ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სოციალური პროექტი ” საუბარი კონტესთან ” …

ანტონიო კონტე კვლავ წარსდგა საზოგადოების წინაშე , მას შემდეგ რაც რამდენიმე ხნის წინ უარი განაცხადა ყოველგვარი კომენტარის გაკეთებაზე პრესის წარმომადგენლებთან . სოციალური ქსელის დახმარებით , იგი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ” იუვენტუსის ” გულშემატკივრების კითხვებს პასუხობდა …

იქნებიან თუ არა ინტერი , ლაციო , ფიორენტინა ან ნაპოლი თქვენი კონკურენტრები ?

” აქ ორი გუნდი აკლია რეალურად ” მილანი ” და ” რომა ” . რაც შეეხება ფიორენტინას ვთვლი , რომ ისინი ამ სიაში აუტსაიდერები არიან . ადრე მკითხეს ჩემპიონატის აღმოჩენა კლუბზე და ფლორენციელები ვახსენე . შესაძლოა იღბალია , თუმცა რაღაცეები მესმის ნამდვილად . მიუხედავად ყველაფრისა მოგვიწევს მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირების მოხდენა .

თქვენი აზრით შესძლებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობას ? არჩევანზე რომ იყოს , რომელ კლუბს დაუპირისპირდებოდით ?

” ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე არ მისაუბრია ამ თემაზე და სიმართლე გითხრათ , ნამდვილად არ მიყვარს ამის გამეორება . გულშემატკივრობა არ ნიშნავს იმას , რომ მან დაკარგოს რეალობის განცდა . უნდა გავაცნობიეროთ თუ რა იყო ჩვენამდე და რა ხდება ეხლა , როგორ მიდის გუნდის შენების პროცესი . უკანასკნელი 13 თვის მანძილზე უნდა ავღნიშნოთ , რომ შრომისყვაორების საოცარი გრძნობით , ცრემლებით , ინვესტირებით მოვახერხეთ გრძელი გზის შემოკლება და საბოლოო ჯამში სკუდეტო მოვიპოვეთ . ეხლა კი დავბრუნდით ჩემპიონთა ლიგაში , ეს ახალი გზაა და როდესაც მესმის მანჩინის განცხადება , რომ საკუთარი ფინანსური რესურსით იგი მხოლოდ და მხოლოდ 9 წელიწადში მიაღწევს გამარჯვებას ამ ტურნირში და როდესაც ანჩელოტი 10 წელზე საუბრობს ასევე მსხვილი ინვესტიციით , მაშინ ჩვენ საკმაოდ მოკრძალებული ფინანსური რესურსით , ალბათ არც კი უნდა ვოცნებობდეთ თასის აწევაზე . თუმცა , ფეხბურთში ფული მთავარი მამოძრავებელი ძალა არასოდეს ყოფილა , უნდა გავაგრძელოთ იმ გზაზე მოძრაობა , რომელიც საკმაოდ რთულია და მას ჩემპიონთა ლიგა ჰქვია . დაუმარცხებლები ვართ და ვაგრძელებთ სვლას , მომეწონა ბუფონის სიტყვები , ყველაფერი ჩვენს ხელშია , თუ მოვახერხებთ კონცენტრირებას მოვიპოვებთ საგზურს , თუ არადა საკუთარი ხელით გამოვიტანთ განაჩენს და ევროპა ლიგას ვესტუმრებით . ჩემი გაგება მარტივია თუ გაქვს ამბიცია , მაშინ უნდა გააგრძელო სვლა გამარჯვებისკენ . ჩვენ – ვსაუბრობ საკუთარი , გუნდის , ხელმძღვანელობის სახელით გვსურს , რომ დავაბრუნოთ ” იუვენტუსი ” უმაღლეს მწვერვალზე . როგორ ? მუხლჩაუხრელი შრომის გზით . აუცილებელია მოთმინება , რამდენიმე ადამიანი უკვე ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს . განსაკუთრებით მსურს გულშემატკივრებს მოვუწოდო , თუ ისინი მოთმინებით არ მოეკიდებიან სიტუაციას , ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა ჩვენთვის , კიდევ ერთხელ გეტყვით , რომ უმჯობესია წარსულში გაიხედოთ და გაიღიმოთ ” .

ანტონიო , ჩვენს ფეხბურთელებს ჯარისკაცებს უწოდებენ , თუმცა რა ადამიანური ღირებულებები უნდა გააჩნდეს ფეხბურთელს , რომ ” იუვენტუსსში ” ირიცხებოდეს ?

” დავიწყოთ იქიდან , რომ მომეწონა ბონუჩის განცხადება , როდესაც ჯარისკაცებზე საუბრობენ , პროფესიონალებს გულისხმობენო . განვიხილავ პროფესიონალიზს და პროფესიონალებს , სხვადასხვა კუთხით , თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ მეც და ფეხბურთელებიც საკუთარ საქმეში უნდა ვიყოთ პროფები . ვითხოვთ პროფესიონალიზმს და ვთხოვთ მოთამაშეებს იყვნენ პროფესიონალები . გულზე ვიდებ ხელს და ვიტყვი , რომ როდესაც გვსურს რომელიმე ფეხბურთელის დამატება და არ გვაქვს უფლება შევცდეთ ფინანსური სახსრების გათვალისწინებით , ვუყურებთ რა მის ტაქტიკურ და ტექნიკურ განათლებას , უპირველეს ყოვლისა ვაკვირდებით იმას აქვს თუ არა ამ ფეხბურთელს ის ადამიანური ღირებულებები რისი დამსახურებითაც მოერგებოდა ” იუვენტუსს ” . რადგან მძიმე წუთებში , რომელიც სეზონის მსვლელობის დროს ხშირად დგება ხოლმე , ფეხბურთელი მეორე პლანზე გადადის და მთავარი როლი ადამიანს ენიჭება . მაგრამ თუ პიროვნებასთან არის გარკვეული პრობლემები და კითხვის ნიშნები , მაშინ ის მიექანება ქვევით და ამასთანავე ითრევს გარშემო ყველაფერს და მიჰყავს კრახისკენ ” .

თქვენ თავდაჯერებულობა შემატეთ ჯიოვინკოს , თუმცა რა მახასიათებლები გააჩნია მას , რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუმჟღავნებია ?

” ვფიქრობ ამ თვეების მანძილზე თავდაჯერებულობა უკლებლივ ყველა ჩემს მოთამაშეს შევძინე . ჯიოვინკო ტურინში დაიბადა და ” იუვენტუსის ” აღზრდილია ისევე როგორ დე ჩელიე და მარკიზიო და ეს მშვენიერი რამ არის . ისევე როგორც ბარსელონას კანტერა , იმედი მაქვს , რომ პრიმავერა მომავალში მთავარ გუნდს არა ერთ ვარსკვლავს შემატებს . აუცილებელია უბრალოდ რომ ისინი იყვნენ ისეთივე კარები როგორებიც პაოლო , სება და კლაუდიო არიან , რადგან პირველ გუნდში ნებისმიერს ვერ ავიყვანთ . ეს არის მესიჯი პრიმავერას , ჩვენი კარი ღიაა და მზად ვართ . რაც შეეხება ისევ და ისევ ჯიოვინკოს , მას სხვებთან შედარებით უფრო უადვილდება ერთი ერთზე თამაში , ჩაწოდებებისას მნიშვნელოვანი ფიგურაა , შეუძლია პენალტზე წასვლა და საერთოდაც გასულ სეზონში მისი ათი ბურთი და საჯარიმოში თამაში ყველაფერზე თავად სცემს პასუხს . არ დავივიწყოთ ასევე მისი ხუთი ბურთი მიმდინარე სეზონში , თუმცა სრულყოფილებისკენ სწრაფვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და რაც მთავარია ზედმიწევნით კარგად უნდა შესრულდეს ჩემი დავალებები თავდამსხმელების მიერ  . ის კარგად ასრულებს საქმეს , ისევე როგორც ბენდტნერი , ბენტდნერი სწავლობს , ისევე როგორც კარგად ერგებიან მატრი , ვუჩინიჩი და კუალიარელა ” .

როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ გასულ სეზონში ალესანდრო დელ პიეროსთან ?

” გამომდინარე იქიდან , რომ 10 წლის განმავლობაში პარტნიორები ვიყავით და ერთი კლუბის მაისურით გამოვდიოდით მოედანზე , მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელი , ყოველთვის პირდაპირობით გამოვირჩეოდით და ვამბობდით იმას რასაც ვფიქრობდით რეალურად . ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი , თუ როგორ იქცეოდა ვეტერანებთან ერთად , ვგულისხმობ ბუფონს . გასული სეზონი ჩემთვისაც და ყველასთვის ალბათ გახდა ფუნდამეტალური , რადგან გამარჯვებებს დავუბრუნდით . კმაყოფილი ვარ , რომ მან იპოვნა საკუთარი ბედნიერება და სტიმული ავსტრალიაში , ვადევნებ მის ასპარეზობას თვალყურს როცა მცალია და ვხედავ ნამდვილ გმირს , სხვა სიტყვა ძნელია იპოვნო ამ სიტუაციაში . ვიცი , რომ ყოველთვის ჩვენი გულშემატკივარი იქნება და მხარს გვიჭერს ბოლომდე , ისევე როგორც ჩვენ ვქომაგობთ სიდნეის და განსაკუთრებულად მას ” .

რომელი ორი დაპირისპირებაა თქვენთვის გამორჩეული , როგორც მწვრთნელისთვის და როგორც ფეხბურთელისთვის ” იუვენტუსსში ” ?

” შემიძლია ვისაუბრო როგორც მოთამაშემ , მაგრამ გავიხსენო საუკეთესო მატჩი რთულია . შეგვიძლია გამოვარჩიოთ ისეთი მომენტები , როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ , თუმცა ტრავმის გამო გამოვტოვე , ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატი . ყველაზე მეტი ემოცია კი ალბათ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერთან თამაში იყო მიღებული , როდესაც გოლი გავიტანე . დაბრუნებისას კი აეროპორტში ტიფოზებმა ხელში ამიყვანეს . გამაკვირვა და დამაბნია ამან . რაც შეეხება მწვრთნელის ამპლუას , აქ სიტუაცია ასეა : იმედია ყოველი მომდევნო , ამიტომ შემდეგი ” ლაციოა ”   ” .

ბოლო რთული თვეების გამო , გიფიქრიათ თუ არა ყველაფრის მიტოვებაზე ?

” ეს იმდენად სიღრმისეული შეკითხვაა , რომ დიდ ტკივილსაც მაყენებს , რადგან უშუალოდ ჩემს სულს ეხება . ნამდვილად კოშმარულ სიტუაციებში მაქვს გავლილი , ვუსვავდი საკუთარ თავს კითხვებს , თუმცა პასუხად გაურკვევლობა მოდიოდა და ნამდვილად არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო . მიშველა არა მარტო ოჯახის მხარდაჭერამ , არამედ ისეთმა პიროვნებამ როგორიც ანდრეა ანიელია , რომელიც ბოლომდე დამიდგა გვერდში და ყველა ასპექტში გამომიცხადა მხარდაჭერა . სწორედ ამან მიშველა რთულ დროს , როდესაც გინდა იყვირო მთელი მსოფლიოს გასაგონად და ბევრი რამე თქვა , თუმცა ასე რომ მომხდარიყო იქნებოდა კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო , რომ არ ვიცავ წესებს და ვიქცევი გარიყულივით ” .

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში , რომელმა ფეხბურთელმა იმოქმედა თქვენზე დადებითი კუთხით ?

” კარიერა უნდა დავყოთ სპორტული და ადამიანური კუთხით . ადამიანური მომენტიდან თუ შევხედავთ , პირველ რიგში ოჯახი მმატებდა ძალას , დედა და მამა . სწორედ მამაჩემის დამსახურებაა , რომ მტკიცე პიროვნება ვარ , სამართლიანი , რომელიც არასოდეს გააკეთებს კანონ გარეშე ქმედებას და არ წავა კომპრომისზე – ამის გამო მსურს მადლობა გადავუხადო მათ . საფეხბურთო კუთხით კი მხვდა წილად ბედნიერება მემუშვა უდაოდ გამორჩეულ სპეციალისტებთან , ფეხბურთელებს რაც შეეხებათ ზიდანის და დელ პიეროს გვარებიც საკმარისია ალბათ . თუმცა არ დავივიწყებ მონტეროს . დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბიჭებს და მწვრთნელებსაც , რომლებმაც საკმაოდ ბევრი რამ მასწავლეს ” .

რატომ არ თამაშობთ 4-3-3 ტაქტიკური მონახაზით გაცილებით სუსტ მეტოქეებთან ?

” მოდით ეს უბრალოდ ციფრებად დავტოვოთ , იქნება 5-7-2 , 8-1-1 თუ სხვა რაიმე , მთავარი თამაშის პრინციპია . 4-3-3 არა გრანდებთან სათამაშოდ , ვფიქრობ უფრო დაცვითი სქემაა , რადგან მცირე ყურადღების და კონცენტრირების გაკეთებაა საჭირო ჩვენს მოდულზე , რომ მიხვდეთ თუ რამდენად შემტევია იგი . გარკვეული ადამიანები უკვე ამჩნევენ ამას . ეს სისტემა იმდენად ახალია , რომ მასში ციფრებიც კი ახალია და ჩვენი ჩანაფიქრები ძნელად გასაშიფრია . სათამაშო სქემა , რომელიც ეხლა მუშაობს არის – სუპერ თავდასხმა და ზეწოლა . 4-3-3 ს კი ვთვლი , რომ უფრო მეტად დაცვითია  ” .

ინტერთან მარცხის შემდეგ , გუნდმა თითქოს გამარჯვების წყურვილი დაიბრუნა …

” გამარჯვების წყურვილი არც დაგვიკარგავს , უბრალოდ ის მახასიათებლები რაც წინა მატჩებში მაღალ საფეხურზე იყო , ინტერთან სადღაც გაქრა , არ ვიყავით ისეთივე კონცენტრირებულნი , შემართებით სავსე და ცივ სისხლიანი , შედეგად … როგორც უკვე გითხარით გუნდი 13 თვეა რაც მუშაობს ერთად და ამ ხნის მანძილზე ფეხბურთელები გაცილებით თვითდარწმუნებულნი და თავდაჯერებულები გახდნენ . გამარჯვება ინტერზე … ( იღიმის ) ბოდიშით , რა თქმა უნდა მარცხი , მივეჩვიე უბრალოდ გამარჯვებებს , მსურს მივულოცო ნერიაძურის წარმატება , რადგან იგი ჩვენი 49 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მოხდა და ეს ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ მილოცვას . ისინი სერიოზული კონკურენტები არიან და გამარჯვება ჩემპიონატში ხაზს გაუსვავს იმას თუ ვინ არის ძლიერი … ეს ინტერის კი არა მილანს , ფიორენტინას , ლაციოს და ნაპოლისაც ეხება . იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა მეტოქეზე ჩვეულ რითმში იქნება , მაშინ ყოველთვის გვენქება შანსი კმაყოფილებმა გავიხედოთ წარსულში ” .

რა გრძნობა დაგეუფლათ , როდესაც სკუდეტო მოიპოვეთ მას შემდეგ რაც გუნდი კალჩიოპოლის ისტორიამ კინაღამ გაანადგურა ?

” ეს იყო ჩემი , ხელმძღვანელობის და ფეხბურთელების გაწეული შრომის შედეგი . როდესაც პერიოდულად ვიღლები ხოლმე , მახსენდება მიღწეული და ახალი ენერგიით ვივსები . გასულ სეზონში მოპოვებული სკუდეტო უნდა გახდეს სიმაყარის და თავდაჯერებულობის გარანტი . ეს არის ნათელი მაგალითი თუ რა შეუძლია შეუჩერებელ შრომას . ჩვენ ეს შევძელით და ვამაყობ , რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ ” .

რა არის ყველაზე დიდი პრობლემა მწვრთნელისთვის, როდესაც ასეთ დიდ გუნდს უდგას სათავეში ? 

” რთულია რადგან ყოველთვის გამარჯვებას ელიან . ამასთანავე გულშემატკივრების გაგება ასეთია : ან გიჟდებიან შენზე ან ეზიზღები . თუმცა ზოგჯერ გინდა გაიგო : იუვენტუსმა გენიალური ფეხბურთი აჩვენა ! ისინი 49 მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულან ! ეს უმეტესწილად ჟურნალისტებს ეხებათ , ცუდია რომ ამ სიტყვებს პროფესიონალები კი არა გულშემატკივრები უფრო იყენებენ . ძალზედ დამწყვიტა გული იმ ფაქტმა , რომ როდესაც ნორდშელანდთან მატჩის შემდგომ ვერ ვახერხებდი ქვევით ჩასვლას , თუმცა იმედი მქონდა რომ ბიჭებს აპლოდისმენტებით და მილოცვებით შეხვდებოდნენ … ეს არ მოხდა , რამაც ძალიან გამაბრაზა არადა ეს ის ჟურნალისტები იყვნენ , რომლებიც თითქმის ყოველ დღე ფეხბურთელებთან ერთად ატარებენ დროს ” .

რატომ ცვლით ხოლმე ხშირად თავდამსხმელებს , იმის მაგივრად რომ შეათამაშოთ ერთი კონკრეტული დუეტი ? 

” დღეისათვის გუნდში ხუთი ფორვარდია . ასე იყო გასულ სეზონში , თუმცა გუნდი დელ პიერომ და ბორიელომ დატოვეს , ხოლო მათ ნაცვლად ჯიოვინკო და ბენდტნერი მოვიდნენ . გავახანგრძლივეთ კონტრაქტები მატრისთან , კუალიარელასთან და ვუჩინიჩთან . ჩვენ გვჯეროდა მათი და გვჯერა ეხლაც . თუ თამაშობს ორი , ეს ნიშნავს , რომ დანარჩენი სამი სკამზე იჯდება და მიიღებენ შანს . ჩემთვის მთავარია რომ თავდამსხმელი ბოლომდე დაიხარჯოს და ჩემი გეგმები განახორციელოს . გადაწყვეტილებებს კი ვარჯიშიდან ნანახის შემდეგ გამოვიტან . მთავარია , რომ მაქვს არჩევანი ფორვარდებს შორის , რომლებიც ერთმანეთთან თანაბარ პოზიციაში არიან , მაგრამ გააჩნიათ განსხვავებული მახასიათებლები ” .

როგორ ფიქრობთ , თქვენმა არ ყოფნამ იმოქმედა კლუბის ასპარეზობაზე ?

” ადრე უკვე ვთქვი და დღესაც განვმეორდები , ვწუხვარ , რომ გუნდთან არ ვარ 95 წუთის მანძილზე , თუმცა არა ჩვეულებრივი ფეხბურთელები მყავს … მოდით ასე ვიტყვი , მე ნამდვილად ვერ შევკრავდი ამაზე უკეთეს გუნდს . ისინი მართლაც გამორჩეული ფეხბურთელები და ადამიანები არიან . სწორედ მათი დამსახურებაა , რომ ვიმყოფებით პირველ პოზიციაზე სატურნირო ცხრილში და ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ” .

ვის დაასახელებდით გამორჩეულ ფეხბურთელად , რომლის წინააღმდეგაც მოგიწიათ ასპარეზობა ?

მარადონას რა თქმა უნდა . როდესაც ლეჩეს ღირსებას ვიცავდი , მხვდა წილად ბედნიერება მეასპარეზა მის წინააღმდეგ და ნაპოლისთან სტუმრად მოვახერხე პირველი გოლის გატანა სერია ა-ში . ჩიროსთან მქონდა მასსზე საუბარი და ის ნამდვილად  ეპოქალური ფეხბურთელი იყო , რომელსაც უბრალოდ სურდა გამარჯვება და საკუთარი ქარიზმის დახმარებით მთელ გუნდს იგივე სურვილს სძენდა . პელესაც არ დავივიწყებ , ეხლა კი მესია ის მოთამაშე , რომელიც ორივეს გზას ერთდროულად მიუყვება ” .

გჯერათ პოგბასი ?

” რა უნდა ითქვას აქ ? ასაკი პრობლემა ნამდვილად არ არის . ბევრი იძახის , რომ თითქოს ახალგაზრდა მოთამაშეებს არ ენდობიან სერია ა-ში , მაგრამ გაიხსენეთ ჩემი კარიერა , 16 წლის ვიყავი როდესაც სერია ა-ს ოფიციალურ მატჩში მივიღე მონაწილეობა . უკვე ამ ასაკში , მწვრთნელი ხედავს თუ რა დადგება მოთამაშისგან . პოლს რომ გამორჩეული მახასიათებლები აქვს ეს ფაქტია , ეს ყოველივე განსაკუთრებულს ხდის მას და ჩემი ამოცანაა მისგან დიდი მოთამაშე დავაყენო . თავისუფლად შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს . თუმცა პრესა და ტელევიზია მისი ასაკის გათვალისწინებით ერთი მატჩის გამო გმირად რაცხავს , ხოლო შემდგომ არაფრის მომცემ მოთამაშედ ” .

რა უფრო სასიამოვნოა მოგებული სკუდეტო , თუ დაუმარცხებელ მწვრთნელად ყოფნა ?

” ვფიქრობ , ” იუვენტუსსთან ” ერთად ნებისმიერი გამარჯვება სპეციფიური გემოსია და არომატულია ამავდროულად . მწვრთნელის ამპლუაში ეს სკუდეტო პირველია და ნამდვილად სპეციფიურია , ის არ ჰგავს იმ პერიოდს როდესაც ფეხბურთელი ვიყავი , რადგან აცნობიერებ , რომ ეს ჯილდო შენი პირადი , გუნდის და ხელმძღვანელობის გარჯის შედეგია . სიმართლე გითხრათ ჯერაც ვერ ვიჯერებ და თავი სიზმარში მგონია . თუმცა სიზმარი ცხადი გახდა იმ შრომის საფუძველზე რაც გავწიეთ . პირველ რიგში ეს ფეხბურთელების წარმატებაა ” .

რას იტყვით დანიელებზე , ძალზედ გაურთულეს ” იუვენტუსს ” ჩემპიონთა ლიგის გზა ?

” წარსულში ყურებას არ ვცდილობ , მხოლოდ წინ სადაც ლაციოა . ისე კი მათთან ფრედ დასრულებული მატჩი საწყენია რა თქმა უნდა . ვიღაც კრიტიკოსები მიიჩნევენ , რომ საკუთარი ძალით ისინი სერია ც-ს გუნდს ჰგვანან რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები . შეხედეთ მათ ასპარეზობას ჩელსისთან და შახტართან , ისინი იმსახურებდნენ ამ ტურნირზე გამოსვლას ”  .

როგორ აპირებთ ასამოას შეცვლას , როდესაც იგი აფრიკის თასსზე გაემგზავრება სათამაშოდ ?

” ამაზე უშუალოდ იანვარში ვიფიქრებთ , როდესაც კონკრეტული საქმის წინაშე წარსვდგებით და გუნდის ერთ ერთი საკვანძო ფიგურა , რომელმაც წლევანდელ სეზონში დიდი სამუშაო გასწია , აფრიკაში გაემგზავრება . გვყავს არა ჩვეულებრივი ფეხბურთელები , დე ჩელიე თუნდაც , რომელმაც სერიოზული ოპერაცია გადაიტანა სეზონის სტარტზე მუხლის არეში . გვყავს ჯიაკერინი , ნამდვილი უნივერსალი . ამასთანავე სამ თვიანი ბიულეტინის შემდგომ სიმონე პეპე გვიბრუნდება . გვყავს ისეთი კარგი ბიჭი როგორიც პადოინია , რომელსაც თანაბრად კარგად შეუძლია თამაში როგორც მარცხნივ ასევე მარჯვნივ . რესურსი გვაქვს და გამოვიყენებთ იმას , რომელიც უკეთეს კონდიციებში იქნება კონკრეტულ ეპიზოდში . მჯერა ამ ბიჭების და ამ გუნდის ” .

გაკლიათ სათადარიგოთა სკამი ?

” ტელევიზორში იუვენტუსის თამაშის ყურების დროს , მე იქ ვიმყოფები . ხშირად ვიწყებ ხოლმე კამათს და უმეტესწილად ჩვენივე თანამშრომლებთან . რა თქმა უნდა მაკლია კონტაქტი ფეხბურთელებთან , გულშემატკივრებთან და მსაჯებთან . ეს ნამდვილად მაკლია . რთულია სიტუაციაზე ზემოქმედება როდესაც იქ არ იმყოფები , თუმცა გამიმართლა რომ სამწვრთნელო შტაბში არიან ისეთი ადამიანები როგორებიც კარერა , ალესიო და ფილიპი .

მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ რა უთხარით ფეხბურთელებს ?

” სიმართლე გითხრათ დროც არ ყოფილა რაიმე მეთქვა , რადგან ყველა ყველას ეხუტებოდა და ულოცავდა რადგან გვესმოდა თუ რა მძიმე ფასად დაგვიჯდა ჯილდო . ცრემლები , ოფლისღვრა , სურვილი , ბედნიერება და ბრაზი – ამ ფაქტორებმა განაპირობა წარმატება . ეს ის მომენტებია , რის განმეორებასაც წლევანდელ სეზონში შევეცდებით . ვიცით , რომ ადვილი არ იქნება მაგრამ მოდით კი არ ვისაუბროთ მათზე , არამედ ვუყუროთ ” .

” გისურვებთ ყველას წარმატებულ დღეს . მინდა ყველას ვინც დაკავშირებულია იუვენტუსსთან მივესალმო . მინდა უამრავი კითხვისთვის რომელიც დამისვით მადლობა გადაგიხადოთ , ისინი ამ წამსაც მოდიან . ეს ჩემი პირველი კონტაქტია სოც ქსელთან და მადლობა პროექტს ” ვისაუბროთ კონტესთან  ” . მახარებს ის ფაქტი , თუ რა განცდებით იყო დასმული კითხვები და ამასთანავე სასიხარულოა ის გარემოება , რომ კითხვების 70 % საზღვარგარეთიდან იყო დასმული . მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო შეკითხვებისთვის ” .

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AKAKI nozadze
8 years ago

მგელი ხარ კონტეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

dato_juventino
8 years ago

მალე დაგვიბრუნდი კონტე ყველაზე მაგრად ესმინდა ეს132-ტე მოთამაშეა…. ბრაოოა ავტორ ძან კაი იყოო :up:

Tornike Iosava
8 years ago

დიდი მადლობა სტატიისთვიის!

და რაც შეეხება კონტეს შეენ შემოგევლეე შენ რო არა ვინ იცის სად ვიქნებოდით და რას გავაკეთებდიით ეხლაა საღოოლ მართლააც და ასევე გუნდს საღოოლ ეხლა ლაციოს დავამხობთ თავზე ყველაფერს :forza: :forza:

FORZA JUVE!!!!!!!!!! :forza: :forza: :forza: :forza:

vaxo turqadze
8 years ago

იტალიის 21 წლამდელთა თამაშის ლინკი თუ ვინმემ იცით დადეთ რა ძმურად…

Sano
8 years ago

მადლობა, ავტორს, მაგრად გიმუშავია :forza:

ultras_drughi
8 years ago

ავტორს და კონტეს მადლობა :up:

8 years ago

ძაან მაგარი ინტერვიუა, კონტემაც გაამართლა და ეს პროექტი დიდებული, ვნახოთ დრო გვიჩვენებს, მართლაც ძლიერი კოლექტივი ყალიბდება
:forza: :juvee: :forza: :juvee:

JuventinoToko
8 years ago

ფორცა კონტეეეეეე :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

8 years ago

დათკა :up:
იუვე არენაზე რო დგას ხოლმე მთელი თამაში და ყვირის ეგ მევასება :mrgreen: ჯგუფში არამგონია ჩავრჩეთ მარა რომც ჩავრჩეთ კონტე არ იქნება გასაკრიტიკებელი, და არც იუვეს ფეხბურთელები არ იქნებიან. ეს მართლა დიდი პროექტის დასაწყისია და დრო ჭირდება ყველაფრის მაღალ დონეზე მიყვანას. ჯერ გუნდი ლიგაზე როგორ დაბრუნდა, მესამეზე ან მეორეზე კი არ გავიდა, გამოვიდნენ და მოიგეს სკუდეტო ისე რო თამაში არ წააგეს, არადა 2 წლის წინ ვინ იფიქრებდა მაგას ? როცა პალერმომ სახში 1-3 მოგვიგო ? დანარჩენებს აღარ გავიხსენებ, დებილი დელნერი რო იდგა ხოლმე იქ :lool:
:juventus:

bacho kochlashvili
8 years ago

მაგრად მეშინია ჯგუფში არ ჩავრჩეთ :cry:

ალეკო კოკაია

მართლა დიდი მადლობა ავტორს,ძალიან კარგი ინტერვიუა :forza:

malxazi ediberidze
8 years ago

დიდი მადლობა სტატიის ავტორს!

mishka gogrichiani
8 years ago

საღოლ ძმაო ამ სტატიის დაწერისთვის, მე ძლივს წავიკითხე იმხელაა :juvee:

8 years ago

დათკა, რასაც შენ ამ საიტისთვის აკეთებს, შეუფასებელია!

snuff-juve
8 years ago

საღოლ კაი სტატიაა :love: :forza:

valeri elisabedashvili

2 ჯერ წავიკითხე ისე დამევასააა მალე დაგვიბრუნდიიი კონტეეეეეე :forza: :forza: :forza:

8 years ago

კარგი იყო დათკა, ბევრი გიშრომია :forza:

DeL_PieRoOo
8 years ago

:forza: იუვენტინო :*

sandro giunashvili
8 years ago

მომენატრა ანტონიო :cry:

Giorgi kasrashvili
8 years ago

რაც შეეხება ისევ და ისევ ჯიოვინკოს , მას სხვებთან შედარებით უფრო უადვილდება ერთი ერთზე თამაში , ჩაწოდებებისას მნიშვნელოვანი ფიგურაა , შეუძლია პენალტზე წასვლა და საერთოდაც გასულ სეზონში მისი ათი ბურთი და საჯარიმოში თამაში ყველაფერზე თავად სცემს პასუხს . არ დავივიწყოთ ასევე მისი ხუთი ბურთი მიმდინარე სეზონში , თუმცა სრულყოფილებისკენ სწრაფვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და რაც მთავარია ზედმიწევნით კარგად უნდა შესრულდეს ჩემი დავალებები თავდამსხმელების მიერ . ის კარგად ასრულებს საქმეს…

გენაცვალე კონტე! მადლობა, რომ სებას მხარში უდგახარ და რომ ენდობი :love: :love: :love:
ამის წაკითხვად მიღირდა სტატიის კითხვა!
პ.ს. საღოლ დათკა კარგი სტატიაა…

nika gogoberidze
8 years ago

კარგი სტატია იყო :up: :up:

Di Francesco # 1
8 years ago

:up:
:love: :love: :love:
: :italy: :italy: :italy:

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x