ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინში კორონავირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა

იუვენტუსი

მას შემდეგ რაც იუვენტუსის 23 წლამდელთა გუნდი კარანტინში მოთავდა, ტურინელთა მოახლოებულ მატჩებს დიდი კითხვის ნიშანი ადევს.

მილანთან დაგეგმილი სათასო შეხვედრა, თავდაპირველად გულშემატკივრებისთვის ღია უნდა ყოფილიყო, თუმცა მხოლოდ ტურინელებისთვის.. სხვა რეგიონის მაცხოვრებლებისთვის იგი შეიზღუდებოდა.

თუმცა, ახლა როგორც ირკვევა არსებობს ყველა შანსი, რომ დაგეგმილი დაპირისპირება ტიფოზერიის გარეშე ჩაივლის..

უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული ლიონთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, საერთოდ ნეიტრალურ არენაზე გაიმართოს, რაზეც თავად ფრანგული გრანდის პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლა საუბრობს:

“თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სარეზერვო გუნდი ძირითადთან ერთად ემზადებოდა, აქედან გამომდინარე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

უეფა განიხილავს ამ საკითხს და უახლოეს პერიოდში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს კარგ ამბებს მოვისმენ და ყველაზე ცუდი იქნება, ამ დაპირისპირების ნეიტრალურ არენაზე გამართვა”.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Bacho
Bacho
6 months ago

ლიონი დიდი ალბათობით გაგვაგდებს და სარიც მიყვება მაგ ამბავს ასე მგონია

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<