ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი:”დიბალა? ბევრი კითხვის ნიშნებია”

კრიშტიანო რონალდუ - პაულო დიბალა

ალესიო ტაკინარდის მოსაზრებით იუვენტუსს თავის დროზე დომენიკო დე ძერბის კანდიდატურა უნდა განეხილა:

“აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ სასუოლოს დღევანდელი თავკაცი უკვე მზად არის ისეთ გუნდში სამუშაოდ როგორიც იუვენტუსია..

ბუნებრივია დიეგო სიმეონე ყველასთვის სასურველი კანდიდატურაა, მაგრამ რადგანაც ახლა სათავეში ანდრეა პირლოა კარგი იქნება თუ მას მშვიდად მუშაობის უფლებას მიცემენ.

ყოველთვის ადვილია გვერდიდან კრიტიკა.. პირლოსთვის მნიშვნელოვანია 2-3 თვის განმავლობაში მშვიდ ატმოსფეროში საკუთარი იდეებისთვის ხორცის შესხმა. 

უკვე ამ პერიოდის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად სწორი იყო იუვენტუსის ხელმძღვანელობა.

პაულო დიბალა არის განსაკუთრებული ფეხბურთელი, მაგრამ პირლომ ყველაფერი სწორად გააკეთა.

თუმცა, მეორეს მხრივ შოკში მაგდებს ინფორმაცია რომ შესაძლოა ლა ჯოია კიევში კვლავინდებურად სკამზე ვიხილოთ.. ეს არის ფუნდამენტური მნიშვნელობის მოთამაშე..

ფაბიო პარატიჩისთან მომხდარი ინციდენტი უფრო მეტ კითხვას ბადებს.. არის თუ არა ეს ყველაფერი კონტრაქტთან დაკავშირებული, თუ საქმე მართლაც პირლოსთან ან მის კონდიციებთანაა დაკავშირებული..”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<