ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სისულელეები რომელიც 48 საათში გავრცელდა

ფაბიო პარატიჩი

ბოლო 2-3 დღეა იუვენტუსთან დაკავშირებით ისეთი აბსურდული ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომ დროა ამ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.

ზუსტად 48 საათის წინ არაერთ საიტზე დაიდო ინფორმაცია, თითქოს იუვენტუსი მატია დე შილიოს, მირალემ პიანიჩს და დამატებით რამდენიმე ათეულ მილიონს გაიღებს ნელსონ სემედოს სანაცვლოდ..

ეს იმაზე დიდი სისულელეა, ვიდრე ინფორმაცია თითქოს ბიანკონერი ნეიმარის სანაცვლოდ 250 მილიონს ამზადებდა.. 

დიახ, ჭორი და მეტი არაფერი, რადგან ტურინელები საერთოდ არ განიხილავენ არტურ მელოს გარდა არცერთი კატალონიელის დამატებას. 

ერთადერთი რაზეც ბარსასთან იტალიელები იმსჯელებენ არის, პირდაპირი ბარტერი რომელშიც მონაწილეობას ბოსნიელი და ბრაზილიელი შუახაზელები მიიღებენ.

ზოგადად ნებისმიერი სახის ინფორმაცია, პირველ რიგში ითვალისწინებს წყაროს გადამოწმებას – ყველანი ვთანხმდებით, რომ ბრიტანული მედია ერთ-ერთი ყველაზე ჭორ-ბიუროა რომელიც გაუგებარ ცნობებს აქვეყნებს..

უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რას ამზადებდა იუვე ამ ნაბიჯით..

პიანიჩზე ახლა ძალიან დიდი მოთხოვნაა.. ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონიც ცოტაა თუ გავითვალისწინებთ ფასებს, რაც ახლა ბაზარზეა, თუმცა ეს ყველაზე მინიმუმია ასე ვთქვათ. 

მატია დე შილიო ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ მისი ღირებულება 15 მილიონს ნამდვილად უტოლდება..

და ამ დროს, როცა გუნდი მაქსიმალურად ცდილობს მოედნის შუაგულში კვალიფიციური შუახაზელის გაფორმებას, ჩვენ ვდგებით და ვასხვისებთ..

ფაქტიურად ვჩუქნით ბარსას, რომლისგანაც მოგვყავს სათადარიგო მარჯვენა მცველი.. არ დაგვავიწყდეს რომ დამატებით თანხასაც ვაძლევდით..

თავადაც ხვდებით ამ სისულელეს.. ასე რომ თუ არტურზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ ჩელსისთან მოლაპარაკებები სავსებით რეალური ხდება ჟორჟინიოს თაობაზე. 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<