ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი:”ჯობს ჯგუფში გაგიჭირდეს, ვიდრე მოცემულ მომენტში”

ალესიო ტაკინარდი

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს იუვენტუსის ყოფილ შუახაზელთან ალესიო ტაკინარდისთან, რომელიც მისგან Football Italia -მ აიღო:

“გამარჯვებისთვის აუცილებელია ყველაფერი იდეალურად განვითარდეს. ჩემპიონთა ლიგა საოცარი ტურნირია, სადაც კონცენტრირება უკანასკნელ წამამდე უნდა შეინარჩუნო.

გაიხსენეთ თუნდაც ატალანტას შემთხვევა, რომელმაც პსჟ თითქმის გამოაგდო, მაგრამ.. 

უმჯობესია ჯგუფურ ეტაპზე გქონდეს პრობლემები, ვიდრე პირიქით.. ამიტომაც არის რომ გუნდები ფორმის პიკზე გასვლას მარტი-აპრილისთვის იწყებენ.

იუვენტუსისთვის სასწორზე ბევრი რამ დევს. ჩვენს წინაშე იქნება დაპირისპირება, რომელიც მინიმუმ 180 წუთი გაგრძელდება. საჭირო სრული კონცენტრირება და ფრთხილად ყოფნა. პორტოს ბევრი ძლიერი მხარე აქვს, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად ეცდება. მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის ფსიქოლოგიური წნეხი და საკუთარ ფეხბურთს მშვიდად ითამაშებენ.

დანაკლისი? საკმაოდ დიდია. ხუან კუადრადოს შეცვლა ანდრეა პირლოს ძალიან გაუჭირდება. მიმდინარე სეზონში კოლუმბიელი მხოლოდ მარჯვენა მცველი არ არის.. მას გაცილებით დიდი ფუნქციები აკისრია და მისი სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლება არ გამოვა.

ლეონარდო ბონუჩი რა ძალასაც წარმოადგენს თამაშის შექმნის კუთხით ყველამ ვიცით. როდესაც შუახაზელები პრობლემებს განიცდიან, სწორედ ლეოს აქვს რესურსი ბურთი ფორვარდებამდე მაღალი გადაცემით აიტანოს. ბუნებრივია დაცვის მახასიათებლებს არ ვეხები.. ეს ყველასათვის ნათელია!

როგორი ტაქტიკით ითამაშებს იუვენტუსი? ორი სტრატეგია გამოიკვეთა – მაღლა აწეული პრესინგი და პირიქით, დაბლა დაწეული დაცვის ხაზი. 

ვფიქრობ, პირლო ნაპოლისგან განსხვავებით სხვა სტილში იასპარეზებს. ეს იქნება რაღაც მსგავსი იმ დაპირისპირების, რომელიც ბიანკონერიმ კატალონიაში ბარსელონას წინააღმდეგ გამართა. გუნდი აგრესიულ სტილში გაირჯება. 

თუმცა, ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანია. დაუშვებელია ძალების ზედმეტად დახარჯვა მაშინ, როდესაც შესაძლებელია სიტუაციაზე კონტროლი ზედმეტი დაძაბვის გარეშე.

მატეის დე ლიხტის მთავარი ღირსება, არის ის რომ მას თანაბრად კარგად ძალუძს მაღლა აწეულ პრესინგზეც და პირიქით სიღრმეში მყოფზეც საიმედო ასპარეზობა. არცთუ ცოტახნის წინ ჰოლანდიელი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო უკანახაზელად ტყუილად არ დასახელებულა. მერიჰ დემირალთან ერთად მან შესანიშნავი თამაში აჩვენა. 

არ მესმის უინსტონ მაკენის ედგარ დავიდს რატომ ადარებენ. ჰოლანდიელი ნამდვილი ლიდერი იყო! დაცვაში მონსტრი და არც წინ წასვლას ერიდებოდა.. თუმცა, უმეტესწილად შავი სამუშაოთი იყო დაკავებული.

ამერიკელი ჭკვიანურად გადაადგილდება თავისუფალ სივრცეში. უფრო მეტად შემტევ პოტენციალს ვხედავ.. თუმცა, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ჩემი აზრით ანტონიო კონტეს უფრო წააგავს.

გული დამწყდა ანდრეა ანიელის და ანტონიო კონტეს შორის მომხდარ ინციდენტზე. ისინი კარგი მეგობრები არიან და იმედს გამოვთქვამ, ამ არასასიამოვნო ინციდენტს წერტილს დაუსვამენ.

ნაპოლისთან მარცხზე დიდი ხანი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ეს იყო ერთი საეჭვო ეპიზოდიდან, რომელიც მსაჯმა საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტა. შემდგომ კი ტურინელებს უბრალოდ არ გაუმართლათ, რადგან არაერთი კარგი შანსი ქონდათ. 

წლევანდელი სეზონის 4 საუკეთსო გუნდი? ინტერი, იუვენტუსი, მილანი და რომა”.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve2003
Juve2003
2 months ago

ჯანდაბა! რატომ ვთამაშობთ ასეთ უთავმოყვარეო ფეხბურთს ამის დედას შევ. . . პირლო მართლა ან*რევს რა. ან შესნი და ბენტანკური რა *ლეობებს აკეთებენ. ასეთ მდარე ფეხბურთს ბავშვობაში ეზოშიც არ ვთამაშობდით დდსშვც რა. . . :@

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<