ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტმა სავარაუდო სასტარტო გამოაქვეყნა

გთავაზობთ იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ტორინოს წინააღმდეგ:

ტუტოსპორტის მტკიცებით მაურისიო სარი 4-3-1-2 სქემით გეგმავს ტურინულ დერბიში თამაშს..

ბოლო ხანებში 60 წლის სპეციალისტი არ ცვლის ტაქტიკურ მოდულს და როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლა მისი ფეხბურთელები უშუალოდ ამ სქემასთან არიან კარგად ადაპტირებულნი.

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს, რომელთანაც თუ სხვადასხვა გამომცემლობას დავუჯერებთ ახალ კონტრაქტზე მიმდინარეობს მუშაობა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო იქნება.. დაცვის ცენტრალურ დუეტს წესით და რიგით ლეონარდო ბონუჩი და მატაის დე ლიგტი დააკომპლექტებენ..

მარცხნივ ალექს სანდროა რომელიც არანაირ პროგნოზს აღარ საჭიროებს, რადგან ფაქტიურად შეუცვლელია საკუთარ პოზიციაზე.

ცენტრალურ ზონაში განსხვავებით მარცხენა მცველისა, უფრო მეტი კონკურენცია გვხვდება..

ჯერჯერობით უცნობია მირალემ პიანიჩის მდგომარეობა, შესაბამისად სასტარტოში რეჯისტაზე კვლავინდებურად როდრიგო ბენტანკური მოგვევლინება. მას კი დახმარებას გამოცდილი სამი ხედირა და ბლეზ მატუიდი გაუწევენ.

მართალია დუგლას კოშტა გამოჯანმრთელდა და რამდენიმე წუთით მინდორზეც გამოვიდა, მაგრამ დიდი ალბათობით ტრეკუარტისტაზე ფედერიკო ბერნარდესკი იდგება.

შემტევ დუეტს კრიშტიანო რონალდუ და პაულო დიბალა დააკომპლექტებენ თუ ტუტოსპორტს დავუჯერებთ. გასათვალისწინებელის ის გარემოება, რომ გონსალო იგუაინი თავს კარგად გრძნობს და აქედან გამომდინარე ლა ჯოიას სასტარტოში ყოფნაზე სწორედ ის გაუწევს კონკურენციას.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 months ago

3 ხე ნახევარდაცვაში პლუს შმერნარდესკი, რომელ ლამაზ თამაშზეა ლაპარაკი

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<