ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უეფას ტურნირების გადადება კიდევ ერთხელ მოუწია

UEFA

დღეს, როგორც მოგეხსენებათ უეფა ევროპის წევრ 55 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებთან და ასოციაციებთან მართავდა ვიდეო კონფერენციას.

სხვადასხვა გავლენიანი წყაროების მტკიცებით, მიღებულ იქნა მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც მსოფლიოში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

უკვე შეგვიძლია ოფიციალურად დავადასტუროთ, რომ ყველა ის საკლუბო თუ სანაკრებო მატჩები, რომელიც დაგეგმილი იყო ივნისის ჩათვლით, გადადებულია..

საკლუბო ტურნირები არ განახლდება იქამდე, სანამ უეფა დამატებით შეხვედრას არ გამართავს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი სახის ინფორმაცია თუ როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის შეხვედრები.

რაც შეეხება სანაკრებო ბატალიებს – როგორც მოგეხსენებათ მარტში უნდა გამართულიყო ერთა ლიგის 1/2 ფინალური დაპირისპირებები, რომელიც ჯერ ივნისისთვის გადადეს, ხოლო ახლა როგორც ირკვევა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები არც ამ თარიღში გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება იგივე საქართველო ბელარუსის და სხვა პლეი-ოფები, თუმცა ფაქტია მინიმუმ შემოდგომამდე ამ შეხვედრებს არ უნდა ველოდოთ.

ანალოგიური გადაწყვეტილებები შეეხო სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებს, მაგალითად ქალთა 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში ივლისში უნდა გამართულიყო და ასევე 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რომელიც მაისში უნდა დაწყებულიყო.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<