ტურინში ახალ ფორვარდებს ელიან
როგორც იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტ”-ი იტყობინება იუვენტუსის წინა ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს გუნდს, რაც თავისთავად გამოიწვევს ახალწვეულების მოსვლას. აშკარაა, რომ გუნდს დატოვებენ ვიჩენცო იაკინტა, კარვალიო ამაური და ლუკა ტონი, რომლებიც მიმდინარე სეზონში არცერთხელ არ გამოჩენილან მინდორზე. სამივე ფეხბურთელს საკმაო რაოდენობის შემოთავაზება დაუგროვდა, როგორც იტალიიდან, ისე მის საზღვრებს გარედან და ფაქტია, რომ “ბებერ სინიორას” მათი გაშვება არ გაუჭირდება. თუკი ეს სამი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს, როგორც მინიმუმ სამი ახალი ფორვარდი უნდა მოვიდეს გუნდში. როგორც პოპულარული იტალიური გამოცემა იტყობინება მაროტას რადარზე რამდენიმე ახალგაზრდა და იმედისმომცემი ფეხბურთელი მოჩანს, ესენია: მანოლო გაბიადინი და მატეო დესტრო. ეს ორი თავდამსხმელი იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავებად ითვლებიან და მათზე იმედს მთელი აპენინები ამყარებს და, ალბათ, დროა მათ ტოპ-კლუბშიც გაიარონ გამოცდა. “იუვენტუსში” მოხვედრის კიდევ ერთი ახალგაზრდა კანდიდატი არის ლეანდრო დამიაო, ექსპერტების ვარაუდით ეს ფეხბურთელი ასპარეზობას სწორედ, რომ “ბიანკონერების” რიგებში გააგრძელებენ. კანდიდატების რიგებში ასევე სალომონ კალუც მოექცა, რომელიც, როგორც ჩანს ვილაშ ბოაშის გეგმებში აშკარად არ შედის. ერთი სიტყვით, კანდიდატი ბევრია და ალტერნატივაც საკმაოდ მრავალფეროვანია, და, როგორც ჩანს ზამთრის ცივ დღეებში ცხელ-ცხელი სატრანსფერო აჟიოტაჟი გაგვათბობს.
sachiroa axal fexburtelebis damateba

იაკინტა არ უნდა გაუშვან, ჩემი აზრით…
ჩემი აზრით სჯობს ჩირო იმობილე დაიბრუნონ,მაგრად მოუმატა თამაშს და პლიუს დამიაო,თუმცა არც დესტრო და გაბიადინი გვაწყენდა,ორივე პერსპექტიული ახალგაზრდაა…
ძალიან კარგი იქნება თუ ამაური, ტონი, იაკუინტა, გროსო, მოტა, დე ცელიე და კრასიჩს თუ გაუშვებენ ოღონდ მათ მაგივრად
მცველები: კოლაროვი, ჰუმელსი ან სუბოტიჩი
ნახევარ მცველები: გიოტცე, ჰამშიკი, ჰაზარი, ერიკსენი ამათგან ერთერთი
თავდამსხმელები: იოვეტიჩი
ასევე დავიბრუნოთ არენდირებილი ციგლერი, ჯანდონატო, პასკუატო.
აი მერე კი შეიძლება ლიგაზე ფიქრიც
მე ვფიქრობ რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდიდან უნდა გაუშვან იაკუინტა, გროსო, ამაური, კრასიჩი და მათ მაგივრად უნდა დავიმატოთ კოლაროვი, ჰუმელსი ან ვინმე სერიოზული ცენტრალური მცველი.
გიოტცე, ჰამშიკი და ჰაზარი ჩვენთან არ გადმოვა მაგ სიიდან ერიკსენი თუ ვიყიდეთ მაგარი იქნება. ჯანდონატოთი და პასკუათოტი და გინდაც იოვეტიჩით სერია-ა-ზე თუ იფიქრებს კაცი. კოლაროვის შესახებ რავი, ჩვენ რა უნდა მივცეთ სიტის რო დავითანხმოთ…
კარგი ნამუშევარია თავის სლაიდიან-ყველაფრიანად
გაიხარე ნაჩკე შენ რას ფიქრობ რომელი ფეხბურთელები გინდა რომ იყვნენ ამჟამინდელ იუვეში ოღონდ რეალური რომ იყოს მათი გადმოყვანა მე აი ეს ხალხი მინდა მცველები: კოლაროვი, ვან დერ ვილი, ჰუმელსი ან სუბოტიჩი, რუდოლფო. ნახევარ მცველები: დი მარია, ჰამშიკი, გიოტცე. თავდამსხმელები: კავანი. და დავიბრუნოთ ციგლერი, პასკუატო, ჯანდონატო. გავუშვათ მოტა, გროსო, ელია, პაციენცა, ტონი, ამაური, იაკუინტა, კრასიჩი, დე ჩელიე, კვალიარელა. აი ჩემი იუვე მეკარეები: ბუფონი, სტორარი, მანინგერი. მცველები: კიელინი, ლიხშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, ჰუმელსი, რუდოლფო, ციგლერი, ვან დერ ვილი, სორენსენი, კოლაროვი. ნახევარ მცველები: მარკიზიო, ვიდალი, გიოტცე, ჯაკერინი, დი მარია, პირლო, პეპე, ჰამშიკი, ესტიგარიბია, პასკუატო. თავდამსხმელები: დელ პიერო, კავანი, მატრი, ვუჩინიჩი, ჯანდონატო. ამ შემადგენლობით ბარსასაც… Read more »
KACI RO KVALIARELAS GASHVEBAS INATREBS….

აუ კალუ არ მინდა რანაირად რა
აი დამიაო მაგარია მოვიდეს ძაან გამიხარდება 
მოვიდეს ორივე არაა პრობლემა
