ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია ფორვარდებთან მიმართებაში

ფაბიო პარატიჩი

სიტუაცია ფორვარდებთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.

იუვენტუსი დიდი სახელებით ინტერესდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე იაფიან ვარიანტს უკავშირებენ..

კერძოდ საუბარი მიდიოდა ქარიმ ბენზემაზე და ლუის სუარესზე.. ურუგვაელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება ნებისმიერ კლუბს, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს..

სამხრეთ ამერიკელს წელიწადში 12 მილიონის მიღება სურს, რის დაკმაყოფილებასაც ტურინი ამ სიტუაციაში ვერ მოახერხებს.. კლუბის მმართველებმა დირექტორებს მკაფიო მიზანი დაუსახეს – ხელფასების შემცირება.

აქედან გამომდინარე ანდრეა პირლოსთვის ბიანკონერის ალტერნატიული 9 -იანის მოძებნა უწევს.. არკადიუშ მილიკი ძვირი ღირს და რჩება ბოსნიელი ედინ ჯეკო..

მისი ტრანსფერი ძალზედ რეალურ სახეს ღებულობს.. საუბარი მიდის 10 მილიონზე, თუმცა იუვეს ამ ფასის გადახდაც არ უნდა და ფეხბურთელის დახმარებით ეცდება გარიგების გაჩარხვას..

კერძოდ ჯეკომ რომ აიძულოს რომას კონტრაქტის გაწყვეტა, მაგრამ მანამდე მგლები თავად ეძებენ ფორვარდს.. სხვათაშორის მილიკი სწორედ მათ დაუკავშირეს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია..

ერთი სიტყვით დღევანდელი მოცემულობით იუვეს ჯეკო თუ გააძლიერებს წინა ხაზში, რადგან სხვა ვარიანტი ამ ეტაპზე არ სახელდება..

2.3 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Kesn
Kesn
1 month ago

ბალოტელის დაუძახეთ

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<