ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიმონე ინძაგის მეუღლე:”სახლში სკუდეტოზე ვერ ვსაუბრობთ”

იუვენტუსი - ლაციო

ლაციო წლევანდელ სეზონში ნამდვილად საუცხოოდ გამოიყურებოდა. სიმონე ინძაგის გაწვრთნილმა გუნდმა ფანტასტიური სერია გავლო და დამსახურებულად იმყოფება ზედა სამეულში..

რომაელები სკუდეტოსთვის იბრძოდნენ, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ ჩემპიონატი შეაჩერა და ჯერ დაზუსტებით არც არავინ იცის, თუ რა ფორმატით ან როგორ განახლდება..

სიმონეს მეუღლე ერთ-ერთ ტელეარხს ესაუბრა და მათ ემოციები გაუზიარა:

“საშინელ სიტუაციაში ვიმყოფებით.. შინ სკუდეტოზე ხმას ვერავინ ვიღებთ.. საერთოდაც, ჩემპიონატის განახლება ცალკე ისტორიაა..

არც კი ვიცი რა მოხდება, როდესაც ჩემი ქმარი ამდენი ადამიანის გარემოცვაში იქნება რას ვეტყვი.. დარჩეს ბაზაზე თუ თავად გავიქცე სახლიდან..

ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ვირუსმა არჩევა არ იცის.. ერთადერთი რაც შეგვიძლია არის დისტანცირება..

დარწმუნებული ვარ ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში, ის ისე დამთავრდება რომ ქომაგებისთვის კარი ბოლო ტურშიც არ გაიღება.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of