ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სიახლეები

სატრანსფერო ფანჯარა იუვენტუსისთვის საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კაიო ჟორჟის გარდა ტურინელებს ჯერჯერობით ფაქტიურად არავინ დაუმატებიათ.

აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე და სანამ ის არ დაიხურება, მანამდე ბიანკონერი სხვა გარიგებებზე არც კი ფიქრობს.

ლოკატელის შემთხვევაში სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება – რიგით მესამე შეხვედრაზე მხარეები სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ თავად გარიგების ფორმულაზე ვერა..

იუვე 5 მილიონს გადაიხდის არენდაზე, ხოლო სეზონის ბოლოს 30-32 მილიონად გამოისყიდის, თუმცა მხოლოდ იმ შემთვევაში თუ კი ტურინელები ჩემპიონები გახდებიან.. სასუოლოს კი ასეთი ვარიანტი არ აწყობს და კონტრაქტში აუცილებელი გამოსყიდვა ნებისმიერი შედეგიდან გამომდინარე სურს.

მომდევნო შეხვედრა მხარეებს შორის მალე შედგება და წესით რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ.

სწორედ ამ შეხვედრის და გადაწყვეტილების მოლოდინშია მირალემ პიანიჩი რომელიც ბარსელონას ერთ წლიანი წარუმატებელი თავგადასავლის შემდეგ მალე დაემშვიდობება.. კუმანს იმდენად არ მოწონს ბოსნიელი, რომ მოახლოებულ მატჩში განაცხადშიც არ შეიყვანა.

დიახ, პიანიჩი ბარგით ხელში მოუთმენლად ელის ტურინში დაბრუნებას, მაგრამ არის სამი გარემოება რომელიც პრობლემას ქმნის.. ფინანსური? გააჩნია რა კუთხით შევხედავთ, რადგან ბარსა თანახმაა მის უფასოდ გასხვისებაზე.. რათქმაუნდა არენდა იგულისხმება..

დავიწყოთ თანმიმდევრულად – პირველ რიგში არსებული კონტიგენტისგან განთავისუფლება.. პაველ ნედვედს და ფედერიკო კერუბინის ყველაზე მეტად აარონ რემზის გაყიდვა სურთ, მაგრამ ამ ეტაპზე ერთი მსურველიც კი არ გამოჩნდა, რომელიც უელსელს სეზონში 7 მილიონიან მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა.

მეორე რიგში უკვე ზემოთხსენებული ლოკატელის საგა, რომლის დამთავრებამდე ხელმძღვანელობა სხვა საქმეს ვერ განიხილავს.

და ბოლოს პიანიჩის ანაზღაურება.. იუვენტუსი ბარსელონას ამ მხრივ მონაწილეობას თხოვს და თანხა მინიმუმ 20%-ს უნდა შეადგენდეს..

შესაბამისად თავად ხვდებით, რომ ამ ეტაპზე საქმეში ფეხბურთელის და მწვრთნელის სურვილი ფიქსირდება, ხოლო გარიგებას გარკვეული ფაქტორები აფერხებს..

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ვახო
ვახო
10 months ago

სამედიცინო შემოწმებაზეა ლოკატელი :) რახან ეს გაიჩარხა…
ლოკატელი-რაბიო-ბენტანკური (ალეგრის ბენტანკური), არტური, მაკკენი და რემზი. ცუდი არაა, დაჟე როცა ალეგრია ზემოთ კარგიც შეიძლება დაერქვას… იმედია დიდი შედეგები დაიდება წელს…

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x