ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია მარიო მანჯუკიჩის გარშემო

მარიო მანჯუკიჩი

მარიო მანჯუკიჩის მომავალი კვლავინდებურად გაურკვეველი რჩება.

ტურინელებს ხორვატის გასხვისება კი სურთ, მაგრამ ჯერჯერობით სათანადო დონის წინადადება ვერ მიიღეს.

აქტიურ ვარიანტად რჩებოდა მანჩესტერ იუნაიტედი, თუმცა ინგლისელებს პრიორიტეტები ეცვლებათ და შესაძლოა იანვარში სხვა მოთამაშეებით გაძლიერდნენ.

ბუნებრივია ბიანკონერისთვის აღნიშნული ინფორმაცია პოზიტიური ნამდვილად არ არის.. 

იმ შემთხვევაში თუ ვითარება უახლოეს ხანებში არ შეიცვლება, შესაძლოა ფაბიო პარატიჩი მართლაც დათანხმდეს თანხის დაკლებას 15 მილიონიდან 7-8 ზე და ასეთ შემთხვევაში სუპერ მარიოს გაცილებით მეტი მსურველი გამოუჩნდება.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of