ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო პარატიჩი:”დიბალა? ამ თემას ყოველდღიურად განვიხილავთ”

ფაბიო პარატიჩი

პაულო დიბალას კონტრაქტზე ბევრი მითქმა-მოთქმა არის ატეხილი, რასაც მისი არასასურველი ფორმაც ემატება.

ფაბიო პარატიჩის კიდევ ერთხელ მოუხდა ამ თემაზე საუბარი:

“არგენტინელთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენ ამ თემაზე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ვსაუბრობთ.

ჯერჯერობით სიმშვიდეს ვინარჩუნებთ.. ფეხბურთელი კონცენტრირებულია საფეხბურთო შედეგებზე და ვფიქრობ, დადგება შესაფერისი დრო, როდესაც ყველა პრობლემას გადავჭრით.

იტალია ვფიქრობ საუკეთესოა ფეხბურთელებთან მუშაობის თვალსაზრისით.. ეს ეხება არამარტო ტაქტიკურ ნიუანსებს, არამედ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობას.. ასე უფრო მჭიდრო ურთიერთობას აყალიბებ და ფეხბურთისგან მეტ სიამოვნებას ღებულობ.

თუმცა, ეს არის ორმხრივი პროცესია და მათი ჩართულობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. კარგ ლექტორს, კარგი სტუდენტები ესაჭიროება სასურველი შედეგის მისაღებად. 

უინსტონ მაკინიზე დიდ იმედებს ვამყარებთ.. მან ევროპაში გარკვეული გამოცდილება უკვე დააგროვა და ახლა მთავარია აღებული გეზი გააგრძელოს.”

3.7 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 month ago

ამას მგონი თავის ნათქვამის თვითონაც არ ჯერა

ბაქარი
ბაქარი
1 month ago

კომენტარის გარეშე

batumski
batumski
1 month ago

სუსტი მენეჯერი ხარ დონ ფაბიო,მაჩვენე ერთი საკუთარი პროექტი,გეგმა,სურვილი..მაროტა იყო მანდ შემოქმედი რომელიც რატომღაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო დააიგნორირეთ(არანაკლები ბრალეულობა ნედვედს)შედეგიც ანალოგიური მივიღეთ,რიგით მეორე ჩაგდებული სეზონი და არანაირი პერსპექტივა სამომავლოდ..

batumski
batumski
1 month ago

მაკენიზე ციტატამ დაგლიჯა..ვაი შენ პატრონს მადლიანს

batumski
batumski
1 month ago

აგაშენა ღმერთმა კაცო,პრობლემები საერთოდ არ არსებობს,ყველაფერი იდეალურადაა და ტყუილად ვნერვიულობთ..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

5
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<