ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სიახლეები

მადრიდული მარკა-ს მტკიცებით კრიშტიანო რონალდუს ტურინის დატოვება სურს.

მართალია ხელმძღვანელობა სხვა სახის განცხადებას ავრცელებს, თუმცა ესპანეთიდან წამოსული ხმების თანახმად კრიშტიანოს სამეფო კლუბში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, სადაც ახლა კარლო ანჩელოტი იმუშავებს, რომელთანაც შემტევს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს.

ალტერნატიულ ვარიანტად კვლავინდებურად პსჟ სახელდება, მაგრამ ის შემთხვევაში თუ კი პარიზელებს კილიან მბაპე დატოვებს.. სხვა მხრივ მარკას მტკიცებით ყველაზე რეალურ შესაძლებლობად სწორედ მადრიდული გრანდია.

ჯორჯო კიელინისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი უბრალო ფორმალობაა და მეტი არაფერი. დღეს, კონტინასაზე აძურის ფეხბურთელებიც დაბრუნდნენ და ახლა მაქს თითქმის მთელი გუნდი ყავს.

კაპიტანი უკვე შეხვდა მაურისიო არივაბენეს და ფედერიკო კერუბინის.. შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა და მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს. შესაბამისად, ჯორჯო ტურინელებთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

საუბარი თავდაპირველად 1 წლიან ხელშეკრულებაზე მიდიოდა, მაგრამ ჯორჯოს კატარში დაგეგმილ მუნდიალზე თამაში წყურია და აქედან გამომდინარე კონტრაქტის ვადა 2 წლამდე გაიზარდა. რა ფორმულით იქნება 1+1 თუ პირდაპირ 2-ით ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს. წესით ოფიციალურ ცნობას უკვე რამდენიმე საათში უნდა ველოდოთ.

დაცვის ხაზში შესაძლოა ტურინი ერთბაშად ორმა მოთამაშემ დატოვოს – მერიჰ დემირალმა და დანიელე რუგანიმ. ერთის თავისთან ხილვა ბორუსიას და ატალანტას სურს.. ეს უკანასკნელი ახლოს არის რომეროს ტოტენჰემში გაყიდვასთან და ერთ-ერთ ალტერნატივად სწორედ თურქი ყავს შეგუებული. რუგანის თავისთან გადაყვანა მაურისიო სარის სურს, რომელიც ლაციოს ამჟამინდელი უკანახაზით ბოლომდე კმაყოფილი არ არის.

იმ შემთხვევაში თუ კი ფედერიკო კერუბინიმ ორივეს გასხვისება მოახერხა, მაშინ მათ ნაცვლად შავ-თეთრებს ფიორენტინაში მყოფი ნიკოლა მილენკოვიჩი გააძლიერებს.

მანუელ ლოკატელის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ისევ არ ხერხდება. სასუოლო ჯიუტად ითხოვს 40 მილიონს, მაშინ როდესაც იუვე 32 მილიონს მიუახლოვდა და როგორც ჩანს ზემოთ წასვლას აღარ აპირებს.

ბიანკონერის იმედი აქვს, რომ კლუბი ფეხბურთელის სურვილს გაითვალისწინებს. მანუელს მტკიცედ აქვს იუვეში გადასვლა გადაწყვეტილი და ყველა შეთავაზებას უარობს.

თუმცა, ყველა შეთავაზება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. რეალურად არა იტალიური გუნდებიდან არსენალი აქტიურობს.. ლივერპული და ბარსელონა უბრალოდ ინტერესის დონეზე გამოჩნდნენ.. ასე რომ სასუოლოს რომ ვთქვათ რაიმე დიდი არჩევანი აქვსთქო მოვიტყუებით.. ტურინი იმედიანად არის, მაგრამ სხვა შესაძლებლობებსაც განიხილავს.

ერთ-ერთი ასეთი დღეს ჩელსიში მყოფი ბაკაიოკო დასახელდა.. ჰორიზონტზეა ბაიერნში მყოფი ტოლისოც.. მირალემ პიანიჩის ვარიანტი დღის წესრიგში დგას, მაგრამ აქ ყურადღებით არის ინტერიც.

საერთოდაც ბოსნიელზე გადაწყვეტილება ბარსელონამ უნდა მიიღოს, რომელიც კი თანახმაა მის გაშვებაზე, მაგრამ სატრანსფერო ფორმულაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა.. მისი მიზანია საბოლოოდ გასხვისება, რაზეც კლუბები თავს იკავებენ.. არენდა კი კატალონიელებისთვის წამგებიან ვარიანტად განიხილება და ამიტომაც ეს პროცესი დროებით შეჩერებულია.

აარონ რემზიმ მონცასთან რეჯისტაზე პოზიციაზე კარგი შეხვედრა გამართა, მაგრამ მას წასვლა აქვს გადაწყვეტილი. პრემიერ ლიგის კლუბები მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად და იმ შემთხვევაში თუ კი ბიანკონერისთან საერთო ენას გამონახავენ, მაშინ მისი შეცვლა პიანიჩს დაევალება.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x