ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია უსმან დემბელესთან დაკავშირებით

უსმან დემბელე

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა კლუბები რთული სეზონის მოლოდინში არიან, გარკვეული სიახლეები  მაინც ქვეყნდება.

ამჯერად ჩვენი ყურადღება ესპანურმა გამომცემლობებმა მიიპყრო და კერძოდ კატალონიურმა.

საქმე იმაშია, რომ უსმან დემბელეს მომავალი ბარსელონას რიგებში დიდი კითხვებით არის სავსე.

სანამ ბაიერნი იუვენტუსთან დუგლას კოშტას არენდას აგვარებდა, ვრცელდებოდა ხმები რომ ბარსა მის კანდიდატურას ბარტერზე განხილავდა და საპირისპირო მიმართულებით სწორედ ფრანგი შემტევი უნდა გამგზავრებულიყო.

თავის დროზე კატალონიელებმა დემბელეში დიდი ინვესტიცია განახორციელეს, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს..

ტრავმებმა და სხვადასხვა პრობლემებმა უსმანს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და აქედან გამომდინარე მისი ბარსადან წასვლა დღის წესრიგში დააყენა.

კულუარული ცნობებით, ბიანკონერი დაინტერესებულია მოთამაშით და თავად დემბელესთვისაც თურმე ეს ვარიანტი პრიორიტეტული ყოფილა..

შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მხარეები გარკვეულ კონსენსუს მიაღწევენ.. მითუმეტეს ბარსას და ტურინს შორის ბოლო ხანს მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა..

4.5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<