ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია მანუელ ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშირებით

მოლაპარაკებების პირველმა დღემ პოზიტიურად ჩაიარა. სასუოლო დათანხმდა იუვენტუსს მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე, უბრალოდ მხარეებს შორის კონკრეტული ფორმულაა შესათანხმებელი.

კონსულტაციები გაგრძელდება, თუმცა ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიხურება.

და რას აპირებს იუვე? რომელი მოთამაშის ჩართვით გეგმავს თანხის შემცირებას?

ასეთი არის ორი – რადუ დრაგუსინი და ნიკოლო ფაჯიოლო..

დრაგუსინთან დაკავშირებით მისმა აგენტმა შემდეგი განცხადება გაავრცელა:

რადუ ბედნიერია იუვეში და აქ სურს დარჩენა. მას არც კი უფიქრია სადმე წასვლაზე, რადგან ბიანკონერი ფეხბურთელისთვის ყველაფერია.

მისნაირი მოთამაშე მე ნამდვილად არ შემხვედრია.. ბოლო წლებში ისეთი პროგრესი განიცადა მუხლჩაუხრელი შრომით, რომ ეს ყველასათვის მისაბაძი უნდა იყოს!

იუვეს ვესაუბრეთ და მათი ცნობით სიახლე არაფერია.. სასუოლოსთან დაკავშირებით წავიკითხე და საინტერესოა მათი პროგრამა როგორი იქნება. რადუსთვის სათამაშო პრაქტიკის გარეშე ყოფნა ბედნიერების მომტანი ნამდვილად არ იქნება..”

დრაგუსინს იუვე საკუთარ პროდუქტად მიიჩნევს და კულუარული ცნობებით, იტალიელებს კონტრაქტში შემდგომი შეძენის უპირატესობის შენარჩუნება სურთ.

თუმცა, მარტო რუმინელზე არ არის საუბარი. ნიკოლო ფაჯიოლო კიდევ ერთი მოთამაშეა, რომლის მიმართაც ბევრი საუბარია.. მაქს ალეგრის ფავორიტი მოთამაშე პრიმავერადან, თავდაპირველად ხელშეუხებლად მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია.

სასუოლო აკვირდება ფეხბურთელს და შესაძლოა მოლაპარაკებებში მისი ჩართვაც მოითხოვოს.. იუვე თანხის შემცირების თვალსაზრისით ასეთი ნაბიჯის გადასადგამად მზად არის, მაგრამ ფაჯიოლოსთან სრულად დამშვიდობება არ უნდათ.

ერთი სიტყვით ლოკატელის საგა დიდი ალბათობით იუვეს სასარგებლოდ გადაწყდება, მაგრამ ტრანსფერში სასუოლოც ცდილობს მაქსიმალური ხეირის პოვნას, რომელიც მილიონებთან ერთად პრესპექტიულ მოთამაშეებზე უფლებების მოპოვებას გულისხმობს.

4 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 months ago

ფაჯიოლოს ხელი არ დაედოს..

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x