ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უგბოლველი, ანუ დაკარგული ბიჭის გახსენება

სათაურში ნახსენებმა პირველმა სიტყვამ არ დაგაბნიოთ. არაფერი განსაკუთრებული. ძველ ქართულად „უგბოლველი“ უმს ნიშნავს. რატომ ვახსენე? ბოლოში მიხვდებით…

ნათქვამია, ადამიანს გაჭირვებაში ყველაფერი ზედმიწევნით და განსაკუთრებულად გამახსოვრდებაო. მგონი სიმართლეა. სწორედ გაჭირვებასთან და იმ გაჭირვებაში მცირედ სიხარულთან რომ არ ასოცირდებოდეს ჩვენი სტატიის გმირი, ალბათ, არც გავიხსენებდით. არ გავიხსენებდით იმიტომ, რომ მის მსგავს ბევრს თუ ცოტას არ ვიცი, მაგრამ რომ უთამაშნიათ ჩვენს საყვარელ „იუვეში“ ფაქტია და ისიც უტყუარია, რომ ისინი ჩვენ არ გვახსოვს.

უთამაშნიათ სხვაგანაც. ერთი ეგაა, რომ გრანდებში ეგეთებს არ იმახსოვრებენ. რატომ? როცა გრანდი გრანდობს, ეგეთების ადგილი მანდ არაა. მოიყვანენ, გასცემენ ავანსებს და რომ ვერ გაამართლებს, მალევე უშვებენ, ისე რომ ვერც იმახსოვრებ, უფრო სწორად ვერც ასწრებ დაიმახსოვრო. მხოლოდ დიდები ქმნიან ისტორიას, მათი სახელებია ამოტვიფრული გულშემატკივართა ცხელ გულებზე.

მაშ, რამ განაპირობა ასე რომ მახსოვს ეგ ბიჭი? იმან, რომ უსაშველოდ გვიჭირდა როცა ის ჩვენთან გამოჩნდა. გვიჭირდა კი არა, ფაქტიურად ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით. სხვა რა დავარქვა აბა იმას, რომ იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანი, სადღაც ცხრილის შუაში ტორღიალობდა. საქიაქო გახდა ინტერისტებისთვის და მათი მსგავსი ბიჭ-ბუჭობისთვის ჩვენი გულების ქალბატონი. დაუდგათ დრო და სარგებლობდნენ. მე ვიცი რაც ხდებოდა მაშინ ჩემს შინაგანში და ამადაც ადვილად გავიგებ თქვენსას. ცუდი დროება გვედგა, ან კი გვედგა საერთოდ?!… გარეშე მტრების წისქვილს, იმჟამინდელი ხელმძღვანელობის უუნარობაც ხომ წყალს ასხამდა და ასხამდა. ეს რაღაც მარაზმი იყო. ან დიდი ხნით სიბნელე გვექადდა წინ, ან კიდევ გამოღვიძება უნდა დაგვეწყო. ამ დროს გამოჩნდა ის ქერათმიანი სერბი ბიჭიც…

არ იფიქროთ გმირის მანტიით ვმოსავდე ვინმეს, მითუმეტეს ჩვენი სტატიის ცენტრალურ ფიგურას. ან რა იყო საგმირო? ის სეზონიც ისევე უსახელოდ დავასრულეთ, როგორც წინა, მაგრამ ამ ბიჭმა ჩვენში გააჩინა ის, რაც ძალიან გვჭირდებოდა – მომავლის იმედი! საუბარი მილოშ კრასიჩზე მაქვს.

რა ლამაზად დაიწყო მისი ტურინული კარიერა. სეზონის ნახევარი საოცრად ჩაატარა, მეორე ეტაპზეც არა უშავდა. ახლაც მახსოვს მისი თამაში „ინტერთან“, როგორ ბოლომდე იბრძოდა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში, ბოლო წამზე გატანილი გოლი „ლაციოსთან“, რომელმაც ექსტაზში მოიყვანა სტადიონზე(და არა მარტო) მყოფი ტურინული ტიფოზერია და ჰეთ-თრიკი „კალიართან“. უდაოდ გამორჩეული ფიგურა იყო იმ „იუვეში“. სათამაშო სტილი და გარეგნობა დიდ ჩეხზე მიუგავდა. ჩვენც მეტი რა გვინდინდოდა და შევარქვით „ახალი ნედვედი“. არც ის დამავიწყდება, ზოგან მისი გვარის ნაცვლად „კლასიჩს“ რომ წერდნენ. თითქოს, მართლაც მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავდა გუნდში, მაგრამ აღმოჩნდა რომ ვცდებოდით. ვერ გაქაჩა. ვერ გაამართლა გაცემული ავანსები. ეს ყველაფერი მოგვიანებით გამოჩნდა, მაშინ,როცა მარად წარბშეჭმუხვნილი სენიორი ჩაგვიდგა სათავეში. იმ სეზონში კი – ის ჩვენი ნათელი მომავლის ერთადერთ იმედად ისახებოდა, მყოობადის ძლევამოსილი „იუვეს“ საკვანძო მობურთალად. თურმე მწარედ ვცდებოდით…

იმედგაცრუება იმედგაცრუებად, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, კრასიჩი იყო ის ფეხბურთელი, რომელიც იმ გაძაღლებულ სეზონში სიხარულებს გვჩუქნიდა. საერთო გაწბილების ფონზე(ვგულისხმობ გუნდის შედეგებს, როგორც „სერია A“-ში, ისე ევროპა ლიგაზე) რაღაც სხვანაირად ჩანდა მისი თამაში, ბოლომდე ბრძოლა და ჯიგრიანობა. ამიტომაც იყო, რომ გულშემატკივარს სხვანაირი ტკივილი დაუტოვა ამ ბიჭმა. დღესაც, როცა იტალიაში დავიბრუნეთ მოწინავე პოზიციები და იმედია ევროპაშიც ღირსეულად დავბრუნდებით(ევროპა ლიგის მოგება ამადაცაა აუცილებელი), შევამჩნიე ჩემს თავს, რომ რამდენჯერმე „YOUTUBE“-ის საძიებო ველში კრასიჩის გვარი ჩავწერე და მისი ხანმოკლე ტურინული კარიერის ლამაზ მომენტებს სიამოვნებით მივადევნე თვალი. რამ განაპირობა ეს? მილოშის თამაშისას არც იტალიაში მოგვიგია რამე და მითუმეტეს არც ბებერ კონტინენტზე, მაგრამ მივხვდი, რომ ამის მიზეზი იყო ის, რომ იმ უსაშველო იმედგაცრუებების ხანაში სერბი ბიჭის თამაში გულს სხვანაირად ხვდებოდა. იმ წყვდიადში, თითქოს ნათელი წერტილი იყო… შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ჩემს მოსაზრებას, მგონი ,თქვენც ეთანხმებით მეგობრებო…

დიდი იმედი მქონდა, რომ კონტეს ხელში პროგრესს განაგრძობდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რა იყო მიზეზი ძნელი სათქმელია და სიმართლე ვაღიარო, ამ ეტაპზე არც მაინტერესებს. ფაქტი ის იყო, რომ მილოშმა სენიორ ანტონიოს სქემებში თავი ვერ იპოვა. ამიტომაც მოუწია აბარგება და შთამბეჭდავად დაწყებული „შავ-თეთრი“ კარიერის ნაადრევად დასრულება. ვერც თურქეთში გაუმართლებია იმედები და იმათ მერე საფრანგეთში გაუნათხოვრებიათ. აწი არ ვიცი რას იზამს, მაგრამ ჩვენ რომ თავი დაგვამახსოვრა მოკლე დროში – ფაქტია! ეს ცოტა არაა ნამდვილად!

ასეა თუ ისე, ლამაზად დაწყებული სერბი ბიჭის ისტორია ცუდად დამთავრდა, ჩვენთვისაც და მისთვისაც. ბიჭი რამდენჯერმე შეგბნებულად ვახსენე. ეს იმიტომ რომ, კრასიჩი ბიჭად დარჩა, კაცად ვერ იქცა. უმი იყო და ტურინულ წვენში ვერ მოიხარშა, ვერ გახდა ბოლომდე სასურველი. უმების და ბიჭების ადგილი ტურინში არაა. აქ ნამდვილების და კაცების კრებულია. ასე იყო ოდითგან და ღმერთმა ნუ ქნას სხვაგვარად!

იმ იმედისთვის კი, რომელსაც მაშინ გვჩუქნიდი – არ დაგივიწყებთ და გვემახსოვრები სერბო!

დიდი მადლობა და ნახვამდის, მილოშ!

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე-ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
7 years ago

მართალია ამ საიტზე შეილება ყველა სიახლე წამი წამში არ იდება და მახსოვს სკუდეტო რო მოვიგეთ იმ დრეს სულ 2 სიახლე იყო გვერდზე, მარა მაინც ვთვლი რო ამ გვერდს ყველაზე მაგარი ადმინები ყავს რააა… ასე სული და გულით დაწერილი სტატია მე ბევრი არ მინახავს :love: :love: :love: არ ვიცი შეიძლება ვაბსე მწერლები ხართ ან ჟურნალისტები ასე რო გამოგდიტ მარა მართლაც რომ საღოლ რაა :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

7 years ago

მე სულაც არ მწყდება გული ამ ფეხბურთელზე ))) ახალმოსული ცოტა რაღაცას თამაშობდა მაგრამ მერე საკუთარი თავი სულ რაღაც ერთ თვეში ამოწურა, ტავის მაქსიმუმი აჩვენა, და ყველამ ერთად ვნახეთ რომ მისი მაქსიმუმი არც ისე შთამბეჭდავი იყო

ისე კი კაი სტატიაა ბრავო )))

mamuka iosava
7 years ago
Reply to 

კრასიჩს ტავიდანვე ეტყობოდა სწორხაზოვნება…აი ეგ იყო მიზეზი…

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to 

უფრო კარგადაც შეიძლებოდა კრასიჩის გამოყენება

jjj jjj
7 years ago

:love: :love: :love:

dito chanturia
7 years ago

მართლა მაგრა მწყდება გული მასზე მაგრამ გასნაკუთრებით ჩემი გულის ტკივილი დიეგოს ეკუთვნის მსიამოვნებდა ყოველთვის მისი ყურება და როგორ გაუშვეს ახლაც მისი ხათრით ვბალეიშიკობ ატლეტიკოშ და ყოველთვის როცა ვოლფსბურგი თამშობდა და გაიტანდა ან რამე გავხედავდი დიეგომ ხო არ გაიტანა ან ასისტი ხო არ ქნათქო როგორ მიდნა კდიე ვიხილო შავ თეთრ მაისურში ის ბიჭი :forza: :forza:

AnonyMous
7 years ago
Reply to  dito chanturia

მეც მასე ვიყავი ზუსტად ვუყურებდი დიეგოს გოლებს ვოლფსბურგში და ეხლა ატლეტიკოს ვბალეშიკობ მაგის გამო.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

7
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<