ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სიახლეები ტურინიდან

იუვენტუსი

ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენა ბევრ პრობლემებს ქმნის.. როგორც საიმიჯო თვალსაზრისით, ასევე ფინანსურად..

ფინანსური პრობლემები კი ნიშნავს იმას, რომ კლუბს ბიუჯეტის მხრივ კორექტირების მოხდენა მოუწევს.

მაგალითად კრიშტიანო რონალდუზე რომ იწერება, ლიგის გარეშე ტურინს დატოვებსო, ეს უფრო განპირობებულია იმით, რომ შავ-თეთრები დაახლოებით 90 მილიონიან ზარალს ნახავენ..

პორტუგალიელის კონტრაქტი კი ისედაც მძიმე ტვირთად აწევს ბიანკონერის, ხოლო ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კრიშტიანოს არც ლიგის გარეშე სურს, არც ხელფასის შემცირება და უდაოდ ეცდება წასვლას, მაგრამ მისი მსურველი კლუბი ჰორიზონტზე საერთოდ არ ჩანს.

პსჟ-ზე იწერებოდა, მაგრამ ფრანგები არ გეგმავენ მის დამატებას, რადგან ახლა მათი მთავარი საზრუნავი კილიან მბაპეს შენარჩუნებაა.

რეალში დაბრუნების ვარიანტი თავად ფლორენტინო პერესმა გამორიცხა.. ამერიკული და არაბული ვარიანტები თავად კიბორგმა უარყო.

მანჩესტერ იუნაიტედზე ალაგ ალაგ ისმოდა, მაგრამ იქ საგადასახადო პოლიტიკა იტალიისგან რადიკალურად განსხვავებულია და თან ინგლისელები 30 -ის შეთავაზებას ისედაც არ ფიქრობდნენ.. მანჩესტერლებმა კრიშტიანოს მაქსიმუმ სეზონში 15 მილიონი შეთავაზონ, რომლის ნაწილს სწორედ საგადასახადოს კანონმდებლობა დაიკავებს.

ასე რომ, რონალდუს მომავალთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ კლებულობს.. წასვლის სურვილია ერთია, მაგრამ იუვე მას უფასოდ არ შეელევა და რა იქნება, უდაოდ საინტერესოა.

პრობლემები ამით არ სრულდება.. მატეის დე ლიხტთან მიმართებაში ბარსელონა გააქტიურდა, რასაც ხელს ტურინელთა კატასტროფული ასპარეზობა უწყობს.

ჩემპიონთა ლიგის გარეშე კლუბს ბიუჯეტი სხვადასხვა სახსრებით ექნება შესავსები და ბარსა ამას კარგად ხვდება, რის გამოც ესპანელები მზადყოფნას გამოთქვამენ 85 მილიონი გაიღონ ჰოლანდიელის სანაცვლოდ.

ზოგადად ბარსას მესვეურებს მინო რაიოლასთან ურთიერთობა დიდად არ ხიბლავთ.. ურთიერთობა მათ შორის ჯერ კიდევ ზლატან იბრაჰიმოვიჩის პერიოდში გაფუჭდა.. მაგრამ დე ლიხტის შემთხვევაში ყველა მხარე მზად არის კომპრომისისთვის.

თავად ჰოლანდიელსაც ესიმპატიურება ეს ვარიანტი, რადგან ბარსას მიმართ საკუთარი “ემოციები” არასდროს დაუმალავს.

აი ასეთი პრობლემების წინაშეა კლუბი.. რომელსაც ყველაფერთან ერთად გუშინ იფფ-ს პრეზიდენტ გრავინას კომენტარიც დაერთო:

“გვსურს მედიატორის როლი შევასრულოთ იუვენტუსსა და უეფას შორის მიმდინარე ცხარე დებატებში. თუმცა, ტურინელებს უნდა ესმოდეთ, რომ თუ სუპერლიგიდან ოფიციალურად არ გავლენ, მაშინ სერია ა-ში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ეს წესები ყველასთვის მოქმედებს, არა აქვს მნიშვნელობა საქმე იუვენტუსს ეხება, თუ რომელიმე სხვა კლუბს.”

რას აპირებს იუვე? აშკარაა რომ ტურინელები კატალონიელებთან და მადრიდელებთან ერთად იოლად უეფას არაფერს დაუთმობენ.. ფიფას პრეზიდენტმა უკვე განაცხადა ამ თემაზე, რომ უმჯობესია მხარეებმა კონსულტაციები გააგრძელონ, რადგან პრობლემა რეალურია და მას ერთობლივი მუშაობა ესაჭიროება.

ერთი სიტყვით ტემპერატურა მაღალია.. იუვენტუსი იბრძვის და ყველაფერთან ერთად 27 მაისისთვის ემზადება, სადაც აქციონერები იკრიბებიან. მოსალოდნელია, რომ ამ დღეს ძალიან ბევრი რამ გადაწყდება.

4.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
1 month ago

არ ვიცი ვინ ვინს წაიყვანს მარა ჩვენი გუნდი ასეთ დღეში როდის იყო ბოლოს

maradona73
maradona73
1 month ago

ინტერის ხელმძღავნელობას მოუთხოვია ფეხბურთელებისთვის 2 თვის ხელფასზე უარის თქმა, მაგათაც ცუდად ქონიათ საქმე.

ბაქარი
ბაქარი
1 month ago
Reply to  maradona73

კი ბატონო სიმართლეა

maradona73
maradona73
1 month ago

ბარსა დელიხტს ვერ წაიყვანს, ჩვენზე ბევრად მეტი ვალები დაუგროვდა.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x