ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ფაბიო პარატიჩი

გთავაზობთ იუვენტუსსთან დაკავშირებით, უკანასკნელი 24 საათის მთავარ სატრანსფერო სიახლეებს:

თუ იტალიურ და ფრანგულ მედიას დავუჯერებთ, ბიანკონერი საკმაოდ ახლოს არის 17 წლის ცენტრალური მცველის დამატებასთან.

საუბარი ეხება ფელიქს ნზუანგოს რომელიც ამენის ღირსებას იცავს.

სატრანსფერო თვალსაზრისით იტალიელებს უკანახაზელი, რომელსაც სამშობლოში ახალ რაფაელ ვარანად მიიჩნევენ, სულ რაღაც 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ფელიქსზე დიდ იმედებს ამყარებენ და დღეისათვის საფრანგეთის 17 წლამდელთა ნაკრების წევრიც არის. 

იუვენტუსმა და სასუოლომ შესაძლოა საქმიანი ურთიერთობა აღადგინონ..

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება რომ მხარეებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები ვითარდება..

ამჯერად საქმე მანუელ ლოკატელის ეხება, რომელმაც მიმდინარე სეზონში მოკრძალებული კლუბის რიგებში მოედანზე 27-ჯერ გამოჩნდა.

Mapei -ს ბინადრები მის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონის გამომუშავებას გეგმავენ, თუმცა ციფრები შესაძლოა საქმეში ჰანს ნიკოლუსი კავილიას ჩართვამ გამოიწვიოს.

იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი, ამ ეტაპზე პერუჯაში ირჯება და სასუოლო არ იქნება წინააღმდეგ იგი თავისთან იხილოს.. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

რომაული წყაროების ცნობით, გასულ კვირას იუვენტუსის და მგლების ხელმძღვანელობა ერთმანეთს დაახლოებით სამჯერ შეხვდნენ..

სასაუბრო თემა ნიკოლო ძანიოლო იყო, რომლის ხილვა იუვეს ძალიან უნდა..

თუმცა, ჯეიმს პალოტას მოთაფვლა შავ-თეთრებმა ვერაფრით მოახერხეს.. 

60 მილიონი – ეს არის თანხა, რის სანაცვლოდაც მგლები ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ.. თუმცა, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი საქმის ბარტერით მოგვარებას ფიქრობდნენ..

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა რომაელებს ფედერიკო ბერნარდესკი და დანიელე რუგანი შეთავაზეს, მაგრამ ასეთ ვარიანტზე ცივი უარი მიიღეს..

უახლოეს დღეებში მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება და ტურინელებს უფრო მიმზიდველი წინადადების მომზადება მოუწევთ.

პარიზული წყაროების მტკიცებით, პსჟ-მ კიდევ ერთხელ ცადა ჟორჟ მენდეშთან კრიშტიანო რონალდუს თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყება, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა..

რონალდუს ბებერ ქალბატონში დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, თუ ვინ იქნება გუნდის თავკაცი მომავალ სეზონში..

და ბოლოს.. რამოდენიმე ესპანური წყაროს მტკიცებით, რომლის სანდოობაც ეჭვებს იწვევს, ბიანკონერის წარმომადგენლებმა ტონი კროოს კონკრეტული წინადადებით მიმართეს.. 

იუვენტუსი ნახევარდაცვის გაძლიერებას მაქსიმალურად ეცდება და ერთ-ერთ ვარიანტად 30 წლის გერმანელ შუახაზელს განიხილავს..

ეს უკვე არაერთი შემთხვევაა, როდესაც შავ-თეთრების სიახლოვეს კროოსის გვარი ფიგურირებს, მაგრამ რამდენად შეელევა ზიზუ მსოფლიოს ჩემპიონს რთული საკითხია.. 

4.5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<