ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია სამი ხედირას გარშემო

სამი ხედირა

იტალიური მედიის მტკიცებით, სულ მალე სამი ხედირა იუვენტუსს დატოვებს.

საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელის აგენტსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტას.

ფეხბურთელი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო წასვლის კანდიდატი, მაგრამ მაურისიო სარიმ არჩევანი მასსზე შეაჩერა, რის შედეგადაც კლუბის დატოვება მეორე გერმანელს ემრე ჯანს მოუწია.

ხედირა თავდაპირველად რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ტრავმებმა არ მისცა საშუალება, რომ სეზონის მეორე ნახევარს სათანადო კონდიციებში შეხვედროდა..

დღეისათვის იგი კვლავინდებურად ლაზარეთშია და დიდი ალბათობით მოედანზე ვეღარც ვიხილავთ..

აქედან გამომდინარე, მხარეები დიდი ალბათობით კონტრაქტს მალევე გაწყვეტენ, რის შემდეგაც ხედირას კარიერის გაგრძელება თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ კლუბში შეეძლება.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<