ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

მაქს ალეგრი

მერიჰ დემირალი კონტინასაზეა და წინასასეზონო მომზადებას შეუდგა, თუმცა სხვადასხვა ცნობების თანახმად ფეხბურთელს ტურინიდან წასვლა სურს.

ამის მიზეზი სათამაშო დროა, რომლის უზრუნველყოფა ძალზედ რთული იქნება მის კონკურენტებს თუ გავითვალისწინებთ.

თავად იუვენტუსიც არ არის წინააღმდეგი თურქის გასხვისებაზე და მას 40 მილიონად აფასებს. მსურველებიც ასე თუ ისე მოიძებნებიან, ხოლო რაც შეეხება შემცვლელს ასეთი ბიანკონერის უკვე მოძიებული ყავს.

საუბარი ფიორენტინაში მყოფ ნიკოლა მილენკოვიჩზეა, რომლის დამატება ფედერიკო კერუბინის 15 მილიონად შეუძლია. ასეთ ცნობებს ავრცელებს ფლორენციული მედია.. დიახ, იები საკუთარ უკანახაზელს ზემოთ ხსენებულ თანხად აფასებენ.

მაქს ალეგრი შუახაზში მხოლოდ მანუელ ლოკატელის არ ელოდება.. მასთან ერთად ტურინს შესაძლოა მირალემ პიანიჩიც შეუერთდეს, რომელიც თანხმაა ანაზღაურებაც კი შეამციროს ოღონდ კვლავინდებურად ალეგრისთან ერთად იმუშაოს.

იყო ვარიანტი მისი აარონ რემზიში გაცვლაზე, მაგრამ უელსელი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და მისი ანაზღაურებაც პრობლემას ქმნის.. რემზი სეზონში 8 მილიონს ღებულობს და ბარსა ამ ვარიანტს არც კი განიხილავს.

თუ უახლოეს პერიოდში დემირალი კლუბს დატოვებს, მაშინ დანიელე რუგანი იუვეს რიგებში დარჩება. ასეთ ცნობებს სპორტმედიასეტი ავრცელებს. ლოკატელის საქმეში კი არაა გამორიცხული მონაწილეობა რადუ დრაგუსინმა მიიღოს.. მასსზე აქამდეც იწერებოდა, მაგრამ ბოლო ცნობებით სასუოლომ შესაძლოა სწორედ რუმინელის კანდიდატურას დათანხმდეს.

მატია პერინის მომავალი გადაწყვეტილია და იგი ტურინში რჩება. იტალიელი კარის დარაჯი ვოიცეხ შესნის დუბლიორის ამპლუაში მოგვევლინება.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 days ago

1 ტრანსფერიც ვერ გაჩარხეს აქამდე ტფუ ამათი მე რა

bero-juve10
bero-juve10
7 days ago

aset iuves velodebi am sezonshi

mekareebi: shesni, perini, pinsolio

mcvelebi: kielini, bonuchi, de ligti, kristian romero, sandro, kvadrado, danilo,
luka pelegrini, frabota, gosensi

naxevar mcvelebi: bentankuri, kieza, lokateli, rabio, makeni, kulusevski, pogba
nikolo fagioli, nikolo rovela, bernardeski

tavdamsxmelebi: dibala, ronaldu, morata, moizes kini

————————shesni————————-

kvadrado——-de ligti—-bonuchi——-gosensi

————–lokateli——–rabio——————–

——-kieza———-pogba———ronaldu——–

———————–dibala————————–

juventino
juventino
5 days ago
Reply to  bero-juve10

რონალდოს ფლანგზე კიეზა გადაწიე,კიეზას ადგილზე დიბალა ჩასვი და დიბალას ადგილას მორატა.რონალდოს დაახვევინე დამიჯერე და ეგ გუნდი იქნება მკვლელი!ბენტაკურს კიდევ სადმე მე-9 ლიგაში თუ გადაწევ ან საერთოდ იტალიიდან თუ გაუშვებ ეგეც კარგი იქნება

Last edited 5 days ago by juventino
| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x