ტაკინარდი : “ნაპოლი უნდა ეცადოს, რომ არ წააგოს”
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი – ალესიო ტაკინარდი Calcionews24.com – თან ინტერვიუში სან-პაოლოზე დღეს ღამით გასამართ “ნაპოლი” “იუვენტუსის” მატჩზე საუბრობს, სადაც იგი ამბობს, რომ დარწმუნებულია ბებერი ქალბატონის ძალებში. “იუვეს რთული მატჩი ელოდება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ კონტეს გუნდს ნაპოლის ეშინია. ანტონიოს გუნდში საბრძოლო განწყობაა. უფრო მეტიც, ვიტყვი, რომ ნაპოლის უნდა ეშინოდეს იუვენტუსის, რადგან ისინი ჩემპიონატის ლიდერს მასპინძლობენ და მაქსიმალურად უნდა ეცადნონ, რომ არ დამარცხდნენ”. ამ სიტყვების შემდეგ იუვენტუსის ექს ნახევარმცველი რამდენიმე ფეხბურთელს შეეხო.”ვინმეს გამოყოფა ნაპოლიდან ? მე ინლერი მომწონს, თუმცა იუვეს ნახევარდაცვა ვიდალთან, მარკიზიოსთან და პირლოსთან ერთად ძალიან ძლიერია. ჩემი აზრით, მატჩს მოიგებს ის გუნდი, რომელიც მოედნის ცენტრს გააკონტროლებს. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მარკიზიოს არ ყოფნა კონტეს გუნდისთვის დანაკარგს წარმოადგენს” – აცხადებს ალესიო ტაკინარდი.
წყარო: TuttoJuve
მაგარი კაცია ტაკინარდი,მაგარი დარტყმა ქონდა.მართალია მარკიზიო დიდი დანაკლისია,მაგრამ იუვე ერთ ფეხბურთელზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული
rezikoo
ალდაგში ხო არ დადიოდი სტაჟირებაზე?
გენაცვალე ალესიო.. იმენა უმნიშვნელოვანესი რამე თქვა!!! გასაგებია იქ კონტეც ეყოფა ისე დაქოქავს ბიჭებს, მაგრამ ესეც უნდა წააკითხოს კაცმა იუვეს ფეხბურთელებს
”უფრო მეტიც, ვიტყვი, რომ ნაპოლის უნდა ეშინოდეს იუვენტუსის, რადგან ისინი ჩემპიონატის ლიდერს მასპინძლობენ და მაქსიმალურად უნდა ეცადნონ, რომ არ დამარცხდნენ”
აი ნამდვილი იუვენტინოს სიტყვები
მერე რა რო მარჩიზიო არ გვყავს :smile: ალესსანდრო იქნება თავიდანვე

არ ბერდება
ჩემზე ახალგაზრდა ცანს როჟა 15 წლის ვარ და
გახსოვთ რა დარტყმა ქონდა?
მაგარი კაცი იყო
ეს მინდა კონტეს ასისტენტად, ამას ვენაცვალე :*:*:*
ise aq ra mosatania da ras avukvirdi xo icit mgoni am robenma da kvintam nizlavi dades vin ufro metjer da male daimtvreva araferi minaxia aseti raaa teshi ertxel mainc tramvas igeben
გენაცვალე ალესიო.
კარგია იუვეს უკვე ასე რომ აფასებენ, თუმცა მეშინია ამან იუვეს ფეხბურთელებს კონცენტრაცია არ დააკარგვინოს.
მარკიზიოს არ ყოფნა ფაქტია დიდი დანაკლისია .მაგრამ იუვე 1 კაცით არ შემოიფარგლება