ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიახლეები ტურინიდან

ფედერიკო კიეზა

იტალიური მედია კონტინასას საწვრთნელი ცენტრიდან გარკვეულ სიახლეებს აქვეყნებს.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გუნდს ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა და სპეციასთან მოახლოებულ შეხვედრაში, იგი მინიმუმ განაცხადში იქნება შესული.

კრიშტიანო რონალდუ დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტარებს ტესტს და თუ პასუხი უარყოფითი იყო, მაშინ სპეციასთან ისიც კიელინის მსგავსად განაცხადში შევა.

ალვარო მორატას პროდუქტიული თამაშის ფონზე, იუვენტუსმა შესაძლოა ესპანელი ვადაზე ადრეც კი გამოისყიდოს.

ფაქტიურად აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი არენდა მომავალ სეზონზეც გახანგრძლივდება, რომელიც კლუბს 10 მილიონი დაუჯდება, თუმცა კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც დაუყონებლივი შესყიდვის შემთხვევაში ტურინს კონკრეტულ თანხას დაუზოგავს.

დღეს, ასევე გაიმართება ფედერიკო კიეზას პრესკონფერენცია. ახალგაზრდა შემტევი ჟურნალისტების წინაშე იმ წამიდან არ წარმსდგარა რაც ბიანკონერის რიგებში გადაბარდა. ბუნებრივია ჩვენ რაც შეიძლება მოკლე დროში შემოგთავაზებთ მის ტექსტუალურ ვერსიას.

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<