ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიახლეები ტურინელთა გარშემო

იუვენტუსი

გასულ 24 საათში იუვენტუსსთან დაკავშირებით სხვადასხვა საინტერესო ამბავი მოხდა და მას ერთ ბლოგში შემოგთავაზებთ..

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბიანკონერიმ კიდევ ერთი ფლანგელი მცველი დაკარგა. დანილო გუნდს სამედიცინო ტესტების შემდეგ, დაახლოებით 10 დღით დააკლდება. 

ნაპოლისთან მოახლოებულ მატჩში მაურისიო სარი მარცხენა მცველის პოზიციაზე ბლეზ მატუიდის განიხილავს, რომელსაც უკვე აქვს ამ როლში თამაშის გამოცდილება. 

კრისტიან ერიქსენი კარიერას ინტერში გააგრძელებს. იუვენტუსი დიდი ხნის მანძილზე იჩენდა დანიელის მიმართ ინტერეს, მაგრამ ფაბიო პარატიჩიმ არ ისურვა მისთვის სეზონში 10-12 მილიონი ევროს გადახდა. 

სხვადასხვა კულუარული ცნობებით მხარეებმა ყველაფერი შეათანხმეს და კრისტიანი ინტერში 18 მილიონის სანაცვლოდ გააგრძელებს. 

იუვენტუსი ალტერნატიულ ვარიანტზე დიდი ხანია გადაერთო და გაძეტას ინფორმაციით მასიმო ჩელინოსთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

სანდრო ტონალი არის ის შუახაზელი, რომლის მიმართაც ახლა ყველაზე დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. იგივე ინტერი, რომა და მანჩესტერული გრანდები, ცდას არ აკლებენ ნიჭიერი ფეხბურთლის გასაფორმებლად.

საერთო მოსაზრებით იუვე პოლ-პოზიციაზე იმყოფება.. თავად ტონალი მილანის გულშემატკივარია, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია კარიერული თვალსაზრისით უპირატესობას სწორედ ტურინში გადასვლას ანიჭებს. 

მისი ფასი ეტაპობრივად ირზდება და ახლა დაახლოებით 45 მილიონს გაუტოლდა. ამიტომაც აპირებს ბიანკონერი აჩარებს და ტრანსფერის რაც შეიძლება მალე დახურვას. 

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით სულ მალე მარკო პიაცა კალიარის შეუერთდება. ფეხბურთელმა უდინეზესთან სათასო შეხვედრაში, მინდორზე 10-15 წუთი გაატარა და როგორც ჩანს, ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით პროგრესირების გზას დაადგა.

ახლა მას სათამაშო დრო ესაჭიროება, რისი უზრუნველყოფაც ტურინში შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მხარეებმა კონსულტაციის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარიერა არენდით მოკრძალებულ კლუბში გააგრძელოს. 

ემრე ჯანის სიტუაცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ლოგიკური დასასრულისკენ. ბოლო ცნობებით მხარეებს, ერთმანეთთან 12 მილიონი ყოფს, რომელიც შესაძლოა წარმატებით გადაიჭრას, თუ ორივენი გარკვეულ კომპრომისზე წასვლას ისურვებენ.

უშუალოდ ფეხბურთელს გერმანულ გუნდთთან (ბორუსია) კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს. საერთო პროგნოზით, ტრანსფერი 3-4 დღეში დაიხურება..

მინო რაიოლას გუშინდელ ინტერვიუს უკვე წაიკითხავდით, რომელიც ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდა. მისი გავრცელებიდან მალევე, რაიოლას მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლებმა დაურეკეს და შეხვედრა დანიშნეს.

პოლ პოგბასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია და შესაძლოა ამ შეხვედრაზე, მხარეები რაღაც გადაწყვეტილებამდე მაინც მივიდნენ.. 

იუვენტუსი და რეალი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<