ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო თუ ჰერნანეში? ვინ შეცვლის მარკიზიოს..

ახლოვდება მატჩი და მთავარი კითხვა, რომელიც ეხლა ტურინელ ჟურნალისტებს აწუხებთ არის კლაუდიო მარკიზიოს შემცვლელი.. იტალიელი ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ბიანკონერის საიმედო ასპარეზობა მოედნის ცენტრალურ ზონაში, დიდწილად მისი დამსახურებაა და მაშინ როდესაც მიმდინარეობს შეუპოვარი ბრძოლა სკუდეტოსთვის, პრინციპინოს არყოფნა მეტად პრობლემატურად გამოიყურება. გენუაში თამაში ადვილი არავისთვისაა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს იუვენტუსი.. ნუ დაგავიწყდებათ ფსიქოლოგიური წნეხის საკითხზეც, რომელიც ბუნებრივია იუვეს თითოეულ მატჩს თან ახლავს. დავუბრუნდეთ მარკიზიოს შემცვლელს.. ალეგრის განკარგულებაში ამ ეტაპზე სამი ნახევარმცველია, რომლებსაც შეუძლიათ ცენტრალური ტრიოს შედგენა, მაგრამ რეჯისტაზე? ამ მხრივ რაოდენობა მკვეთრად იზღუდება, რადგან რეალურად ასეთად ერთადერთი ჰერნანეში რჩება ან ხედირას მოუწევს პოზიციის შეცვლა და მარჯვენა ზონიდან მცველების წინ თამაში.. გერმანელის სათამაშო ფორმა გარკვეულ ეჭვებს ბადებს.. გასულ შეხვედრაშიც თითქოს არაფერი გაუფუჭებია, მაგრამ შექმნითაც ვერ დაგვამახსოვრა თავი. ასე რომ ალეგრის განკარგულებაში არის ორი ვარიანტი – ჰერნანეში რეჯისტაზე, ან სტურარო მარჯვენა ზონაში და ხედირას ვიხილავთ ვიცე-მარკიზიოს ამპლუაში.. წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე საათში შედგება, ალბათ მეტ ინფორმაციას შევიტყობთ ამ საკითხზე.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

:forza: :forza: :forza:

juveboy-leo
6 years ago

vfiqrob orive itamashebs xval rejistad herna mogvevlineba. . .
luigi feraris kargad icnobs sturaro da isedac sampastan misi maxasiateblebi ufro gvchirdeba, aramgonia khedos dgevandeli forma akmayofilebdes alegris motxovnebs xvalindel matchshi

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x