ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სერია ა შესაძლოა 3 მაისამდე არ განახლდეს

კორონავირუსი

L’Equipe -ს მიერ გუშინ გავრცელებულ ცნობებს ჩვენს გვერდზე უკვე წაიკითხავდით

უეფა დიდი ალბათობით შეეგუება იმ მძიმე ვითარებას, რაც ახლა მსოფლიოში სუფევს კორონავირუსის გამო და დათანხმდება ევრო 2020-ს გადადებას. 

მოსალოდნელია, რომ ევროპული სანაკრებო ფორუმი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. 

რაც შეეხება სერია ა-ს.. დღეს გაჩნდა ცნობები, რომ ჩემპიონატი 3 მაისამდე არ განახლდება, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმებია გარკვეული გვერდების მიერ გაჟღერებული.

კორიერე დელა სერას ინფორმაციით, გუნდები გამოიყენებენ ზაფხულის კალენდარს და ეცდებიან გათამაშება 30 ივნისამდე დაასრულონ, მანამ სანამ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან კონტრაქტები დაუსრულდებათ. 

როგორც ჩანს სერია ა-ს და სერია ბ-ს გუნდები არ აპირებენ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული მოდელით ჩემპიონატის დასრულებას.

იგულისხმება პლეი-ოფის პრინციპი, რომელსაც ჩემპიონის და სერია ა-დან გავარდნილი გუნდების ვინაობა უნდა გამოევლინა.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<