ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უეფამ დაიწყო გამოძიება 2006 წლის სკუდეტოზე

უეფამ დაიწყო გამოძიება, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 2006 წლის სკუდეტოს ბედს. საქმეს აწარმოებს პიერ კორნიუ – ფედერაციული სპორტული სასამართლოს პრეზიდენტი და ამასთან ერთად იგი არის პლატინის კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში. მან გაუგზავნა წერილი იფფ-ს რათა ამ უკანასკნელებს დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია:

«იფფ-ს პრეზიდენტო და დანარჩენო წევრებო, წერილში თქვენ იხილავთ თხოვნის ასლს, რომელიც გამოგზავნილ იქნა 2 სექტემბერს იუვენტუსის პრეზიდენტის მიერ. როგორც თქვენ შემაჩნევდით, იუვენტუსი აპროტესტებს 2006 წელს მისთვის სკუდეტოს წართმევას და თვლის, რომ ინტერმა ზუსტად იგივე მოქმედებები ჩაატარა რაც იუვენტუსმა, იმ სეზონში. აპროტესტებს იმას, რომ ინტერი არ დასჯილა და უეფას თხოვს:

1. დააფიქსიროს თავისი აზრი იმის შესახებ თუ როგორ გამოიძია იფფ-მ ფაქტები, რომლებიც ეხებოდა იუვენტუსს და ინტერს.

2. აეკრძალოს ინტერს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა 2011-12 წლებში

3. შეატყობინოს იუვენტუსს იმ სანქციების შესახებ, რომელსაც მიიღებს უეფა ინტერთან და იფფ-თან მიმართებაში.
ფაქტიურად იუვენტუსი ითხოვს შეაფასოს კარგად შეასრულა თუ არა იფფ-მ თავისი საქმე. აპრიორი ჩვენ არ გვაქვს ეჭვი თქვენს კეთილსინდისიერ საქმიანობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა თუ თქვენ ნათლად დააფიქსირებდით თქვენს პოზიციას იუვენტუსის განცხადებასთან დაკავშირებით და ამით გაფანტავდით ყველა გაუგებრობას.ველით თქვენს პასუხს 19 ოქტომბრამდე და შემდეგ გადავწყვეტთ თუ როგორ ვიმოქმედოთ.

საუკეთესო სურვილებით.

პიერ კორნიუ.

იფფ-ს პრეზიდენტი ჯანკარლო აბატე კი აცხადებს, რომ მას არ აღელვებს მიღებული წერილი: “ეს სტანდარტული პროცედურაა. უეფას ეჭვი არ ეპარება ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების კორექტულობაში”

თუმცა თავად ფაქტი, რომ უკვე დაიწყო გამოძიება არის პოზიტიური მოვლენა იუვენტუსისათვის, რაზეც ისაუბრა ანდრეა ანიელიმ ვატიკანის შეხვედრაში: “ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას იუვეს ისტორიისა და მისი გულშემატკივრების სახელით. როდესაც პლატინი საუბრობს ტყუილად დაკარგულ კონვერტზე და მარკაზე, ის ცხადია ხუმრობს თავისებურად. მაგრამ ოფიციალური განაცხადი უეფამ უკვე გააგზავნა იფფ-ში და ეს არის იმის სიგნალი, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ გვჯერა უკეთესობის. ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე და გავაგრძელებთ ამ გზას მილიონი გულშეამტკივრისათვის რომელთაც სურთ, რომ სასამართლოს წინაშე ყველა თანაბარი იყოს”.

მოჯისაც მოეპოვებოდა რამოდენიმე სიტყვა ამასთან დაკავშირებით: “უეფას წერილი? მეც მაინტერესებს ვნახო თუ რას უპასუხებს იფფ, ყველაფერი იმის შემდეგ რაც მოხდა ბოლო პერიოდში. რაც მოხდა პროცესის შემდეგ, რომელიც დაფუძნებული იყო მხოლოდ აურიკიოს გამოძიებაზე და რომელიც შემდეგ არ აღმოჩნდა ის ვისადაც ასაღებდნენ. როდესაც აურიკიო იძლეოდა ჩვენებებს ნეაპოლის სასამართლოში, ის ამბობდა მხოლოდ “მე არ მახსოვს”  ან “მე ვიძიებდი მატჩებს გაზეტა დელო სპორტის პუბლიკაციების მიხედვით” რაც არანაირად არ შეესაბამება ვერდიქტს, რომელიც გამოიტანეს. საზოგადოება და უეფა ვალდებულია იცოდნენ სიმართლე, და არა მხოლოდ ის, რაც აქამდე ეგონათ სიმართლე”.


წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi kodua
11 years ago

მთავარი სკუდეტო დაგვიბრუნონ მაგათი დედაც!!!!!!!!!

irakli nikolaishvili
11 years ago

აუ მაშინაც ვიძახდი და ეხლაც ვიძახი, რომ ეს იყო იმენა იუვეს მიმართ გაჩალიჩებული და რატომ ავხსნი, ჯერ ერთი იმ პერიოდში იუვეს მეტი ვერავინ გრიმიტობდა სერია ა ში, ეს ერთი ეხლა მეორო, იუვეს მალე მესამე ვარსკვლავს მიარტყავენ გულზე და ამას ვერცერთი მილანელი და ინტერნაციონელი ვერ აიტანდა და იმიტომაც მოხდა ეგ ამბავი, და მესამე, იტალია არის ხალხო დღესაც ჩაწყობის ქვეყანა, სადაც დიდი პული არის და ტრიალებს იქ არის მთავრობა, მერწმუნედ ეგრეა სამჯერ ვარ ნამყოფი

11 years ago

amati aperistiii ………. formalobis pontshi miweres ra pasuxi

11 years ago

არა მგონია ფიფა სერიოზულად ჩაერიოს მაგაში… უბრალოდ საბოლოოდ დაუმტკიცებენ ინტერს… რო მომავალში აღარ იყოს ლაპარაკი მაგაზე… :(

11 years ago
Reply to 

100000% Getanxmebi , werilis textidanac chans eg.

giorgi sidiani
11 years ago

პლატინის იმედი მაქვს,იმედია ყველაფერს ნორმალურად გამოიძიებენ

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x