ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ფაბიო პარატიჩი

გასული 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა სახის ინფორმაციები გავრცელდა, რომელიც ბიანკონერის უკავშირდებოდა.

საუბარი უმჯობესია დავიწყოთ ტიაგო ალკანტარასთან დაკავშირებით, რომელსაც შავ-თეთრ მაისურს არაერთი წელია აცმევენ, მაგრამ რიგი გარემოებებიდან გამომდინარე ისტორია განვითარებას და ლოგიკურ დასასრულს ვერ აღწევს.

ამჯერად ვრცელდება ხმები, რომ ტურინსა და მიუნჰენს შორის კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია და მხარეები მოთამაშეთა გაცვლით არიან დაინტერესებულები.

კერძოდ, არაა გამორიცხული გერმანიაში კარიერა დუგლას კოშტამ გააგრძელოს, რომელიც თავის დროზე აპენინებზე სწორედ ბუნდესლიგიდან მოვიდა..

ორივე მხარე 30 მილიონიან ნიშნულზე შეჯერდა და მათთვის ეს ციფრი მისაღებია.. აქედან გამომდინარე იუვეს ან ბაიერნს თანხის დამატება არ მოუწევს და საქმე პირდაპირ ბარტერთან გვექნება.

დაველოდოთ და ერთად შევხედოთ, რამდენად გამართლდა აღნიშნული ცნობები, რომელსაც გარკვეული იტალიური და გერმანული წყაროები იუწყებიან.

Gazzetta -ს მტკიცებით ტურინელები არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე გეგმავენ მოლაპარაკების განახლებას.

პოლონელზე პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც დე ლაურენტისმა 50 მილიონი მოითხოვა.. ტურინი ალტერნატიულ ვარიანტებზე კი გადაერთო, მაგრამ ყველგან წარუმატებლობა განიცადა..

დრო გადის, ხოლო ანდრეა პირლოს მხრიდან მოთხოვნილი ფორვარდი არ ჩანს.. გონსალო იგუაინმაც გუნდი დატოვა და კლუბს ახლა ყველა ვარიანტში ჭირდება სათანადო შევსება ამ პოზიციაზე.

დღეისათვის არკადიუშის ღირებულება 25 მილიონამდე დაეცა, რადგან ფორვარდს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და არსებობს რისკი მისი საერთოდ უფასოდ დაკარგვის..

თუმცა, ფაბიო პარატიჩი ახლა ისევ და ისევ ლუის სუარესის ტრანსფერზეა გადართული, რომელთან დაკავშირებით რაიმე ახალი და საინტერესო ცნობები არ არის.. მხარეები ტონალურ რეჟიმში იმყოფებიან..

ალტერნატივა ედინ ჯეკო? დიახ.. თუმცა, რომას გაშვება არ უნდა, ხოლო ფეხბურთელი წასვლისკენ არ იხრება..

სხვა გვარებიდან კი გაჟღერდა ოლივიე ჟირუ მაგრამ მოთამაშემ თავად უარყო ჭორები და ჩელსიში დარჩენა დაანონსა.ა

პ.ს. უკანასკნელი ცნობებით 17 სექტემბერი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს იუვენტუსის და ლუის სუარესის ისტორიაში.

ამ დღეს, პარასკევს პერუჯაში 12:00-ზე შედგება იტალიური ენის გამოცდა და როგორც ჩანს ურუგვაელის საგის გაგრძელება სწორედ ამ ეპიზოდზეა დამოკიდებული.

 

4.8 4 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bero-juve10
bero-juve10
13 days ago

imis gatvaliswinebit rom pogba, zaniolo, kante ver mogvyavs moiyvanon
alkantara da riki puchi es naxevar dacvashi amat moayolon
belerini, renan lodi, suaresi da kieza
shemdeg gaushvan
xedira, rugani, remzi, koshta, kvadrado, danilo, piaca.

Juve2003
Juve2003
13 days ago

ალკანტარას მოსვლა უდავოდ კარგი იქნება მაგრამ დღე-დღეზე მომდგარი თამაშისთვის რომ ფორვარდი გაკლია და შუახაზელზე ფიქრობ ცოტა გაუგებარია. იმედია თავდამსხმელად ვინუჟდენები არ გახდებიან და ვინმე გამო*ლევებულს არ მოიყვანენ.

batumski
batumski
14 days ago

სავარაუდოთ ივან პერისიჩის წასვლით არსებული სიცარიელის შევსება მიუნხენელებს დაგლას კოსტათი სურს,თავის მხვრივ ტიაგო ალკანტარამ უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე რაც აფიქრებინებს ხელმძღვანელობას გასხვისებაზე(ბოლო შანსია სარგებლის ნახვა თუ სურთ,ასე რომ ამ მოცემულობაში ალკანტარასა და კოსტას ბარტერი ერთი-ერთში ლოგიკური და იდენტურია)..

batumski
batumski
14 days ago

ყოველთვის მომწონდა ალკანტარა რადგან ვთვლი რომ ესაა უსაზღვრო შესაძლებლობების და პოტენციალის მქონე ექსტრა ფეხბურთელი..

batumski
batumski
14 days ago

იდეაში ტიაგო ალკანტარას შეძენა უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,თავისი გადაცემებისა და ინტელექტის გათვალისწინებით ალკა თამაშს უხელმძღვანელებდა..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<