ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკონცერტი:”წესით პირლოს დატოვებენ, თუმცა..”

ანდრეა პირლო

იუვენტუსს ყველა და ყველაფერი აკრიტიკებს, მათ ფონზე მაურო სკონცერტი ანდრეა პირლოზე საუბრობს:

“მოდით შევთანხმდეთ, რომ დღევანდელმა სიტუაციამ კლუბების მიზნებზე სერიოზული იერიში მიიტანა. 

პანდემიამ არ მისცა მთელ რიგ ტოპ კლუბებს სათანადო სატრანსფერო პოლიტიკის გატარება. შეხედეთ რა დღეში ჩავარდნენ რეალი, ბარსელონა, ლივერპული.. მათ ვერ შეძლეს გეგმების რეალიზება, რადგან შესაფერისი მახასიათებლების მქონე მოთამაშეები ვერ დაიმატეს. 

იუვენტუსს კარგად მოეხსენება, რომ ვერ შეძლო ანდრეა პირლოსთვის საჭირო მოთამაშეების დამატება. ამიტომაც მის ადგილას მშვიდად ვიქნებოდი.. 

თუმცა, ბოლომდე დამშვიდებაც არ ივარგებს. რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, ბიანკონერი მხოლოდ წარმატებაზე ორიენტირებულია და აქედან გამომდინარე სეზონის გამარჯვების გარეშე დასრულება, მინიმუმ დიდ რეზონანს და ზღვარ კრიტიკას გამოიწვევს.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავს ტალღას ბევრი ადამიანი შეუწირია და პირლო გამონაკლისი არ არის. 

მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი სეზონის მანძილზე უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა.. ბერნარდესკი მარცხენა მცველად, დანილოს სხვადასხვა როლში გამოყენება.. იგივე პორტოსთან მატეის დე ლიხტის ფორვარდათ გამწესება და მრავალი სხვა ტაქტიკური იდეა, რომელიც უდაოდ საინტერესოა!

წინ მძიმე მატჩებია.. ატმოსფეროც საკმაოდ დაძაბულია. ანდრეასთვის ეს დამატებითი გამოცდილებაა და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს. თუ მაესტრო დარჩა, მომდევნო სეზონი მისთვის და გუნდისთვის სრულებით განსხვავებული იქნება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x