სტადიონი, რომელსაც ხელეწიფება ფეხბურთის შეცვლა
სტადიონი, რომელსაც ხელეწიფება ფეხბურთის შეცვლა. “იუვენტუსი” სწორედ ამ სიტყვებით წარუდგენს მსოფლიოს თავის ახალ სახლს.
8 სექტემბერს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იქნება ახალი სტადიონის გახსნის ცერემონიალისკენ. ადგილი, რომელიც უნდა გახდეს ახალი “იუვენტუსის” მშენებლობის საძირკველი.
დღევანდელ დღემდე, ყოველშემთხვევაში იტალიაში, სტადიონები შენდებოდა მხოლოდ თამაშებისთვის. ისინი სიცოცხლით ივსებოდნენ 90 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მათ ცხოვრებაში სიცარიელე ისადგურებდა. შესაბამისად, “იუვენტუსის” ახალი სტადიონის იდეა, რომელიც იმუშავებს მთელი კვირის განმავლობაში – რევოლუციურია. კლუბის ახალ სახლში ადგილები გამოყოფილი იქნება ულტრასებისთვის, ასევე მატჩებზე დასწრება შეგეძლებათ ოჯახებითურთ.არენის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება უამრავი შოუ, ღონისძიებები ტურინის მცხოვრებთა და სტუმრებისათვის.
სტადიონის არქიტექტურული გადაწყვეტა ძალიან საინტერესოა: დიდი შესასვლელები გულშემატკივარს საშუალებას მისცემს ადვილად მოხვდნენ მოედანზე. არ იქნება არანაირი ზღვარი გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის. ულტრასები თამაშის ნაწილი იქნებიან, რამეთუ მათსა და ფეხბურთელებს შორის მანძილი მხოლოდ 7.5 მეტრი იქნება.
სტადიონის შიგნით გამოიყოფა რვა ზონა “იუვენტუსის პრემიუმ კლუბის” წევრებისათვის. არენის შორიახლოს გამოყოფილი იქნება 4 000 ადგილიანი ავტოსადგომი.
არსებული კომფორტი ხალხს საშვალებას მისცემს გაატარონ დაუვიწყარი საღამოები ნებისმიერ სექტორზე. სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩებიან “იუვენტუსის” ახალი სახლით
წყარო: ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
ეს სტადიონი პრო 2012-შიც იქნება 1000000% ვიცი
ხოდა ვინებიც თამაშობთ გიხაროდეთ
ეს ანიელის იყყოს და 50 წლის მერე როპმ აშენდება ის დელ პიეროს სახელობის:))))))))))))
რა თქმა უნდა ანიელის უნდა იყოს სხვა დანარჩენი მეწყინება
სახელთანდა დაკავრშირებით რა ხდება? თუ ისევ დელა ალპი იქნება?
პ.ს. კვალოს ასეთი დიდი ღვაწლი აქვს გუნდისთვის რომ 2 სურათი არის მისი? დათკა დიქტატურას აქვს ადგილი…

კი მეც ეგრე ვფიქრობ, სავარაუდოდ ანიელის სახელობის იქნება, არადა დელე ალპი მინდა მე!!!
რა დელე ალპი თუ თავში ჩკუა აქვთ “ავოკატოს” სახელი უნდა უწოდონ ანუ ჯანი ანიელის
მიჩვეული ვარ დელე ალპის, თორე ყველაზე სამართლიანი მართლა ჯანი ანიელი იქნება!!! სავარაუდოდ ეგრეც იქნება
იმედია ანიელის სახელობის იქნება
სახელი მაინტერესებს ძალიან : ))