარიერა განსხვავებული მიზეზების გამო არ წარიმართა ისე როგორც ველოდი..

იუვე არის გუნდი, რომელიც გამარჯვებითაა მოწამლული.. მათთვის არ არსებობს სიტყვა ხვალ.. მხოლოდ ახლა.. მხოლოდ ვარჯიში და ბრძოლა.. რათა გაიმარჯვო..

შესაძლოა მაშინ უბრალოდ ფეხბურთის თამაში და წნეხის გარეშე ყოფნა მსურდა.. მინდოდა დამენახა თუ სად მივიდოდი.. რა დონეზე შემეძლო თამაში..

ახლა კი ვხვდები, რომ იუვენტუსის სულისკვეთება ჩემთვის ახლო არის..

იტალიის ნაკრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ დავბრუნებას, თუ სერია ა-ს რომელიმე კლუბში გავაგრძელებ ასპარეზობას..

რობერტო მანჩინიმ კარგად იმუშავა და მის განკარგულებაში ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
beso_nakasha
Beso_nakasha
2 months ago

იმედია დაბრუნდები ნაკრებში

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<