ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ჰუსემ აუარი

იტალიური მედია იუვენტუსსთან დაკავშირებით უკანასკნელი 24 საათის მთავარ სატრანსფერო სიახლეებს გვთავაზობს.

პირველ რიგში არტურის ტრავმასთან დაკავშირებით, ბიანკონერის გეგმებზე, რომელიც ოდნავ შეიცვალა.

ტურინელები მანუელ ლოკატელის გარდა სხვა შუახაზელზეც დაფიქრდნენ, რადგან მაქს ალეგრის ფართო რესურსის მქონე შემადგენლობა ესაჭიროება, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე როტაციის პრინციპით დასახული მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.

ერთ-ერთ ვარიანტად ჰუსემ აუარიც კი დასახელდა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო ბიანკონერის სატრანსფერო სამიზნე. თუმცა, ფრანგ შუახაზელთან მიმართებაში ინტერეს ტოტენჰემი და არსენალიც იჩენს. სხვათაშორის თავის დროზეც აუარის დაკავშირება ბიანკონერისთან უშუალოდ ფაბიო პარატიჩის იდეა იყო და ახლა ლონდონში გადაბარგების შემდეგ სამიზნეების რეალიზებას უკვე ახალ კლუბში ეცდება.

მანუელ ლოკატელის თაობაზე იუვენტუსი და სასუოლო ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ. მხარეებს შორის 10 მილიონიანი სხვაობაა და ამ ეტაპზე ფორმულა რომლითაც იტალიელი იუვეში გადაბარგდება ნაპოვნი არ არის.

თუმცა, ფედერიკო კერუბინის ხელში ფეხბურთელის თანხმობა აქვს, რომელიც საქმეს ტურინელთა სასარგებლოდ ცვლის. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტია რაღაც კომპრომისი საპოვნია. იქნება ეს 10 მილიონის დამატება თუ რომელიმე ფეხბურთელის საქმეში ჩართვა გაურკვეველი რჩება.

იუვემ უკვე მიმართა სასუოლოს ოფიციალური წინადადებით, რომელიც იგივეს გულისხმობს რაც ფედერიკო კიეზას შემთხვევაში იყო. არენდა და თანხის ეტაპობრივი გადახდა, რადგან კონტრაქტის პუნქტი აუცილებელ გამოსყიდვას ითვალისწინებს. აღნიშნულ შეთავაზებაზე სასუოლომ უარი განაცხადა.

რადუ დრაგუსინი იმ მოთამაშეთა რიცხვში შედის, რომლებიც სხვადასხვა ბარტერში განიხილებიან.. იმავე ლოკატელის გარიგებაში თუნდაც, მაგრამ ახლა ტურინიდან სხვა ცნობები გავრცელდა. რუმინელის მიმართ ნდობა დიდია და მაქსმა შესაძლოა ის მიმდინარე სეზონში კლუბში დატოვოს.

ჯანლუკა ფრაბოტამ კარიერა შესაძლოა ჩვენს მეზობლად თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. იტალიელი მარცხენა მცველით ტრაბზონსპორი დაინტერესდა. საგულისხმოა, რომ ჯანლუკას მსურველები სერია ა-შიც ყავს კალიარის და ჯენოას სახით.

მირალემ პიანიჩის ტრანსფერი რეალური იმ შემთხვევაში გახდება, თუ კი ტურინს აარონ რემზი დატოვებს. თუმცა, უელსელის მიმართ ჯერჯერობით ერთი კლუბიც არ გამოჩენილა, რომელიც იმავე ანაზღაურებს შეთავაზებს რამდენსაც ტურინი აძლევს.

იუვენტუსი თავდასხმის ხაზში გაბრიელ ჯესუსის ვარიანტს კვლავინდებურად განიხილავს. ამ ფაქტს ხელს ის გარემოებაც უწყობს, რომ მანჩესტერლები ჰარი კეინის დასამატებლად მუშაობენ და ასეთ შემთხვევაში ბრაზილიელის წასვლა უკვე რეალური ხდება.

 

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x