სერია ა-ს სტარტი ახლოვდება…
დღეს დილით, ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე ტურინელი ფეხბურთელები კვლავ შეიკრიბნენ. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირა “იუვენტუსის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დაიწყო ახალი გუნდის შენება ახალი მწვრთნელის მეთაურობით და სულ რამდენიმე დღეში, ეს გუნდი პირველ გამოცდას ჩააბარებს. მანამდე კი, ხუთშაბათს დაგეგმილია “იუვეს” ახალი სტადიონის გახსინითი ცერემონია, რომელზეც მოწვეულია ინგლისური კლუბი “ნოთს ქაუნთი” და სწორედ მათთან გამართავენ “ბიანკონერები” ამხანაგურ მატჩს. ყველაფერ ამისთვის მოსამზადებლად დღეს ვინოვოზე ის შემადგენლობა შეიკრიბა, რომლებიც არ არიან გამოძახებულნი სანაკრებო ვალის აღსასრულებლად. გუნდს ასევე დაუბრუნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებაც უკვე დაიცვის მათი ქვეყნის ღირსება: ბოსნიიდან მირკო ვუჩინიჩი დაბრუნდა, ხოლო ჩილეს ეროვნულ ნაკრებში შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ გუნდს არტურო ვიდალი შეურთდა. დღეს დილით გამართული ვარჯიში ხანმოკლე იყო და ძირითადად ფიზიკური დატვირთვებით შემოიფარგლებოდა. ფეხბურთელები ჯერ მსუბუქად გახურდნენ და შემდეგ სხვადასხვა დისტანციებზე ირბინეს. ვარჯიშები მიმდინარეობდა “იუვეს” ფიზ-მომზადების მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. ადგილობრივი დროით 4:30 წუთზე “ბიანკონერები” ვარჯიშის მეორე სესიას გამართავენ, რომლის განმავლობაშიც, ბურთთან იმუშავებენ.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
ვიცი ეგ ისტორია და სიმბოლურია, მაგრამ მთლად ეგრე ძირფესვიანადაც არ დავნგრეულვართ და არ ვშენდებით ნულიდან, რომ 1903 წელში დავბრუნდეთ… :)
ისე კარგია ეგ გუნდი თუ ისევ არსებობს…
სწორედ ნოთს ქაუნთი უნდა იყოს აბა ვიინ სხვა??!! მე მაგ კლუბის ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან მიხარია 1903 წელს რო შეეშალათ და შავ-თეთრი ფორმა გამოგვიგზავნეს.. ეს სავ-თეთრი კომბინაცია რარაც არანორმალურად მიყვარს, შესისხლხორცებული მაქვს ეს ფერები. ყოველშემთხვევაში ვარდისფერს მირჩევნია.. დღევანდელი გადმოსახედიდან მაინც : )))
არადა მეორე ფორმა გასვლითი ვარდისფერი გვაქვს ეხლა :)
del suxiero-zugdidi
არ უყიდია ჭორია, თორე ჩვენებს ვინმე მოასწრებდა მაგ ინფორმაციის დადებას???
ყველა თამაშისთვის მოგებისთვის უნდა იბრძოლონ და კუჭი ნუ ეწვით მაშინ როდესაც გოლი გასდით ეს მინდოდა მეთქვა გუნდი 90 წუთის განმავლობაში მოგებისთვის უნდა იბრძოდეს, ბრძოლის უნარიანობა აკლდა იუვეს ეს 2 წელი იმედია ამ სეზონზე ეს ასე არ იქნება ! წარმატებები !
იუვენტუსისთვის ეს გუნდი ძალზედ მნიშვნელოვანია ! რა ფორმაც გვაცვია , ანუ რა ფერებშიდაც ვართ , ამ გუნდის უშუალო დამსახურებაა
“ნოთს ქაუნთი”-ის მეტი გუნდი არ არსებობდა, რომ დაგვეპატიჟებინა ახალ სტადიონზე?
რამდენი სტადიონებიც გავხსენიტ ყველა გახსნაზე ესენი დავპატიჟეთ . და მაNჩესტერები ეშმაკები და უბედურებები არ გვინდა რაა სიმბოლურია
ერტი ხო არიციტ მარტლა იყიდა ტუ არაა ჯუვემ ჰეიტინგა ფცი.გე ზე იყოოოოოოოოოო
ველოდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!

ფორცა იუვე!!
რიტ ვერ დაამუღამეს ეს ბურთთან მუშაობა?