ტორიჩელი გაკვირვებულია ანიელის განცხადებით
იუვენტუსის ყოფილი მცველი მორენო ტორიჩელი გაკვირვებული დარჩა როდესაც მოისმინა განცხადება იმის შესახებ, რომ ალესანდრო დელ პიერო დატოვებს იუვენტუსს 2012 წელს. მანამდე ცნობილი იყო, რომ 37 წლის თავდამსხმელი დარჩებოდა კლუბში კიდევ ერთი წლით, მაგრამ ანდრეა ანიელის სიტყვებმა მაინც შოკში ჩააგდო.
” ყბა ჩამომვარდა გაკვირვებისგან, როდესაც გავიგე ეს ამბავი ” , – თქვა ტორიჩელიმ, რომელიც თამაშობდა დელ პიეროსთან ერთად 6 წლის მანძილზე. ” არ ველოდი, რომ ამის შესახებ ახლა იტყოდნენ. თუ პრეზიდენტმა ასეთი რამ თქვა, ეს ნიშნავს, რომ დელ პიეროსთან უკვე შეთანხმება მიღწეულია. ჩემი აზრით საჭიროა კიდევ ცოტა დაიცადონ… ”
ჯერ კიდევ უცნობია, წავა თუ არა დელ პიერო ამერიკაში, ან დარჩება თუ არა კლუბის ხელმძღვანელობაში დირექტორის როლში. ” ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ” , – დაამატა ტორიჩელიმ. ” თუ მას კიდევ სურს თამაში, მაშინ ითამაშოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის დარჩება იუვენტუსის სიმბოლოდ. ის ბიანკონერია, რომელმაც დაამყარა ძალიან დიდი რაოდენობით საკლუბო რეკორდები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის დარჩება ტურინში ” .
წყარო : Tuttojuve
უმაგრესი კაცი ზალიან მაგრად მევასებოდა
ბარემ დაამთავროს რა არმინდა სხვა გუნდში გადავიდეს როგორმე მოითმინონ კიდე 1 წელი და როგორც მალდინიმი დაასრულა ისე დაამთავრებინონ რეალი ხო არ ვართ რომ ამხელა კაცი “გავაგდოთ”
ვერ წარმომიდგენია იუვე სენს გარეშე ალე
იმედი მაქვს ერთად მიიგეს ეს გადაწყვეტილება და არსად აგარ ითამაშებს ფეხბურთს,თუ სხვაგან გააგრძელა კარიერა რაც არ მიდნა რო მოხდეს მაშინ ანიელის შევამკობ გემიერლად.დელ პიეროს გარეშე ვერ წარმომიდგენია ჯუვე
რა არის საკვირველი ვერ ვხვდები, თუ ალექსი გადაწყვიტავს ამერიკაში კარიერის გაგრძელებას ესე იგი უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ ესე თვლის საჭიროდ და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ; ხოლო ის, რომ მისთვის ადგილი გარანტირებული იქნება დირექტორატში-ესეც ცალსახაა;
ალე… ყველაზე დიდი იუვენტინო იუვეს ისტორიაში!
სამწუხაროდ დრო მოვიდა უკვე ალექსამ ჩამოკიდოს ბუცები ლურსმანზე!!!
DELPIERO
ცენზურა დაიცავი
რაც შეეხება დელ პიეროს , მე არ ვიცი ეს აგრესია რატომ გამოიწვია თქვენში . როდესაც ალემ კონტრაქტი გააფორმა , ვიდეო რგოლში თქვა , რომ ეს მისი ბოლო სეზონი იყო იუვეშI !
ანიელიმ თავის თავს განაჩენი გამოუტანა. კლუბის სიმბოლოს ესე რომ მოექცევი, უკვე ყველაფერი გასაგებია.
ეჰ..დაბერდა დიდი კაპიტანი… მაგრამ იუვე ალექსის გარეშე წარმოუდგენელია.. მემკვიდრე მაინც დაეტოვებინა ვინმე..